მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ვახა გელაევი: ქართველები ომისთვის უნდა ემზადებოდეთ!..

რუსეთ-საქართველოს დაძაბულ ურთიერთობებში დენთის სუნი სულ უფრო და უფრო რომ იგრძნობა, ამაზე მრავალი მინიშნებები კეთდება უცხოურ პრესაში.

როგორც ვიცით, აგვისტოს ომში რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ჩეჩნური ბატალიონი "ვისტოკი" გამოიყენა. ომის შემდეგ ბატალიონ "ვოსტოკს" დამსახურება რუსებმა სათანადოდ "დაუფასეს" - იგი დაშალეს, ხოლო მისი მეთაური სულიმ იამადაევი ძებნილად გამოაცხადეს. თუმცა, მალევე ჯერ მისი ძმა ჩაცხრილეს მოსკოვში, ხოლო ერთი თვის თავზე თვითონ სულიმ იამადაევი გაისტუმრეს იმქვეყნად. დაქირავებული მკვლელის ტყვიამ მას დუბაიში მოუსწრაფა სიცოცხლე.

ბატალიონ "ვოსტოკის" ყოფილი წევრი ვახა გელაევი სააგენტო "მედიანიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ბატალიონ "ვოსტოკის" მაგალითზე ჩეჩნეთში ყველა მიხვდება, რომ რუსებისთვის გაწეულ სამსახურს სიკეთე არ მოაქვს, ამიტომ ახალ რუსულ-ქართულ ომში, რომელიც ახლო მომავალში გარდაუვალია, ჩეჩნები რუსების მხარეზე აღარ იბრძოლებენ."

- დარწმუნებული ვარ, ახალი ომი იქნება. რუსები ამისთვის ემზადებიან და გირჩევთ, თქვენც მოემზადოთ. - აცხადებს ვახა გელაევი.

- რატომ ხართ ამაში დარწმუნებული?

- ამაზე ყველა ლაპარაკობს და პირველ რიგში ჩრდილო კავკასიაში. დათვრებიან რუსი გენერლები და ყველაფერზე ლაყბობენ... დამიჯერეთ, ეს მარტო ლაყბობა არ არის.

- კონკრეტულად რას ამბობენ?

- იმას, რომ ზაფხულში ან შემოდგომაზე ომი გარდაუვალია. ისე, უცნაური ხალხი ხართ ქართველები, ახლა საქართველო ერთ ციხე-სიმაგრედ უნდა იყოს შეკრული, თქვენ კი...? ისევ ფაქტის წინაშე არ აღმოჩნდეთ!

- ჩრდილო კავკასიაში რას ამბობენ კონკრეტულად?

- მე პირადად ვიცნობ გენერალ რუსლან აუშევს, რომელმაც ერთ-ერთ შეხვედრაზე თქვა, რომ მალე რუსულ-ქართული ომი იქნებაო. ეს კაცი ჩრდილო კავკასიაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და სიტყვას ქარს არ ატანს. მან იცის, რას ამბობს, მით უმეტეს, სახალხოდ.

- ალბათ, ამ ომში ჩეჩნები ისევ რუსების მხარეს იომებენ?

- ზუსტად ვიცი, რომ რამზან კადიროვი პუტინს არ უღალატებს, თუმცა ისიც ცხადია, რომ ჩეჩნების დიდი ნაწილი ქართველების წინააღმდეგ ომს აღარ აპირებს, ისევე, როგორც მე მეორედ ამ შეცდომას აღარ დავუშვებ. თუ როგორ მოეპყრნენ ჩემს მეგობარს სულიმ იამადაევს, ყველასთვის კარგადაა ცნობილი. ახლა ვხვდებით, რომ სწორად მოიქცა ბატალიონი `ზაპადი~, როდესაც უარი თქვა ქართველების წინააღმდეგ ებრძოლა.

- ვის ადანაშაულებენ თქვენი ბატალიონის წევრები იამადაევის მკვლელობაში?

