მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
რუსთავის სატრანსპორტო რეფორმით უკმაყოფილებას დაუსაქმებელ მძღოლებთან ერთად დასაქმებულებიც გამოხატავენ
გუშინ ყვითელმა სამარშუტო ტაქსებმა მუშაობა რუსთავი-თბილისის ორ ხაზზე დაიწყეს. ,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი" დაინტერესდა ქალაქში დაწყებულმა სატრანსპორტო რეფორმამ რა მდგომარეობა შექმნა აღნიშნულ სფეროში. აღმოჩნდა, რომ ვითარება გუშინ მთელი დღის განმავლობაში დაძაბული იყო რუსთავი-თბილისის რკინიგზის მიმართულებით მოძრავ მარშუტზე. ადგილზე მომუშავე მძღოლები აცხადებენ, რომ პრობლემები დილითაც შეიქმნა.,, გუშინ დავიწყეთ მუშაობა ყვითელ სამარშუტოებზე და დამეფიცება, მთელი დღის ნამუშევარმა საწვავის ხარჯიც ვერ დაგვიფარა. სხვა სამარშუტოები, რომლებიც უფროსობამ ვერ დატოვა ამ ხაზზე, ხიდთან გვხვდებოდნენ და გვართმევდნენ მგზავრას. რაც შეეხება, მგზავრობის საფასურს გუშინაც და დღესაც სამარშუტოების ნაწილს 1 ლარად დაყავთ ხალხი. ამჟამად ნახევარი მათი ტრანსპორტია, ანუ ვისი მანქანაც 2001 წლის ზევითაა დატოვეს ხაზზე და ნახევარიც ჩვენი. მიუხედავად ამისა მგზავრობის საფასური განსხვავებული გვაქვს. არ ვიცი ან ჩვენ რა გვეშველება, ან მაგათ", - აცხადებენ რუსთავის ძველ ბაზართან მდგარი რუსთავი-თბილისის რკინიგზის მიმართულების, ყვითელ სამარშუტოებზე მომუშავე მძღოლები. ამბობენ, რომ პრობლემა დილით იმ გარემოებამ შექმნა, რომ ხაზზე ყვითლების ნაცვლად, 1 ლარად მომუშავე სამარშუტოებმა დაიწყეს აქტიურად გასვლა, თუმცა შემდეგ ,,როგორღაც" შეთანხმდნენ.ყვითელი სამარშუტოების გვერდით მდგარი, ამავე ხაზის სხვა მძღოლები ამბობენ, რომ 1 ლარად დადიან, რადგან ხალხის ,,დაინტერესება" სურთ. ,, 2001 წელს ზევით სამარშუტოები ხაზზე დაგვტოვეს დროებით. დღეის მდგომარეობით მუშაობს 9 ჩვენი სამარშუტო და 11 მაგათი ყვითელი. მგზავრობის ღირებულება განსხავევბული გვაქვს, ჩვენ 1 ლარს ვახდევინებთ მგზავრს, რადგან ხალხის დაინტერესება გვინდა და მოსახლეობაც კმაყოფილია ჩვენით", - საუბრობს, ამავე ხაზზე მომუშავე იმედა მაისურაძე.პირად საუბრებში 1 ლარად მომუშავე მძღოლებიც არ მალავენ, რომ რეალურად წაგებაზე მუშაობენ, მაგრამ ამბობენ, რომ სხვა გამოსავალს ვერ ხედავენ.პრობლემის წინაშე დგას რუსთავი-გლდანის ხაზიც, რომელშიც ყვითელმა სამარშუტოებმა ასევე გუშინ დაიწყეს მუშაობა. მეტალურგიის წინ, სადაც მათი სადგურია რამდენიმე სამარშუტო დგას. მძღოლები გვიხსნიან, რომ აღნიშნული ტრანსპორტი დღეს ხაზზე ვერ გავიდა, რადგან შემოიყვანეს 10 ყვითელი სამარშურტო, რასაც 5 დაემატა ხაზზე მომუშავე 2001 წელს ზევით ასაკის და დანარჩენი მძღოლები უმუშევრები დარჩნენ. აცხადებენ, რომ ხაზი სულს 15 სამარშუტოზეა გათვლილი და მათ აქ, დგომის გარდა სხვა საქმე არაფერი აქვთ. აცხადებენ, რომ მათი სამარშუტოებიც 2001-2003 წლისაა და თუ კომპანია არ დაასაქმებთ ,,პროტესტს" შემდეგ გამოხატავენ. უმუშევარ მძღოლებთან ერთად მეტალურგიის წინ გვხვდება, აღნიშნული ხაზის ე.წ მეპატრონე ვასო ბიჭიაშვილიც, რომელიც აცხადებს, რომ ხაზის დირექტორია. მძღოლებისგან განსხვავებით უკმაყოფილებას არ გამოხატავს და ამბობს, რომ ხაზზე სიმშვიდეა, მგზავრობის ღირებულებაც ყველას ერთნაირი აქვს დაწესებული და მძღოლები ,,გუგულებივით" მუშაობენ.
წყარო: kkpress.ge
kkpress.ge
29.04.2014
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

რუსთავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 20 °C + 24 °C
ღამით + 10 °C + 12 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.