მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
რუსთავის ნაციონალური მოძრაობა ზეწოლის შესახებ საუბრობს
,, ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი" აგრძელებს რეგიონში მოქმედი პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებას.რუსთავის ,, ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გვიხსნიან, რომ საარჩევნო სამზადისი დაწყებული აქვთ, დააკომპლექტეს საარჩევნო შტაბი, აქტიურად ხვდებიან ამომრჩევლებს და ,,ემზადებიან გამარჯვებისთვის".პარტიის რუსთავის მერობის კანდიდატი, მამუკა ჩიქოვანი აცხადებს, რომ ამ დროისთვის 1 600 წევრი ჰყავთ და მათი რიცხვი იზრდება. ,, მოსახლეობასთან შეხვედრების დროს ხელის შეშლის ფაქტებს ჯერჯერობით ადგილი არ ჰქონია, თუმცა სამწუხაროდ ხდება ჩვენ კოორდინატორებსა და წევრებზე ზეწოლა. აღნიშნულ პირებს აქვთ თავიანთი მცირე ბიზნესები და ამ მიმართულებით ახდენენ მათზე ზეწოლას - მოითხოვენ ჩამოცილდნენ პარტიულ საქმიანობას. ამ ადამიანების ნებართვის შემდეგ მე მზად ვარ გადმოგცეთ თქვენ და მედიის ყველა წარმომადგენელს, ასეთი ობიექტების სია და ამ საკითხზე ღიად ვისაუბრებთ. ასევე ისაუბრენენ ჩვენი კოორდინატორები იმ ზარებზე რაც მათ მიმართ ხორციელდება", - საუბრობს, მამუკა ჩიქოვანი. აცხადებს, რომ მსგავსი შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან უახლოეს მომავალში დაიგეგმა და პარტია კონკრეტულ გვარებს და ფაქტებს დაასახელებს.კონკურენტებზე საუბრისას ამბობს, რომ მათზე ,,დამოუკიდებელია." აქცენტს ,,ოცნების" რუსთავის მერობის კანდიდატზე, დავით ჯიქიაზე აკეთებს და აცხადებს, რომ ჯიქიას მიმართ მისი უპირატესობა იმაში გამოიხატება, რომ დავალებებს მისგან განსხვავებით სუს-ისგან (სახელმწიფო უშიშროების სამსახური) არ იღებს. კითხვაზე შეუძლია, თუ არა აღნიშნული დაასაბუთოს პასუხობს, რომ ეს იკვეთება მიკროავტობუსების თემაშიც, სადაც ,,ჯიქიას ყოველი მოქმედება კავშირში არის უშიშროების სამსახურებთან". საუბრობს, რომ კონკრეტულად მასზე არ ხდება ზეწოლა, თუმცა აქვს არაოფიციალური ინფორმაციები, რომ მოქალაქეებს მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას სთხოვენ.რაც შეეხება, პარტიის მაჟორიტარულ და პროპორციულ სიებს ამბობს, რომ დაზუსტებული ინფორმაცია ამ საკითხზე 8 მაისისთვის იქნება და ამ ეტაპზე, რამდენიმე მაჟორიტარობის კანდიდატს შორის ხდება არჩევანის გაკეთება. 
წყარო: kkpress.ge
kkpress.ge
30.04.2014
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: What a plseruae to meet someone who thinks so clearly
რუსთავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 21 °C + 20 °C
ღამით + 9 °C + 9 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.