მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
საარჩევნო ბლოკი ,,არასაპარლამენტო ოპოზიცია“ ქვემო ქართლში მუშაობას იწყებს
დღეს, რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასაპარლამენტო ოპოზიციის საარჩევნო  ბლოკმა შეხვედრა გამართა. ღონისძიებას ბლოკის თავმჯდომარე, მამუკა კაციტაძე ესწრებოდა - მოწვეულნი იყვნენ აღნიშნულ ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების ქვემო ქართლის რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები.  ,,არასაპარლამენტო ოპოზიციის" ბლოკის კოორდინატორმა ქვემო ქართლში, გელა ნაკაშიძემ განაცხადა, რომ შეხვედრა სამუშაო ხასიათისაა და მიზნად ისახავს საარჩევნო სიების შედგენას - მერობის და გამგებლობის კანდიდატების შერჩევას. ნაკაშიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბლოკმა ახლა დაიწყო რეგიონში მუშაობა გამოკითხვებით უკვე  მესამე ადგილზეა.   შეხვედრა დაწყებიდან, რამდენიმე წუთში დაიხურა მედიისთვის. ღონისძიების დასასრულს ცნობილი გახდა, რომ საარჩევნო ბლოკი რუსთავის სიის პირველ სამეულზე ჩამოყალიბდა. ესენი არიან: მამუკა გუჯაბიძე, გელა ნაკაშიძე და ლაშა მაჭარაშვილი. საარჩევნო შტაბს კი რეგიონში უხელმძღვანელებს მამუკა გუჯაბიძე. ,, რაც შეეხება რუსთავის მერობის კანდიდატს, ჩვენ ვმსჯელობთ სამ კანდიდატზე, რომლებსაც ახლა ვერ დაგისახელებთ. ერთი კვირა გვაქვს იმისთვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ ", - აცხადებს, გელა ნაკაშიძე.  
წყარო: kkpress.ge
kkpress.ge
29.04.2014
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

რუსთავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 14 °C + 16 °C
ღამით + 8 °C + 6 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.