მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
სასამართლომ მედიასაშუალებების სარჩელი დააკმაყოფილა
სპექტრი. თბილისის საქალაქო სასამართლომ შვიდი მედიასაშუალების ერთობლივი სარჩელი დააკმაყოფილა. გაზეთები: "ბათუმელები," "გურია ნიუსი," "ალიონი," "სპექტრი", ასევე ტელეკომპანიები _"კავკასია," "მაესტრო," "მეცხრე არხი" სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მიღებული ბრძანების გაუქმებას ითხოვდნენ. 

აღნიშნული ბრძანება გენერალურმა აუდიტორმა 2012 წლის 6 აგვისტოს გამოსცა. ამ ნორმატიული აქტის თანახმად, წინასაარჩევნოდ, მაუწყებლებსა და გაზეთებს პოლიტიკური რეკლამის განთავსების შემდეგ აუდიტის სამსახურისთვის ინფორმაცია 24 საათში უნდა მიეწოდებინათ. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" ეს აქტი კანონსაწინააღმდეგოდ მიიჩნია და აუდიტის სამსახურს ბრძანების გაბათილება მოსთხოვა. 

-"კანონსაწინააღმდეგო ხასიათი გამოიხატებოდა შემდეგში. საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, თითქმის იდენტური ინფორმაცია, ერთი კვირის განმავლობაში წარედგინება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. მაუწყებლები, გაზეთები ვალდებულები იყვნენ კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის ერთი კვირის მანძილზე მიეწოდებინათ ინფორმაცია, თუ რა ვადაში, რა პერიოდულობით განათავსეს ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის რეკლამა. შესაბამისად, მიგვაჩნდა, რომ ეს იყო ორმაგი ვალდებულება. ჩვენ, როგორც მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები, აღვნიშნავდით, რომ რა თქმა უნდა, აუდიტის სამსახური არის ორგანო, რომელიც აკონტროლებს წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიების მიერ თანხების ხარჯვას, თუმცა ამ კონტროლმა ორმაგი ვალდებულებები არ უნდა დააწესოს. იმ შემთხვევაში, თუკი აუდიტის სამსახური დაინტერესდებოდა, პარტიამ რა თანხები გადაიხადა მედიასაშუალებაში პოლიტიკური რეკლამის განთავსებისთვის, შეეძლო მიემართა კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის და გამოეთხოვა ეს ინფორმაცია_ადმინისტრაციული კოდექსი ამის საშუალებას იძლევა. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმის განხილვისა და სათანადო არგუმენტების მოსმენის შემდეგ, მიიჩნია, რომ აქტი არ შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობას და ბათილად სცნო ნაწილი, რომელსაც მოსარჩელეები მოითხოვდნენ. მათ 24 საათში ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება აღარ ექნებათ," _ განაცხადა "სპექტრთან" კომენტარში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელმა ნათია კაპანაძემ. 

რაც შეეხება ბრძანების პირველ ნაწილს, რომელიც მოსარჩელეების მოთხოვნაში არ შედიოდა, ძალაში დარჩა: წინასაარჩევნოდ, როდესაც პოლიტიკური პარტიები გადაწყვეტენ განათავსონ რეკლამა, გაზეთებსა და მაუწყებლებში, ვალდებულები არიან წინასწარ გააფორმონ ხელშეკრულებები მედიასაშუალებებთან. ჯერჯერობით უცნობია მოპასუხე მხარე (აუდიტის სამსახური) გაასაჩივრებს თუ არა ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში. 



ლანა გულოშვილი
04.03.2013
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: It's always a pleasure to hear from someone with exstreipe.
: That's a mobdelreak-r. Great thinking!
: Deep thought! Thanks for conritbuting.
: Good points all aurond. Truly appreciated.
თელავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 19 °C + 17 °C
ღამით + 9 °C + 9 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.