მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" 50 მილიონი ლარით დაფინანსდა
სპექტრი. გასულ კვირას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ, პროექტის _ "საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" _ ფარგლებში სამინისტროს მიერ ბოლო ერთი თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ანგარიში მასმედიას წარუდგინა. გაირკვა, რომ "სოფლის მხარდაჭერის 50 მილიონიანი პროგრამის ახალი ეტაპი დაიწყო." 

მინისტრის თქმით, ახალი ეტაპი გამჭირვალედ და მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობით წარიმართება. მისივე განცხადებით, რეგიონებში სამინისტროს თანამშრომლები დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, სოფლის რწმუნებულებისთვის ტრეინინგებს ატარებენ, დატრენინგებული რწმუნებულები კი სოფლებში კრებებს გამართავენ, სადაც მოსაგვარებელი პრიორიტეტული საკითხები დასახელდება. 

-"სოფლის კრებების ჩატარების თარიღები წინასწარ გამოქვეყნდება და ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო თუ მედიაორგანიზაციას შეეძლება აწარმოოს პროგრამის მონიტორინგი. აღსანიშნავია, რომ პროგრამა მეხუთე წელია ხორციელდება, თუმცა მის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო," _ განაცხადა ნარმანიამ. 

მისივე თქმით, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" გათვალისწინებული თანხა პირველი რიგის სოციალურ-ეკონომიკური საკითხების მოგვარებას უნდა მოხმარდეს. "ეს შეიძლება, იყოს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაცია (მაგალითად, ხიდის აღდგენა, სოფლის გზის შეკეთება, მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების სისტემის შეკეთება, სარწყავი არხების რეაბილიტაცია, ნაპირსამაგრი თუ სანიაღვრეთა გამწმენდი სამუშაოების ჩატარება და ა.შ.) და სოფლის კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარება (მაგალითად, სოფლის წყაროს მოწყობა, მოსახლეობის თავშეყრის ადგილის მოწყობა, სოფლის სტადიონის შეკეთება, სოფლის კლუბის მოწყობა და ა.შ.)," _ განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" დაფინანსებული სამუშაოების შესრულება სამინისტროს მიერ მკაცრად გაკონტროლდება.
 
ლანა გულოშვილი



19.03.2013
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

თელავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 17 °C + 13 °C
ღამით + 6 °C + 6 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.