მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
"სპექტრის" აღმოჩენა - ჟუჟუნა მთივლიშვილი
სპექტრი. ჩემი რუბრიკის სტუმარი, ჟუჟუნა მთივლიშვილი 1935 წელს დაიბადა. იმ დროს, როდესაც საქართველოში საბჭოთა ეპოქის გამო ითრგუნებოდა ყოველგვარი ეროვნული იდეალები, რეჟიმს ეწირებოდა მრავალი ხელოვანი, მათ შორის მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე და პაოლო იაშვილი.

რეპრესიული და დამთრგუნველი ფონი ჟუჟუნა მთივლიშვილის ცხოვრებას მრავალი წლის მანძილზე გასდევდა. მისი ცნობიერების ამაღლების პერიოდში მკაცრად იდევნებოდა თავისუფალი აზრი, მაგრამ ამის გამო წერის სურვილი არ ჩაჰკვდომია. ბავშვობიდან დღემდე საკუთარი განცდების ფურცელზე გადმოტანას არასოდეს მორიდებია.

არ ვიცი რა უფრო საინტერესოა ჩემი რუბრიკისთვის? _ ის, რომ 41 წელიწადი მრავალი თაობა აღუზარდო სამშობლოს, თუ ის, რომ დაწერო მრავალი შესანიშნავი ლექსი, პატრიოტული სულისკვეთებითა და ადამიანური გრძნობებით გაჟღენთილი. 
პოეტი ქალბატონი პროფესიით პედაგოგია, დამთავრებული აქვს ",პუშკინის სახელობის ინსტიტუტი". მისი სტუდენტობის პერიოდს ერთი შემთხვევა უკავშირდება. 

1950 წლის გაზაფხული იდგა, ხეების ყვავილობის დრო. იმ ხანად საქართველოში რუსი კორესპონდენტი ჩერკასოვი იმყოფებოდა, რომელიც ფოტოეტიუდებს ქმნიდა. ვიზიტორს ძლიერ მოსწონებია ალაზნის ველი და განუზრახავს ამ მშვენიერების ფირზე აღბეჭდვა ლამაზ ქალბატონთან ერთად. უპოვია სტუდენტი გოგონა... წლების შემდეგ ამ ამბავს ჟუჟუნა მთივლიშვილის მელანქოლიით გაჯერებული სტრიქონები მოჰყვა: 
"ვეღარ ვცნობ ჩემს თავს გარეგნულობით, 
თუმც გულს არ ვიტეხ და ვეპუები, 
ალალი შრომით მაცხოვრა ღმერთმა, 
თაღლითებს ახლაც არ ვეპუები."

1962 წლამდე ქალაქ გურჯაანის #1 სკოლაში ასწავლიდა, შემდეგ კი რუსთავში მოღვაწეობდა. მრავალი წელი დაჰყო იქ, უყვარდა რუსთავის ქუჩები, თუმცა სოფლის მონაბერ ჰაერს ეთაყვანებოდა. 
'მიყვარს ქალაქის მშვენიერი ქუჩაბანდები, 
მტკვრის ხეობა და მოგოგმანე ლამაზმანები. 
მაგრამ ჩემს სოფელს ვეფერები, ვეთაყვანები, 
სხვაგან განცხრომას მიჯობს სოფლად მოვკვდე წვალებით."

1991 წელს საქართველომ დაკარგა ტერიტორიები. ამას თან დაერთო სამოქალაქო ომი, მოძმეები ერთურთის სისხლის ღვრას არ ერიდებოდნენ. ყოველივე ამან პოეტში პროტესტის გრძნობა აღძრა. 
"ნუთუ ამდენი შხამი და ღვარძლი 
ახრჩობდა მოძმეთ ცხვრის ტყავში მალულთ,
საქართველოში იბადებოდნენ 
და მტრობა მაინც ამ ქვეყნის ძალუძთ."
 
1994 წელს ამ ლექსმა ერთ-ერთ საღამოზე დიდი მოწონება დაიმსახურა, ავტორმა კი სიგელი მიიღო.
ჟუჟუნა მთივლიშვილი ასევე ნოველებისა და ზღაპრების ავტორიცაა. იგი რუსთავის მწერალთა კავშირის წევრი იყო. ყველა საღამოზე იღებდა მონაწილეობას. მწერალთა საზოგადოებას სურდა მისი წიგნი გამოცემულიყო და მწერლის სტატუსი მინიჭებოდა, მაგრამ უსახსრობის გამო ეს ვერ მოახერხა. თუმცა სურვილი დღემდე მოსდევს. 

ჩემთვის დიდი პატივია ამ ქალბატონის გაცნობა და მისი შემოქმედებით ტკბობა. საკუთარ ლექსებს განსაკუთრებული ემოციით მიკითხავდა, ზოგიერთს კი ცრემლიც ერთვოდა. 
ჟუჟუნა მთივლიშვილი ნანიანის მკვიდრია, მის პოეზიას თანასოფლელები კარგად იცნობენ და ზეპირადაც იციან. თუმცა, როგორც თავად გვეუბნება, ასაკოვანი ქალბატონის შემოქმედების პოპულარიზაცია დღემდე არ მომხდარა.
შესანიშნავი ლექსების ავტორი ბუნებით თავმდაბალია, რაზეც მისი ლექსიც მოწმობს. 
"ჩია ქალი ვარ უბრალო, 
ცენზით პოეტიც არა ვარ, 
ბევრი სიავის მხილველი, 
სიკეთეს ვთესდე, მზადა ვარ".

როგორც ერთ ლექსში ამბობს:
"არ ვარ ილია, აკაკი, 
არც ფიროსმანი არა ვარ, 
შოთა მით უფრო არა და 
გალაკტიონიც არა ვარ.."
ის უბრალოდ "სპექტრის" აღმოჩენა ჟუჟუნა მთივლიშვილია.

თამარ კაპანაძე 
 


თამარ კაპანაძე
01.04.2013
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: I read your post and wieshd I was good enough to write it
: Knowing the problems area could be really important, particularly in terms of sustaining your privileges underneath the QuotesChimp if you incur a reduction. This part of the deal will likewise inform you the way your deficits will soon be quantified pursuant to the coverage. Many coverages require that you follow special processes challenging insurance business verdicts regarding all those statements and when submitting statements. Processes and these necessities will undoubtedly be present in the statees part of your plan. Your disappointment to honor might cause lack of hard cash will stop you from getting the to choose the underwriter to tribunal, and you'll otherwise have got, or at the very least might delay defrayment.
: QuotesChimp can take years to receive benefits. When an in�jured person seeks damages under the fault system, he or she must often go through years of waiting to receive damages due to the time-consuming exercise of bringing a lawsuit and waiting for a court date (assuming a quick settlement can't be reached with the insurance company of the person at fault). Un�fortunately, bill collectors, like the tides, wait for no man. Thus, many have been financially ruined while waiting to collect their money.
: Fell out of day! my bed feeling heliomeds.com vardenafil and viagra This down. health insurance comparehealthinsur.com brightened has life insurance policy cash value bestlifeinsurpolicy.com insurance insurance term life life
: Articles like these quotes for life insurance bestlifeinsurpolicy.com seat-very important. first health insurance comparehealthinsur.com put discount levitra online heliomeds.com driver the consumer in the
: You keep it up now, unsntdraed? Really good to know.
: The expetrise shines through. Thanks for taking the time to answer.
თელავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 11 °C + 13 °C
ღამით + 3 °C + 3 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.