მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
პედაგოგების ხელფასი განაკვეთისა და ცენზის მიხედვით გაიზარდა
სპექტრი. იანვრიდან ყველა საჯარო სკოლების პედაგოგის ხელფასი მინიმუმ 70 ლარით გაიზარდა. ამის შესახებ 29 იანვარს, მთავრობის სხდომის დამთავრების შემდეგ განათლების მინისტრის მოადგილემ თამარ სანიკიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მიმდინარე წელს მეტი სახელფასო ზრდა აღარ იგეგმება, ხოლო 2013 წლის ბოლოს მასწავლებლები ე.წ. მეცამეტე ხელფასს აიღებენ. ამ საკითხმა პედაგოგებში გაუგებრობა გამოიწვია, მათ ვერ გაარკვიეს, თუ რა პრინციპით დაემატათ ხელფასი. აღნიშნულ თემაზე გურჯაანის რესურსცენტრის ფინანსისტს მერი მირველაშვილს მივმართეთ. "მიმდინარე წლის იანვრიდან განაკვეთის ღირებულება შეიცვალა. როგორც იცით, პედაგოგს ხელფასი ეძლევა მისი ცენზისა და სამუშაო სტაჟის მიხედვით. აქ არის დაყოფილი: სრული ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, ბაკალავრიატი, მაგისტრატურა. ეს არის ის ძირითადი, რა ხარისხითაც იცემა სკოლებში ხელფასი. აქედან გამომდინარე, განაკვეთის ღირებულება არის შეცვლილი შესაბამისი კოეფიციენტებით. სკოლებში ძირითადად მაგისტრები უფრო მეტი გვყავს და პირობითად ათი წლის ზევით რომ ავიღოთ, მათი განაკვეთი 84 ლარითა და 98 თეთრით შეიცვალა, ე.ი განაკვეთი გაიზარდა. შესაბამისად, ბაკალავრიატი 78 ლარით არის გაზრდილი, პროფესიული განათლება 71-ით და ა. შ. დამატება მოხდა კვალიფიკაციის მიხედვით, რომელ ცენზზეც რა კოეფიციენტია. აქედან გამომდინარე, იზრდება განაკვეთის ღირებულება. შესაბამისად, რამდენ საათსაც ატარებს მასწავლებელი, ხელფასიც იმის პროპორციულად გაიზრდება," _ გვითხრა მან.
ცვლილება ძალაში 576 ბრძანების საფუძველზე 1 იანვრიდან შევიდა. მარინა პეტრიაშვილი


04.02.2013
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Hey, that's the grettesa! So with ll this brain power AWHFY?
: That's an expert answer to an intreestnig question
: AKAIK you've got the aneswr in one!
: AKAIK you've got the asnewr in one!
: Stellar work there evreyone. I'll keep on reading.
: naxevar ganakvetze ramdeni unda mqondes xelfasi var musikis maswavlebeli.
თელავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 16 °C + 18 °C
ღამით + 5 °C + 7 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.