მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
"უბრალოდ დავწერ კიდევ ერთ სტრიქონს..."
სპექტრი. როდესაც მოწყენილია ხელში კალამს იღებს და თაია გოგოჭურის სტრიქონები ჩნდება. ბავშვობიდან წერს. მუზა კი მაშინ მოსდის, როდესაც სამყაროს შავი ბინდი აწევს... ისე, უბრალოდ წერს, უარყოფითი ემოციები ლექსებში გადააქვს და ამგვარად ფანტავს დარდს.
"უბრალოდ დავწერ კიდევ ერთ სტრიქონს,
რითმა არეულს, ფიქრებს უნიღბოს."

თაია გოგოჭური 1995 წლის 12 აგვისტოს, დედოფლისწყაროში დაიბადა, წარმოშობით ხევსურეთიდანაა. ამჟამად საზოგადოებრივ კოლეჯ "აისის" სტუდენტია.

წლების წინ ხევსურები კახეთში გადმოუსახლებიათ, მათ შორის ჩემი რესპოდენტის წინაპრებიც აღმოჩნდნენ. მიუხედავად იმისა, რომ თავიანთ კუთხეს მოცილებულები არიან, ადათ-წესებს მაინც არ ივიწყებენ. თაიამ სიამოვნებით მომიყვა ზოგიერთი ჩვეულების შესახებ. 
მისი პაპა ხუცესი გახლავთ. თურმე როდესაც ხუცესი ფეხზე დგას, ოჯახში დაჯდომის უფლება არავის აქვს. ხევისბერს თავისთვის განკუთვნილი სკამი ჰქონია, სადაც არავის შეუძლია დაჯდომა, გარდაცვალების შემთხვევაში მისი ადგილი აუცილებლად მისივე გვარის წარმომადგენელმა უნდა დაიკავოს.
ხევსურებს ერთი დღესასწაული ათენგენობა ჰქონიათ, წლების განმავლობაში არხოტში დადიოდნენ მოსალოცად. ეს თაიასაც კარგად ახსოვს. ახლა კი უგზოობის გამო წასვლას ვეღარ ახერხებენ და ახმეტის სალოცავში დადიან. ამ დღეს კი ხუცესმა აუცილებლად სალოცავის ტერიტორიაზე უნდა დაიძინოს.

მხოლოდ მეგობრებმა იციან რომ წერს. ლექსებს ოჯახის წევრებსაც კი არ უკითხავს. ფიქრობს, არ მოეწონებათ და კრიტიკასაც დაიმსახურებს.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 17 წლისაა, მის ლექსებში ბავშვობის ნოსტალგია მაინც იგრძნობა, იმ დროისა, როდესაც "სამყარო ლამაზი იყო."
"ლამაზი იყო ცხოვრება მართლა,
ცხოვრების აზრი თამაში იყო,
ახლა გაზრდილი გოგო ვარ უკვე
და ჩემს ცხოვრებას რითმებით ვირთობ."

საყვარელი პოეტი ტერენტი გრანელია, ალბათ, მისი შემოქმედება უფრო ახლოსაა თაიას ბუნებასთან.
ახალგაზრდა შემოქმედი ცეკვითაცაა გატაცებული, 7 წელიწადი ანსამბლ "ხორნაბუჯის" წევრი იყო. როგორც თვითონ ამბობს, რამდენჯერმე არტ-გენშიც მიიღეს მონაწილეობა. ყველაზე მეტად კი ხევსურული ცეკვა მოსწონს.

ძალიან მოვიხიბლე 17 წლის ხელოვანის პოეზიით, ის ძალიან თავმდაბალია და საკუთარ სტრიქონებს არაფრად მიიჩნევს. ვფიქრობ, ასეთ პატარა ასაკში, ცოტა არ არის ამდენი გრძნობა გაგაჩნდეს და თან ეს ყველაფერი სტრიქონებად გადმოსცე. მასში მართლაც ღვივის ის ზებუნებრივი მარცვალი, რასაც პოეზია ჰქვია.



თამარ კაპანაძე
08.04.2013
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Call me wind because I am aboleutlsy blown away.
თელავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 17 °C + 13 °C
ღამით + 6 °C + 6 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.