მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ლალი კუტიბაშვილი VS ნინო მურაკაშვილი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დავალებით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა სამუსიკო სკოლების გაერთიანების საქმიანობის შესწავლა დაასრულა და შესაბამისი დასკვნაც დადო. კომისიას მიაჩნია, რომ დოკუმენტში მოყვანილ ფაქტებზე საკრებულომ უნდა იმსჯელოს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის #81 განკარგულებით შექმნილმა დროებითმა სამუშაო ჯგუფმა სამუსიკო სკოლების გაერთიანების საქმიანობის შესწავლა დაასრულა. დროებითი კომისიის მიერ დადებულ დასკვნაში ვკითხულობთ:
- "შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ სამუსიკო სკოლების გაერთიანების საქმიანობაში ადგილი აქვს სერიოზულ ფინანსურ დარღვევებს. კერძოდ: არასრულფასოვნად და კანონით გათვალისწინებული ნორმების უხეში დარღვევით ხდება საფინანსო დოკუმენტაციის წარმოება, რომელიც ასახავს პედაგოგთა ყოველთვიურ დატვირთვას, მათ მიერ ჩატარებული გაკვეთილების საათობრივ განსაზღვრას, რომელიც შემდეგში საფუძვლად ედება სახელფასო თანხების გამოყოფას. აღნიშნული დოკუმენტები ივსება ფანქრით, არ ხდება დამოწმება ხელმოწერით და ბეჭდით დირექტორის ან სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ, ამდენად ის არ შეიძლება ჩაითვალოს ფინანსურ დოკუმენტად."

დროებითი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ნინო მურაკაშვილის თქმით, ასევე ბუნდოვანია სამუსიკო სკოლების გაერთიანებებში სწავლის ქირის გადახდის პროცესი. 

-"სოფლებში, სამუსიკო სკოლის ფილიალებში სალარო აპარატები არ აქვთ. როდესაც მშობელი იხდის სწავლის ფულს, უბრალოდ სიაში ბავშვის სახელს და გვარს იწერენ, უკეთებენ პლიუსს და გარკვეული დროის შემდეგ აძლევენ ქვითარს. არ შეიძლება გადახდილი თანხა მაშინვე არ ფიქსირდებოდეს. ხელმძღვანელს შეუძლია, უთხრას მშობლებს სწავლის საფასური საბანკო წესით გადაიხადონ."
 
აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს ლალი კუტიბაშვილი: 
-"ამას პირდაპირ შემოსავლების სამსახური აკონტროლებს. სოფლებში ბანკები არ არის, მხოლოდ კაჭრეთშია. თანაც მშობელმა ბანკში რომ გადაიხადოს, მე საბუთს ვერ მივცემ. დღეს ვაჩნაძიანმა ჩამოიტანა თანხა. მშობელს ეძლევა შემოსავლის ორდერი, რომელიც მოაქვს ჩვენთან, ამოვუბეჭდავთ შესაბამისი თანხის ქვითარს. ორდერი ერთი პირი ჩვენთან რჩება, ერთი კი მშობელს მიაქვს."
 
დასკვნაში ასევე მითითებულია: 
-"კომისიის მუშაობის პერიოდში ვერ მოხერხდა მატერიალურ ფასეულობასთან შესაბამისობის დადგენა, რადგან ვერ იქნა წარმოდგენილი გაერთიანების შექმნისას გადაცემული ქონების შესახებ დოკუმენტაცია. ანალოგიური სიტუაცია არის გაერთიანების ფილიალებში."
  
კომისიის თავმჯდომარე ნინო მურაკაშვილის თქმით, "გურჯაანის სამუსიკო სკოლას არ ჰყავს მენეჯერი, რომელიც გარკვეულ კოორდინაციას და კონტროლს გაუწევდა როგორც სასწავლო პროცესს, ასევე საკადრო, ორგანიზაციულ და დოკუმენტაციის წარმოებას. ვთქვათ, ეს კადრი საჭირო არ არის და როგორც ქალბატონი ლალი ამბობს, თანხას უფრთხილდება, ორგანიზაციულ ტექნიკურ დარგში ჰყავს ერთი პიროვნება, რომელსაც დავალებული აქვს კომენდანტის, მატერიალური ტექნიკური ბაზისა და ტექნიკური პერსონალის ზედამხედველობის ფუნქციები. ეს არის ერთი შრომითი ხელშეკრულება. იგივე პიროვნებას სხვა ხელშეკრულებით ევალება შენობის მიმდებარე ბაღისა და ეზოს დასუფთავება. ამ ადამიანზე ასევე ცალკე ერთჯერადი ხელშეკრულებებიც არის გაფორმებული. ეს არის დანაშაული," _ ამბობს ის. 

