მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ია ლომიძე: ბევრ საქველმოქმედო აქციაში ვიღებთ მონაწილეობას

  2013 წლის 9 თებერვალს ქ.რუსთავში ტრენინგ ცენტრი „ინტელექტი'' ჩამოყალიბდა.
   ცენტრის დამაარსებლები ზურაბ ფოფხაძე და ია ლომიძე არიან.

  „ინტელექტი“ კერძო სასწავლებელია, რომელიც ნებისმიერ ადამიანს სწავლის საშუალებას აძლევს. აღნიშნულ ცეტრში 15 სახეობის ტრენინგი ისწავლება.

   უფრო ვრცლად ამის შესახებ ია ლომიძე გაგვესაუბრება.

    - როგორ ჩამოყალიბდა ტრენინგ ცენტრი „ინტელექტი“?

    - მივხვდი, რომ ჩვენ გვქონდა ამის რესურსი და ერთ დღესაც გამოვაცხადეთ ვაკანსიები, შევარჩიეთ კვალიფიციური კადრები, რა თქმა უნდა ჩვენი მოთხოვნა იყო - უმაღლესი განათლების მქონე ადამიანი, რომელიც წაიკითხავდა ლექციებს და წარმატებულად შეიკრიბა მთელი კოლეტივი. ასე მგონია რომ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში ვართ, ყოველდღე რაღაც ახალს ვნერგავთ.

  - ვინ არის ცენტრის დამაარსებელი?

  - ჩემი მეუღლე არის დამაარსებელი და გენერალური დირექტორი ზურაბ ფოფხაძე.

  - რატომ მაინც და მაინც სასწავლო ცენტრი?

  - გეტყვი ერთ პრობლემას, ზოგიერთ ქალბატონს არ ქონდათ იმის საშუალება, რომ ადრეულ ასაკში სწავლა გაეგრძელებინა, ზოგიერთი მათგანი ადრეულ ასაკში გათხოვდა და ა.შ ზოგადად ტრენინგი სხვა სფეროა ცოდნის ამაღლებას ნიშნავს და მათ აქვთ ამის საშუალება აიმაღლონ ცოდნა და დასაქმდნენ.

  -რა სახის ტრენინგები ტარდება?

  - ჩვენ დაახლოვებით 15 სახის ტრენინგები გვაქვს, ეს არის ბუღალტერია, საბანკო საქმე, უცხო ენები(ინგლისური, რუსული, იტალიური, გერმანული,თურქული, ფრანგული). ჟურნალისტიკა, ფარმაცია, ოფის მენეჯერი, მასაჯი, სტილისტი, პიარ მენეჯერი, ავტო სკოლა.

   - სწავლის დასრულების შემდეგ რა სახის სერთიფიკატს გადასცემთ?

  - ვაძლევთ ორენოვანს, ქართულს და რუსულს და  ასევე ქართული და ინგლისურ ენოვანი სერტიფიკატს. თუ იქნება ხუთი შეცდომა პირველი ხარისხის სერთიფიკატი რა თქმა უნდა არ გაიცემა, არის მეორე და მესამე ხარისხის სერთიფიკატებიც.

   - თუ აკეთებთ რაიმე სახის აქციებს?

  - ჩვენ ვერთვებით ხოლმე ძალიან ბევრ, საქველმოქმედო აქციაში . მივდივართ მოხუცებულთა თავშესაფარში და მათთვის საჩუქრები მიგვაქვს.

    ასევე რუსთავის მერიამ გამოუშვა, ჩვენს ცენტრში სოციალურად დაუცველი ხუთი პიროვნება და მათ ჩაუტარდა უფასო ტრენინგები. რის შედეგადაც დასაქმდნენ.

   მინდა. დავამატო და ვთქვა რომ, ჩვენს ცენტრს ფასდაკლების აქცია აქვს და ტრენინგები მინიმალურ ფასებში გვაქვს, რომ ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს სწავლა და შემდეგ დასაქმება.

   ტრენინგ ცენტრ “ინტელრქტს“ წარმატებას და წინსვლას ვუსურვებ.


მარიამ ბოჭორიძე
20.02.2015
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „რუსთავი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: &#2e#0;Gr2at&28281; letters of recommendation are unfortunately a dime a dozen. In the most likely scenario they do little to help your application although they are a necessity! The exception to this would be a recommendation from someone at the particular school or a leader in the field. For the majority of us who don’t have this going for them, go through the motions, but don’t count on “great” letters to get you any acceptances.
: What a neat artilce. I had no inkling.
რუსთავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 36 °C + 36 °C
ღამით + 21 °C + 21 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.