მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
მუღანლოელებისთვის სოფლის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია პრიორიტეტია

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. სოფელ მუღანლოს მოსახლეობის ნაწილი კი უკმაყოფილოა.

- “ცენტრალური გზა ყველა სოფელში მოწესრიგებულია. მხოლოდ ჩვენთან არის ასე დანგრეული. ძალიან ცუდ დღეში ვართ. მანქანით ნორმალურად გავლა გვიჭირს. სოფლის გზების გაკეთებას კი დაგვპირდნენ, მაგრამ ამ მთავრ ტრასას რა ეშველება?” _ ამბობენ მუღანლოელები.
-”სოფლის პროგრამით თანხა შიდა გზებზე გამოიყო. მაგის გაკეთებაც კი აუცილებელია, მაგრამ მთავარი გზა წლებია ასეა დანგრეული. ხომ უნდა ეშველოს რამე?” _ გვითხრა ინთიკამ რასულოვმა.

 

iormuganloelebi 2

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში პრიორიტეტად რომ სასაფლაოს ტერიტორიის შემოღობვა და შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია თავად დაასახელეს, ადგილობრივები არ უარყოფენ. თუმცა, მუღანლოს ცენტრალურ გზაზე ასფალტის დაგებას დაჟინებით ითხოვენ. ამას გარდა, ისინი სარწყავი არხის აუცილებლობაზეც საუბრობენ.
-”ისიც უნდა ითქვას, რომ სარწყავი არხი არ გვაქვს. ამიტომ მოსავალი გვიფუჭდება. სიმინდი სულ დაგვეწვა. ვინმე ხომ უნდა იყოს ჩვენი პატრონი? ხალხისთვის რა მნიშვნელობა აქვს “სოფლის პროგრამა” ერქმევა თუ სხვა რამე. მთავარია, ჩვენი პრობლემები მოგვარდეს და გადწყდეს,” _ ამბობს ქამალადინ მამედოვი.

 

-”გვპირდებოდნენ, რომ არჩევნების შემდეგ გზაც გაკეთდებოდა და ქუჩის განათებაც გვექნებოდა, მაგრამ არაფერიც არ არის გაკეთებული. სხვა სოფლებში არის ლამპიონები და ჩვენ რა დავაშავეთ? გზას თავადაც ხედავთ, რა დღეშია, რომ წვიმს კიდე უფრო უარესია, ტალახი სახლში შემოგვდის,” _ გვითხრა შილზად ყულბანოვმა.

 

მუღანლოს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თანაშემწე ანარ რასულოვი “სპექტრთან” საუბრისას ამბობს, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. ის საკითხები, რაც მოსახლეობას აწუხებს აუცილებლად გადაიჭრება.
-”თითოეული დეტალი დაზუსტდება და ტენდერი მალე გამოცხადდება. ჩვენ ჩავატარეთ კრება, რომლესაც ესწრებოდა მოსახლეობა. მათ თავად გადაწყვიტეს, თუ რისი გაკეთება სურდათ სოფელში. უკმაყოფილოები ისინი არიან, ვინც “ნაციონალების: მომხრეა.
qeshalo-muganlos teritoriuli organos rcmunebulis tanashemce
-”სოფლის მხარდაჭერის პროგრამის~ ფარგლებში ჯამში მუღანლოსა და ქეშელოზე 103 000 ლარია გამოყოფუილი. მუღანლოში პრობლემები გვაქვს შიდა საუბნო გზებზე, თვითონ ხალხი ითხოვს ამის მოწესრიგებას. ასევე მათი სურვილით შეირჩა პრიორიტეტად სასაფლაოს შემოღობვა. ჩვენ ეს ყველაფერი, რაც ხალხს სურს დავაფიქსირეთ და გავითვალისწინეთ. ასე რომ, სამუშაოები ძალიან მალე დაიწყება და ხალხი ამ შედეგს დაინახავს,”_ გვითხრა ანარ რასულოვმა.

 

რაც შეეხება მოსახლეობის მიერ დასახელებულ სხვა პრობლემატურ საკითხებს, ანარ რასულოვის განმარტებით, ამაზე ფინანსურ მხარდაჭერას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა დაჰპირდათ.

 


ლანა გულოშვილი.speqtri.ge
20.08.2013
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: BION I'm imeepssrd! Cool post!
: Evenyore would benefit from reading this post
თელავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 28 °C + 30 °C
ღამით + 18 °C + 18 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.