მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
დაზარალებულები კუთვნილ თანხას აიღებენ
გასულ კვირას გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, რომლებიც რაიონში სტიქიით დაზარალებულთა სიებში აღმოჩენილ დარღვევებს იკვლევდნენ.
როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჯონი ოსიაშვილმა აღნიშნა, კომისიამ ამ ადამიანების საკითხი ხელახლა განიხილა, იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ ისინი კუთვნილ კომპენსაციას აუცილებლად მიიღებენ.

-"აქ 51 ადამიანზე იყო საუბარი. ეს საკითხი კომისიის წევრებმა ყველა პიროვნებასთან ინდივიდუალურად გაიარეს. როგორც გაირკვა, მათზე შევსებული იყო აქტები, რომლებიც ბაზაში ვერ მოხვდა. ეს კომისიის წევრებმაც დაადასტურეს. კარგად იცით, იმ პერიოდში ძალიან ბევრი სამუშაო იყო. ამიტომ ჩვენთან დაიკარგა ატვირთვის დროს, სამინისტროში თუ რა მოხდა, მაგას ეხლა კონკრეტულად ვერავინ იტყვის. ამ ხალხმა ხელმეორედ შემოიტანა განცხადებები. მოხდა მათი განხილვა და ბაზაში ატვირთვა. ისინი მოკლე დროში აუცილებლად მიიღებენ კუთვნილ თანხას,"-გვითხრა მან.

ჯონი ოსიაშვილის განმარტებით, კომისიამ ჭანდრის მოსახლეობის საკითხზეც იმსჯელა. 
-"შემოსული იყო ჭანდრის მოსახლეობის განცხადებები, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ 60%-ით იყვნენ დაზარალებულები. შედგა სათანადო აქტები. გაირკვა, რომ ეს ნაკვეთები არ იყო სტიქიური უბედურების ზონაში, ადგილობრივი კომისიის წევრებმა აღიარეს, რომ შევსების დროს შეცდომა დაუშვეს. როდესაც გავიკითხეთ, გაირკვა, რომ ამ პიროვნებებმა ვენახებიც დაკრიფეს, მოსავალიც დაწურეს და ეხლა კომპენსაციაც უნდათ."

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით, კომისიამ ჩათვალა, რომ ეს აქტები არასწორად იყო შედგენილი და შესაბამისად, ჭანდრის მოსახლეობა დახმარებას ვერ მიიღებს.

მარინა პეტრიაშვილი



08.04.2013
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Woot, I will ceiatrnly put this to good use!
: A bit suisrrped it seems to simple and yet useful.
თელავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 34 °C + 34 °C
ღამით + 21 °C + 21 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.