მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
საია-ს რუსთავის ორგანიზაციამ პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრა გამართა
დღეს, რუსთავის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისმა ადგილობრივ პოლიტიკურ პარტიებთან და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.  ,, ჩვენ დედაქალაქსა და საქართველოს 8 რაიონში ვახდენთ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს. ვაგროვებთ ინფორმაციას იმ დარღვევებზე, რომელიც გამოიკვეთება და ვთხოვთ პოლიტიკურ პარტიებსა, თუ მედიის წარმომადგენლებს აქტიურად მოგვაწოდოს ინფორმაცია ამ მიმართულებით. დღეის მდგომარეობით გვაქვს ერთი ფაქტი ,,საქართველოს გზის" წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლის, თუმცა ამ საკითხის გარშემო გარკვეული დეტალებია დასაზუსტებელი", - მიმართავდა შეკრებილებს საია-ს  რუსთავის ოფისის ხელმძღვანელი, ეკატერინე ფავლენიშვილი. შეხვედრის  მონაწილე პარტიებმა სხვადასხვა სახის პრობლემებზე ისაუბრეს. კოალიცია ,, ქართული ოცნება" აცხადებდა, რომ ააიპ ,,რუსთავის კორპუსი" საარჩევნო მიზნებისთვის იყენებს კორპუსების ხელმძღვანელებს, (ე. წ მამასახლისი) რომელთა გადარჩევაც პოლიტიკური ნიშნით მოახდინა. მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ რუსთავში ,,ოცნება" არ არის მმართველი პარტია. ქრისტიან-დემოკრატების კითხვები სააგიტაციო მასალის გაკვრის საკითხს ეხებოდა. საუბრობდნენ, რომ თვითმმართველობის შემოღებული რეგულაციით გაუგებარია არის, თუ არა პლაკატების ხეებზე გაკვრა დაშვებული. პარტიების ნაწილმა საია-ს არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე მათი წევრებისთვის ტრენინგების ჩატარების თხოვნით მიმართა.  
წყარო: kkpress.ge
kkpress.ge
30.04.2014
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Wow! Great to find a post knnckiog my socks off!
რუსთავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 14 °C + 16 °C
ღამით + 8 °C + 6 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.