მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
გზების მოხრეშვით ჩალაუბანში პრობლემა ვერ მოგვარდება
სპექტრი. 18 მარტს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში სოფლის კრება ჩატარდა. ადგილობრივმა მოსახლეობამ თვითონ დაასახელა ის პრიორიტეტული საკითხები, რაც მიმდინარე წელს "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში უნდა მოგვარდეს.

-"პროგრამის ფარგლებში ჩალაუბნისთვის 26 475 ლარი გამოიყო. ამ თანხით "ზაკაანთ უბანში" უნდა გაკეთდეს ცხაურა.  იგეგმება სანიაღვრე არხის მოწყობა "მჭედლიშვილებისა" და "ზაკაანთ უბნებში", "ღვინიაანთ უბანში" კი მოხდება მისი გაწმენდა.  ასევე მოეწყობა ნაგავსაყრელი. დარჩენილი თანხით კი, მოიხრეშება გზები უბნების მიხედვით," _ აღნიშნა ჩალაუბნის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ვალერ ბარნაბიშვილმა.

მოსახლეობის ერთი ნაწილი სანიაღვრე არხებისა და ნაგავსაყრელის მოწყობას დადებითად აფასებს, მაგრამ ამბობს, რომ გზების მოხრეშვა "წყალში გადაყრილი ფულია". მათი თქმით, ეს სამუშაო გასულ წელსაც ჩატარდა, თუმცა პრობლემა არ გადაჭრილა, რადგან ყოველი წვიმის დროს ხრეში წყალს მიაქვს და გზები ისევ იხრამება.  

თამარ კაპანაძე



25.03.2013
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: That's a senisble answer to a challenging question
: Going to put this actrile to good use now.
თელავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 30 °C + 32 °C
ღამით + 18 °C + 19 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.