მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
მოსახლეობა ახალ გამგებლთან შეხვედრას ითხოვს

უკვე რამდენიმე თვეა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ხელმძღვანელობს. ცისმარ თედიაშვილი ამ თანამდებობაზე მას შემდეგ დაინიშნა, რაც ყოფილი გამგებელი გიორგი ლოლაძე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. როგორც ჩვენთან საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმურანლოს თემის მოსახლეობა ამბობს, გიორგი ლოლაძე მათ სოფელს ხშირდ სტუმრობდა და პრობლემებით ინტერესდებოდა, მისი შემცვლელი კი ჯერ თვალით არ უნახავთ.

-”ჯერ ჩვენამდე არ მოსულა და არ უკითხავს რა გვიჭირს და რა გვილხინს. ლოლაძე რამდენჯერმე იყო მოსული, ჩვენი პრობლემებით დაინტერესდა და დახმარებასაც დაგვპირდა. კარგი ბიჭი ჩანდა და ვფიქრობ, ეს შემთხვევა რომ არა, აუცილებლად მოგვხედავდა,” _ გვითხრა მუსტაფა ახმედოვმა.
 

  როგორც ჩვენთან საუბარში იოჩ მირზაევი ამბობს, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება რაიონის სათავეში.

iormuganloelebi gamgebeltan shexvedras itxoven2
-”მოდიან თუ არა, მთავარი ეს კი არ არის, მთავარი ის არის ხალხისთვის ვინ რას აკეთებს. ლოლაძე მოდიოდა ხოლმე და ხალხს ესაუბრებოდა, ახალი ვინ არის არც ვიცით, ჩვენს სოფლებში ჯერ არ გამოჩენილა,” _ გვითხრა მან.
 
ახმედ ჰუსეინოვის თქმით, გამგებელი ხალხის სამსახურში უნდა იდგეს.
-”როდესაც ლოლაძე ხალხს შეხვდა, დაპირდა, რომ ყველა პრობლემას შეძლებისდაგვარად მოაგვარებდა. წლების განმავლობაში საგარეჯოს რაიონმა ძალიან ბევრი გამგებელი გამოიცვალა, მაგრამ ჩვენთვის არავინ ყოფილა. ვიცით, რომ ამჯამად ვიღაც ქალბატონი დაინიშნა. იქნებ დაინტერესდეს, ჩამოვიდეს ჩვენს სოფლებში და ნახოს რა პირობებში ვცხოვრობთ. იმედია, ვინმე მოგვხედავს, ჩვენც ადამიანები ვართ,” _ გვითხრა მან.
  
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ცისმარ თედიაშვილი ამ თანამდებობაზე 19 ივნისს დაინიშნა. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ამ დროის განმავლობაში აზერბაიჯანულ სოფლებში უკვე სამჯერ იყო ჩასული.
-”ორი თვის განმავლობაში უკვე სამჯერ მომიხდა ამ სოფლებში ჩასვლა. ორჯერ საბავშვო ბაღის გახსნაზე ვიყავი, ხოლო მესამედ ლამბალოს მოსახლეობას შევხვდი. მათ პრობლემებს ნაწილობრივ გავეცანი. მოგეხსენებათ ჩვენს რაიონში რა სიტუაცია იყო, ამიტომ დროის უქონლობის გამო ჯერ ვერ შევძელი ყველა სოფელი მომენახულებინა. ეს კვირაც ცოტა დატვირთული იქნება და მომდევნო კვირიდან აუცილებლად დავიწყებ ყველა სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრას და გასაუბრებას. ვეცდებით მათი პრობლემები შეძლებისდაგვარად მოვაგვაროთ,” _ გვითხრა მან.
 

მოსახლეობა იმედს იტოვებს, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი და გადაუჭრელი პრობლემები, ამჯერად მაინც მოგვარდება.


მარინა ბეროშვილი. speqtri.ge
20.08.2013
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Please type your comments here.I am getting ready to put down about 600 Sgt ft of 3/4 in oak. Your inusitctrons tell US to use glue on the ends but not the grove I need to make it as water proof as possible can I use glue or seam sealer in the groves. I understand some types of glue are flexible enough fer expansion. What can I do?Thanks
: No more s***. All posts of this qutaily from now on
: Is that really all there is to it because that'd be flrageabbsting.
: We need a lot more inthsigs like this!
: That's way the besstet answer so far!
თელავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 28 °C + 28 °C
ღამით + 16 °C + 16 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.