მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ლეიბორისტების ბრალდენის ადრესატი ,,ოცნების“ ნაცვლად ,,საქართველოს გზა“ აღმოჩნდა
დღეს საია-ს იურისტებსა და ადგილობრივ მედიასთან, ლეიბორისტული პარტიის წევრმა, რუსთავის მე- 6 ზონის მაჟორიტარმა ქეთო დევრისაშვილს განცხადება გააკეთა. დევრისაშვილი აცხადებდა, რომ ,,ქართული ოცნების" მე-6 ზონის კოორდინატორი ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს. ,, დამიკავშირდა ლეილა ბოსტოღანაშვილი და მითხრა, რომ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი, გვაძლევდა მოსახლეობის 2007 წელს ჩატარებული აღწერის ანაზღაურებას. ჩვენ იმ წელს ჩავატარეთ აღწერა, თუმცა ხელფასები არ აგვიღია. როდესაც მივედი ამ ქალბატონთან მითხრა, რომ ოქმი უნდა შემევსო, რომელიც გაიგზავნებოდა და ჩამირიცხავდნენ თანხას. ოქმში მისათითებული იყო ჩემი პირადი ნომერიც. ამ საუბრისას კი დასძინა, რომ თანხას ავიღებდი, თუმცა ჰქონდა ერთი პირობა, ხმა მისთვის უნდა მიმეცა. მითხრა, რომ არის ,, ქართული ოცნების" მაჟორიტაროების კანდიდატი მე-6 ზონაში, ანუ იქ, სადაც მეც ვარ მაჟორიტაროების კანდიდატი ლეიბორისტული პარტიიდან", - აცხადებდა ლეიბორისტული პარტიის წევრი, ქეთო დევრისაშვილი. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ კი გაირკვა, რომ ლეილა ბუდაღაშვილი, არა ,,ქართული ოცნების", არამედ პარტია ,,საქართველოს გზის" წევრია. ,, გახლავართ საქართველოს გზის მაჟორიტარობის კანდიდატი და არა ქართული ოცნების. მინდა გითხრათ, რომ ქალბატონმა ქეთომ მხოლოდ ეს ინფორმაცია არ აურია.. რაც შეეხება თანხების დაბრუნების საკითხს, ამის შესახებ მე დამიკავშირდა პირი, რომელიც ჩემთან ერთად მუშაობდა მოსახლეობის აღწერისას, მის გვარს ვერ ვიხსენებ და მითხრა, რომ ეს ოქმები უნდა შეგვევსო. მე ხმის მიცემის შესახებ არაფერი მითქვამს ქალბატონი ქეთოსთვის. აღნიშნული თანხის შესაძლო დაბრუნების საკითხთან ჩემ პარტიას არ აქვს კავშირი. ამომრჩევლის მოსყიდვას ადგილი არ ჰქონია", - საუბრობს, ,,საქართველოს გზის" წევრი, ლეილა ბუდაღაშვილი. კითხვაზე გვარი, რომ არ იცის ისეთი მოქალაქის თხოვნას, რატომ ასრულებს, ამბობს რომ უმუშავია და იცნობს ამ ადამიანს - შესაბამისად ენდობა. აცხადებს, რომ შევსებული ოქმები ჯერ არავისთვის გადაუცია.
წყარო: kkpress.ge
kkpress.ge
30.04.2014
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

რუსთავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 31 °C + 34 °C
ღამით + 21 °C + 22 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.