მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ივნისში ნატო ვაჩნაძის კვირეული მოეწყობა
საინიციატივო ჯგუფი "სიკეთე ჩვენი ვალია" 10-დან 14 ივნისის ჩათვლით ნატო ვაჩნაძისადმი მიძღვნილი კვირეულის გამართვას გეგმავს.  "ვახორციელებთ პროექტს, "მე მახსოვს ნატო ვაჩნაძე," რომლის ფარგლებშიც იგეგმება "ნატოობი" დღესასწაულის აღდგენა. ასევე გაიმართება კვირეული, რომელშიც გურჯაანის სკოლის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას, დაწერენ თემებს სახელწოდებით: 

sikete chveni valia
 
-"მე მახსოვს ნატო ვაჩნაძე." საუკეთესოების გამოვლენა მოხდება კონკურსის წესით. თემებს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს," _ გვითხრა საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი მამულაშვილმა. 

მთავარი კოორდინატორის, პროექტის ავტორ ზაურ მირიანაშვილის თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელების სურვილი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ნატო ვაჩნაძის ბიოგრაფიას გაეცნო.
- "როდესაც ვნახე დოკუმენტური ფილმი ნატო ვაჩნაძეზე და გავეცანი მის შემოქმედებას, სურვილი გამიჩნდა, ჩემი თანატოლებისთვის მიმეწოდებინა დაწვრილებითი ინფორმაცია შესანიშნავი მსახიობის შესახებ, რადგან ჩემი თაობა ნატო ვაჩნაძეს თითქმის არ იცნობს," _ ამბობს ზაურ მირიანაშვილი.  

"სიკეთე ჩვენი ვალიას" კიდევ ერთი დამფუძნებელი ანი სპარსიაშვილი იმედოვნებს, რომ პროექტის განხორციელებაში დახმარებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაც გაუწევს. 
-"ცოტა ხნის წინ ჩატარდა ელდარ შენგელაიასადმი მიძღვნილი 80 წლის საიუბილეო საღამო, სადაც მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ბატონმა აკაკი ოსიაშვილმა განაცხადა, რომ გურჯაანში "ნატოობის" ტრადიცია აღდგება. მან იცოდა ჩვენი ინიციატივის შესახებ და ვფიქრობთ, მხარში დაგვიდგებიან."

ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმის მენეჯერი როზა აფციაური ტრადიციის აღდგენას მიესალმება.
- "ნატოობა" 1981 წლიდან აღინიშნებოდა, მას შემდეგ რაც ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი გაიხსნა. ეს იყო სახალხო დღესასწაული, რომელიც 14 ივნისს იმართებოდა. შემდეგ ეს ტრადიცია თანდათან მიივიწყეს. ახლახანს ბატონმა აკაკი ოსიაშვილმა ამ საკითხთან დაკავშირებით თანადგომა გამოგვიცხადა. როგორც ჩანს, "ნატოობის" აღნიშვნა კვლავ მოხდება. ამ საქმეში ძალიან კარგი და ენერგიული ახალგაზრდები არიან ჩართულები, რომლებიც თითქოს ღმერთმა გამოგვიგზავნა. თანადგომას გვპირდებიან და ეს ჩვენ გვჭირდება. მათი ინიციატივაა, თანამედროვე სტილში მოხდეს "ნატოობის" აღნიშვნა," _ გვითხრა მან. 

კვირეულის ფარგლებში საინიციატივო ჯგუფს შემდეგი ღონისძიებები აქვს დაგეგმილი. 10 ივნისს გურჯაანის კულტურის სახლში მოხდება კვირეულის გახსნა, 11-ში კულტურის სახლში ნაჩვენები იქნება ერთ-ერთი ფილმი ნატო ვაჩნაძის მონაწილეობით. 12 ივნისს საზოგადოებას საშუალება ექნება კულტურის სახლში ნახოს პირველი არხის დოკუმენტური ფილმი "ნატო ვაჩნაძე." 13 ივნისს გურჯაანის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება კონფერენცია სახელწოდებით: "ჩვენ ვიცნობთ ნატო ვაჩნაძეს." კვირეულის დასკვნითი ნაწილი კი 14 ივნისს მსახიობის სახლ-მუზეუმში მოეწყობა, სადაც აღინიშნება "ნატოობა" და მოხდება პროექტის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილოდოება.

აღნიშნული იფორმაცია საინიციატივო ჯგუფმა 5 აპრილს სახლ-მუზეუმში გამართულ პროექტის პრეზენტაციაზე გააჟღერა.

ლანა გულოშვილი



08.04.2013
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

თელავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 20 °C + 19 °C
ღამით + 8 °C + 9 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.