მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
მამა ილია მოზარდების სულიერ და ფიზიკურ აღზრდაზე ზრუნავს

სპექტრი. უკვე ერთი წელია, რაც ვეჯინში წმინდა გიორგის ეკლესიის გვერდით მდებარე შენობაში კრივის წრე ფუნქციონირებს, სადაც 7 –დან 16 წლამდე ასაკის, 40 ბავშვი ვარჯიშობს. ამ ერთი წლის განმავლობაში ნორჩი სპორტსმენები რამდენჯერმე იყვნენ შეჯიბრზე და წარმატებებსაც მიაღწიეს. როგორც ჯგუფის ხელმძღვანელი, სპორტული ფედერაციის წევრი, კვალიფიციური მწვრთნელი ოთარ მამულაშვილი ამბობს, ის თავისი მოსწავლეებით კმაყოფილია. "უკვე სამი ასაკობრივი გუნდი მყავს. პირველში _ 7-დან 9 წლამდე, მეორეში _ 10-დან 13-მდე და მესამეში 13-დან 16 წლამდე ასაკის მოზარდები არიან გაერთიანებული. კვირაში 4 დღე ვვარჯიშობთ. ამ ერთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრ ტურნირში მივიღეთ მონაწილეობა და წარმატებებსაც მივაღწიეთ. ვიყავით შეჯიბრზე: გორში, თბილისში, ვარიანსა და თელავში, სადაც პირველი ადგილები დავიკავეთ," _ გვითხრა ოთარ მამულაშვილმა და იქვე ისიც დასძინა: "მამა ილიას ძალისხმევით და ხალხის შემოწირულობებით შევიძინეთ ინვენტარი: სპორტული თათები, 7 წყვილი ხელთათმანი, რომელიც ძალიან ძვირადღირებულია და მშობლები ყიდვას ვერ შეძლებდნენ, 4 წყვილი ფორმა, თითოეული დაახლოებით 30 ლარი ღირს, 4 წყვილი სპორტული შლემი. მამა ილია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბავშვებმა ივარჯიშონ და დარბაზმა ფუნქციონირება გააგრძელოს."

როგორც ოთარ მამულაშვილი ამბობს, მართალია, ამჯერად ცივა და ბავშვები ავადმყოფობის გამო აცდენენ, მაგრამ მაინც ცდილობენ, რომ ფორმა შეინარჩუნონ. "აციებასთან ერთად, ბავშვებს ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ და ამიტომ ყველა ვერ დადის, მაგრამ როგორც კი გამოიამინდებს, ისევ ჩვეულ რიტმში ჩავჯდებით. ორთაჭალაში ფუნქციონირებს სპორტული დარბაზი, სადაც იმართება შეჯიბრებები გამოცდილების მიღების მიზნით. ეს ემსახურება მიზანს, რომ ბავშვებმა ისწავლონ თუ რა არის კრივი, მიეჩვიონ რინგზე მოძრაობას და გადალახონ ის ეტაპი, რასაც სპორტული შიში ჰქვია."

ბაკურციხელი ლაშა ქუმსიაშვილი, რომელიც ერთი წელია, ამ დარბაზში ვარჯიშობს, მიღწეული წრმატებებით ძალიან კმაყოფილია. "ყოველთვის მიყვარდა კრივი და როდესაც გავიგე, რომ ვეჯინში წრე გაიხსნა, მაშინვე მოვედი. მომწონს აქაური გარემო და ჩვენი მწვრთნელი, რომელიც ძალას არ იშურებს, რომ კრივის ხელოვნებას გვაზიაროს. ამ ხნის განმავლობაში წარმატებებსაც მივაღწიეთ. პირადად მე პირველი ადგილი ავიღე კახეთის ზონალურ პირველობაზე და ქალაქის პირველობაზე. აქ ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ თავი კარგად ვიგრძნოთ. ვარჯიშის გაგრძელებას მომავალშიც ვაპირებ," _ გვითხრა მან.

თორნიკე ჭანყოშვილი აქ კლუბის გახსნის დღიდან ვარჯიშობს. როგორც ის ჩვენთან საუბარში ამბობს, კარგი იქნება, თუ მსგავსი წრეები სხვა სოფლებშიც გაიხსნება. "როდესაც მოვედით, თავიდან ძალიან გაგვიჭირდა, იმიტომ, რომ არ გვქონდა საჭირო ინვენტარი, მაგრამ ენთუზიაზმი მაინც არ დაგვიკარგავს. ამჯერად უკეთესად ვართ, რადგან შეგვიძინეს ის საჭირო ნივთები, რაც ყოველდღიური ვარჯიშისთვის გვჭირდება. ვეჯინში ასეთი სპორტული დარბაზის გახსნა, მამა ილიას დამსახურებაა. ძალიან კარგი იქნება, თუ მსგავსი წრეები სხვა სოფლებშიც გაიხსნება და მოზარდები სპორტით დაკავდებიან," _ გვითხრა მან.

როგორც მამა ილია `სპექტრთან~ საუბარში აღნიშნავს, მისთვის ვარჯიშზე უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ბავშვები ქუჩას მოსწყდნენ. "ყველა ჩემპიონი და პროფესიონალი ვერ გამოვა. ეს იმისთანა სპორტია, რომ მოზარდში ვაჟკაცურ სულს აყალიბებს. ყველაზე დიდი წარმატება ისაა, რომ ბავშვი მოსწყდა ქუჩის უაზრობას. ამ სპორტით ბიჭები ურთიერთობას სწავლობენ, როგორც მასწავლებელთან, ისე მრევლთან და მოძღვართან. მათ გაიგეს ვინ არის ღვთისმსახური. ისწავლეს მასთან ურთიერთობა, იღებენ ლოცვა-კურთხევას, წარმატებას მე პირველ რიგში ამაში ვხედავ," _ გვითხრა მან და იქვე დასძინა:"ძალიან მონდომებული ბავშვები არიან. იყვნენ თელავში შეჯიბრზე, რესპუბლიკის მასშტაბით ღია პირველობა იყო თბილისში და 8 სპორტსმენმა ძალიან ლამაზად და ღირსეულად ჩაატარა ბრძოლა. ბავშვები თავდაცვისუნარიანები ხდებიან და იცვლებიან, რაც ძალიან მიხარია. იმედი მაქვს, მომავალშიც კიდევ ბევრს მიაღწევენ."

ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და ამ საქმისთვის ხელშეწყობა, რომელზეც მამა ილია საუბრობს, თითოეული ჩვენთაგანისა და ადგილობრივი ხელმძღვანელობისთვისაც ერთ-ერთი უპირველეს მიზანს უნდა წარმოადგენდეს.


მარინა პეტრიაშვილი
29.12.2012
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: I thank you humbly for sharing your wsdiom JJWY
თელავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 28 °C + 30 °C
ღამით + 18 °C + 18 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.