- ის, რომ სულიმი კადიროვმა მოკლა, ყველამ იცის.

- იძიებთ შურს?

- ამაზე ნუ ვილაპარაკებთ...

- ომის თემას დავუბრუნდეთ. ახლა სად იმყოფებით?

- ახლა ცხინვალში ვართ და რაც ბრძოლისუნარიანი ნაწილები გააჩნიათ რუსებს, ყველა იქ არის თავმოყრილი. ივლისამდე ომი არ მოხდება, ამიტომ ქართველები მაქსიმალურად უნდა მოემზადოთ, თორემ თქვენც ისეთი პრეზიდენტი გეყოლებათ, როგორიც რამზან კადიროვია.

- რა მდგომარეობაა ცხინვალში?

- ცხინვალში ძალიან მძიმე მდგომარეობაა: გაძარცვეს და წაიღეს ყველაფერი, რის წაღებაც შეიძლებოდა. ქართულ სოფლებს უკვე მერამდენედ ძარცვავენ... და არა მხოლოდ სოფლებს - სასაფლაოებსაც კი. რამდენიმე დღის წინ რუსმა ჯარისკაცემბა ოსები სასტიკად სცემეს და იცით რისთვის? ოსები ქართველების საფლავების ქვებს იპარავდნენ! ცხინვალში არაფერი არ კეთდება, ქალაქში განავლის სუნი დგას - აი, მათი გამარჯვების საფასური...

- უცნაურია თქვენგან ასეთი შეფასების მოსმენა, რადგან ამ ე.წ. გამარჯვებაში ბატალიონ `ვოსტოკის" წვლილიცაა...

- აგვისტოში ჩვენი შენაერთის შეყვანა ცხინვალში პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და ახლა ამას ძალზე ვნანობ. მაგრამ იმასაც ნუ დაივიწყებთ, რომ თამარაშენიდან ქართველების გამოყვანა ჩვენმა ბატალიონმა იკისრა, თორემ ოსები მათ ყველას გაწყვეტდნენ.

- ნიქოზი და გორი თქვენ აიღეთ?

- ნიქოზი რუსმა მედესანტეებმა აიღეს. ისე, არ მესმის, რას ეძახით გორის აღებას?

- რას და, თქვენი მეთაური სულიმ იამადაევი იმით ამაყობდა, რომ მისი ბატალიონი `ვოსტოკი~ პირველი შევიდა გორში.

- არა, ეს არ იყო აღება... ჩვენ ცარიელ ქალაქში შევედით. მიკვირს, რატომ დატოვეთ გორი. სამხედრო ბაზაზე იმდენი შეიარაღება ვნახეთ, რომ ქალაქის 10-თვიან დაცვას ეყოფოდა. ოცზე მეტი მწყობრში მყოფი ტანკი გაუნძრევლად დაგვხვდა ადგილზე. ასევე, 2 აბსოლუტურად ბრძოლისუნარიანი `ბუკ-მ"-ი. მახსოვს, სულიმი ფრთხილობდა, ეს ნამდვილად ხაფანგიაო. სწორედ ეს შეირაღება გამოიყენება ახლა თქვენს წინააღმდეგ.

- ცხინვალში რა მიზნით ხართ?

- ჩეჩენი მშენებლები მუშაობენ აქ და მათ შორის ჩემი მეგობრებიც არიან. მათ სანახავად ჩამოვედი...

-P.s. ბატალიონ `ვოსტოკის" ყოფილი წევრის ვახა გელაევის ეს ინფორმაცია შესაძლოა ჩვეულებრივი "დეზაც" იყოს ჩვენს დასაშინებლად, მაგრამ სიფრთხილე და წინდახედულება რომ უნდა გამოვიჩინოთ, ეს უტყუარია.


თემურ კობახიძე
14.06.2009
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „რუსთავი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: It was dark when I woke. This is a ray of sunhisne.
: That's way the besetst answer so far!
: 20
რუსთავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 35 °C + 36 °C
ღამით + 22 °C + 22 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.