მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
სასკოლო ავტობუსი კაზლარში მცხოვრები მოსწავლეებისთვის
სპექტრი. იორმუღანლოს თემის სოფელ კაზლარის მოსახლეობა "სპექტრთან" საუბრისას მათთვის მნიშვნელოვან არაერთ საკითხს შეეეხო. თუმცა ხელისუფლებისადმი ნომერ პირველი სათხოვარი მაინც განათლების პრობლემის მოგვარებაა. კაზლარში მხოლოდ შვიდი კლასი ფუნქციონირებს. ამიტომ, როგორც ადგილობრივები ამბობენ, წლებია, რაც ბავშვები მეზობელი სოფლის სკოლამდე რამდენიმე კილომეტრს ყოველდღე ფეხით გადიან.
 
-"რაც თავი მახოვს, სკოლა არასოდეს გვქონია. ჩემ დროსაც სამი კლასი იყო. მხოლოდ დაწყებითი განათლება მაქვს მიღებული. აქ მაცხოვრებლების უმრავლესობა ამ მდგომარეობაშია. ეხლა ოთხი კლასი კიდევ დაამატეს და შვიდი წელი აქ სწავლობენ ბავშვები, მაგრამ ეს ხომ საკმარისი არ არის?" _ გვითხრა ამირხან ისმაიროვმა. 

-"სოფელს აუცილებლად სჭირდება სკოლა. ბევრი ნიჭიერი ბავშვიც გვაყვას, ცოდონი არიან ასე რომ იტანჯებიან. იმის მიუხედავად, რომ სხვა პრობლემებიც მრავლადაა, სკოლა ხალხის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა. კაზლარში მხოლოდ შვიდკლასიანი სწავლებაა. მერე რა ქნან ბავშვებმა? ხედავთ თქვენ რა მანძილი გაქვთ გასავლელი გვერზე სოფლამდე. ვისაც იქ ახლობელი, ნათესავი ჰყავს (ზოგის მამიდაა იქეთ გათხოვლი, ზოგს დედა ჰყავს იმ სოფლიდან), მთელი კვირა რჩება. გაკვეთილების შემდეგ ისევ ამხელა გზაზე წამოსვლა უჭირთ. რაც ეს სოფელი დაარსდა, სულ ასეთი მდგომარეობაა. აქამდე ოთხი კლასი იყო. წელს მე-5, მე-6, მე-7 კლასები დაემატა, თუმცა ეს საკმარისი მაინც არა არის. უკეთესი იქნება, რომ კაზლარში სრული საჯარო სკოლა იყოს," _ ამბობს სადაიგად მამედოვი. 

 აღნიშნული საკითხის თაობაზე განთლების სამინისტროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს მანანა ცუცქირიძეს დავუკავშირდით:

"არც რესურსცენტრის ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში და არც მანამდე ეს პრობლერმა არ დასმულა. ბავშვები უკვე წლებია კაზლარიდან ლამბალოს სკოლაში ფეხით დადიან. წელს, ზუსტად აი ეხლა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოყო ავტობუსი. ბავშვებვი ტრანსპორტით უზრუნველყოფილნი იქნებიან. თუკი საშუალო სკოლის აშენების შესაძლებლობა იქნება, ამას შესაბამისი სტრუქტურები განიხილავენ და ჩვენ მხოლოდ მივესალმებით. ამ ეტაპზე კი ის მოხერხდა, რომ ბავშვებს ავტობუსი მოემსახურება. ეს არის საუკეთესო ღონისძიება. ტრანსპორტირების ხარჯებს განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს," _ გვითხრა მანანა ცუცქირიძემ. 

მისივე განმარტებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია კაზლარში მცხოვრები ბავშვებისთვის ამ მომსახურებას უახლოეს მომავალში დაიწყებს.




01.03.2013
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

თელავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 10 °C + 8 °C
ღამით + 1 °C + 1 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.