მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
რეგიონული განვითარების სამინისტრო პრიორიტეტულ პროექტებს განიხილავს
სპექტრი. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისთვის 2013 წელს 200 მილიონი ლარი გამოიყო. მუნიციპალიტეტებმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტები უკვე გადაუგზავნეს. სამთავრობო კომისია განხილვის შემდეგ პროექტებს დასაფინანსებლად მთავრობას წარუდგენს. წელს შესასრულებელი სამუშაოების ნუსხა სამინისტროს გურჯაანის მუნიციპალიტეტიდანაც მიაწოდეს.

გასულ კვირას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-თიანეთის რეგიონების მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს 2013 წელს "რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან" დასაფინანსებელი პროექტების მომზადებისა და სამთავრობო კომისიისთვის წარდგენის პროცედურები. მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა მინისტრს ის პრობლემები გააცნეს, რის მოგვარებასაც აღნიშნული ფონდის მეშვეობით გეგმავენ. განისაზღვრა საპროექტო წინადადებების პრიორიტეტებიც- ფონდიდან დაფინანსდება წყლის სისტემების, ხიდების, გზების, გარე განათებისა და ა.შ. მშენებლობა-რეაბილიტაცია. დაფინანსების მისაღებად პროექტების წარდგენის უფლება ჰქონდათ, როგორც თვითმმართველ ერთეულს (მუნიციპალიტეტს), ისე სახელმწიფო რწმუნებულს (გუბერნიას). 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში პროექტების მიღება 11 მარტს შეწყდა. მუნიციპალიტეტის, ან გუბერნიის მიერ პროექტის წარადგენის შემდეგ, ინფრასტრუქტურის სამინისტრო განსახილველად მას რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას გადაუგზავნის. დადებითი პასუხის შემთხვევაში, კომისია რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავრობას, რათა მოხდეს მოწონებული პროექტის დაფინანსება. "სპექტრი" დაინტერესდა, თუ რა პროექტების განხორციელება იგეგმება 2013 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში. ამ კითხვით მუნიციპალიტეტის გამგებელ ჯონი ოსიაშვილს მივმართეთ. გამგებლის თქმით, პროექტების ნუსხა იმ რიგითობის მიხედვით დაალაგეს, თუUრომლის განხორცილებაა უფრო მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული. 
ჩამონათვალის პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: 1. სოფელ ვაჩნაძეანში "მეგრალაანთ" უბანში ჭაბურღილის მოწყობა 60 000 ლარი. 
2. სოფელ ვაზისუბნის ბოლოს მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე ჯებირის მოწყობა 1 კმ-ზე, 1 000 000 ლარი. 
3. ჩუმლაყი-ყიტაანის გზის 4 კმ-ნი მონაკვეთის მოასფალტება 1 000 000 ლარი. 
4. ქალაქ გურჯაანში ბარათაშვილის ქუჩის მოასფალტება _ 250 000 ლარი. 
5. ქალაქ გურჯაანში გურამიშვილის ქუჩის მონაკვეთზე ტროტუარების მოწყობა 70 000 ლარი. 

-"შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩვენს რაიონში შექმნილ პრობლემებზე მინისტრს პირადადაც ვესაუბრე. თელავთან და ყვარელთან შედარებით, ჩვენთან ინფრასტრუქტურა კატასტროფულ მდგომარეობაშია. ვნახოთ რა პროექტს დაგვიფინანსებენ," _ გვითხრა ჯონი ოსიაშვილმა. 

2013 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისთვის 200 მილიონი ლარია გამოყოფილი. რეგიონული განვითარების სამინისტროს პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ აღნიშნული ფონდი ცენტრალური ბიუჯეტიდან (საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან) ფინანსდება.




ლანა გულოშვილი
19.03.2013
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: A simple and inleitlgent point, well made. Thanks!
: Kudos to you! I hadn't thhougt of that!
თელავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 22 °C + 23 °C
ღამით + 13 °C + 13 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.