თავის მხრივ, დასკვნის საპასუხო წერილი სამუსიკო გაერთიანებების დირექტორმა ლალი კუტიბაშვილმა საკრებულოს გადაუგზავნა. ის ბრალდებებს უარყოფს და მიიჩნევს, რომ დსაკვნა "სუბიექტურ-მიკერძოებულია."
ერთ-ერთ პუნქტში ვკითხულობთ: 
-"სამუშაო ჯგუფს პარადოქსულად მიაჩნია, რომ გაერთიანებაში არ ჩანს პირი, რომელიც პასუხისმგებელია პედაგოგიური საქმიანობის მონიტორინგზე და სასწავლო ორგანიზაციულ საკითხებზე, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. გაერთიანებაში აღნიშნულ ფუნქციას განყოფილების გამგე ასრულებს. ხოლო დირექტორის აღნიშნულ საკითხებში მონაწილეობა, მისი, როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელის უშუალო მოვალეობაა."

გაერთიანების ხელმძღვანელი ერთი და იმავე პიროვნებისთვის გაფორმებულ ხელშეკრულებებზე განმარტავს, რომ: "შტატით ის არის კომენდანტი, მაგრამ ველოდებოდით სტუმრებს. პედაგოგს იძულების წესით ვერ გავიყვანდი და ვეტყოდი დაიჭირე თოხი და ბაღი გაასუფთავეო. ამ ადამიანს დავავალე და ერთჯერადი ხელშეკრულება გავუფორმე, გადავუხადე შესაბამისი ანაზღაურება. ეს იყო 2011 წელს. 2012 წლიდან უკვე ოთხი თუUხუთთვიანი ხელშეკრულება გავუფორმე. დასკვნაში წერია დარაჯი რატომ არ ჰყავს სკოლასო. რამდენჯერაც დარაჯი მოვიყვანე, ღამე ადგილზე არ დარჩა. სწორედ ღამე მინდა დარაჯი. ამიტომ არ მაქვს ეგ შტატი ირაკლი (კომენდანტის შტატში გაფორმებული თანამშრომელი) აქვე ცხოვრობს და გამოდის ხოლმე ღამეც. ამაში მას თანხას არ ვუხდი, " _ გვითხრა მან. 

ნინო მურაკაშვილი იმ დარღვევებზეც საუბრობს, რომელიც დირექტორის პედაგოგიურ საქმიანობას ეხება.
-"არ შეიძლება პედაგოგს ერთი საათი მაინც ჰქონდეს საგასაკვეთილო დატვირთვა და არ გააჩნდეს ცხრილი, სადაც პედაგოგების საათობრივი მუშაობაა განსაზღვრული. არ ქონდეს პედაგოგთა ჟურნალი მოსწავლეების შეფასების შესახებ. ერთადერთი პედაგოგი, რომელსაც არც ცხრილი აქვს, არც ჟურნალი და არც შეფასების ფურცელი სემესტრების მიხედვით, თავად გაერთიანების ხელმძღვანელია. ერთადერთი, სადაც მისი სახელი და გვარი ჩანს, ეს არის პედაგოგთა კვირეული დატვირთვის ცხრილი, რომელიც ფანქრით არის შევსებული. ფაქტიურად, მას რომ კომისიის შესვლამდე ამ ცხრილში თავისი დატვირთვები ამოეშალა, ჩვენ ვერ გავიგებდით, რომ ის არის პედაგოგი. ეს არც სხვა პედაგოგებმა იცოდნენ."
 
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირბით ლალი კუტიბაშვილი განმარტავს: 
-"რაც შეეხება ჩემს შეთავსებით სამსახურს, 18 საათიან დატვირთვასთან დაკავშირებით კულტურის სამინიტრო ცნობას ამ დღეებში მომაწვდის."
  
კომისიის დასკვნაში ვკითხულობთ: 
-"საკრებულომ უნდა იმსჯელოს გაერთიანების ხელმძღვანელის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის შესახებ და გამგეობის შესაბამისმა სამსახურმა უნდა გააქტიუროს კონტროლი გაერთიანების საერთო საქმიანობაზე." 
ამ ეტაპზე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს გადაწყვეტილება ცნობილი არ არის. 

ლანა გულოშვილი


ლანა გულოშვილი
14.03.2013
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Aren't our brains amazing!?I think I'll celebrate this week too! I'm going to play more brain games and eat more walnuts and blsieerrbeu. I'm also going to remember to take my vitamin D..
: That's the thniking of a creative mind
: It's good to see someone thnkniig it through.
თელავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 25 °C + 27 °C
ღამით + 14 °C + 15 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.