მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
სუბსიდირება კომერციული ტიპის აბონენტებს არ ეხება
სპექტრი. 2012 წლის  24 დეკემბერს მთავრობამ მოსახლეობისთვის დენის ტარიფის 3,45 თეთრით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც მოსახლეობა სპექტრთან საუბარში განმარტავს, უმრავლესობამ დღემდე ვერ გაიგო, როგორ ჩამოყალიბდა საფეხურეობრივი ტარიფი. 
აღნიშნულ საკითხზე განმარტებისთვის კახეთის ენერგოდისტრიბუციის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ჟანა დიდებაშვილს დავუკავშირდით.

-"კახეთი ენერგოდისტრიბუცია" გაკოტრების რეჟიმში იმყოფება და იმის გამო, რომ ტარიფების შემცირება მთელი საქართველოს მოსახლეობისთვის ერთნაირი ყოფილიყო და თანახვედრაში მოსულიყო, მთავრობის მხრიდან მოხდა სუბსიდირება. მათაც  იგივე შემცირებული ტარიფი ექნებათ, როგორც  სხვა რეგიონის მოსახლეობას. როგორც ვიცით, ყოველთვის მოქმედებდა საფეხურეობრივი ტარიფი. პირველი საფეხური ეს იყო 100 კილოვატამდე _12, 98 თეთრი, სუბსიდირების შემდეგ კი გახდა 9, 44 თეთრი. 100 კილოვატს ზემოთ გადასახადი განისაზღვრებოიდა -16, 52 თეთრით, ამჟამად კი 12, 98 თეთრია. 300 კილოვატს ზემოთ ტარიფი უცვლელი დარჩა – 17,49 თეთრი," _ გვითხრა ჟანა დიდებაშვილმა და კიდევ ერთ საკითხს გაუსვა ხაზი.

მისი განმარტებით, სუბსიდირება მხოლოდ მოსახლეობისთვისაა განსაზღვრული და კომერციული ტიპის აბონენტებს არ ეხება.

მარინა პეტრიაშვილი


მარინა პეტრიაშვილი
25.03.2013
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Felt so hopeless looking for answers to my qu.stions..euntil now.
თელავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 17 °C + 13 °C
ღამით + 6 °C + 6 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.