მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ახალი სასწავლო წლიდან სახელმძღვანელოები შეიცვლება

  ახალი სასწავლო წლიდან სასკოლო სახელმძღვანელოების ახლებური შემუშავება იგეგმება. საამისოდ კი სამინისტრო, პირველ რიგში, გრიფების წესს ამკაცრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლაში ესა თუ ის სახელმძღვანელო ადვილად ვერ მოხვდება და მასწავლებელსაც არ ექნება უფლება, მოსწავლეებს იმ სახელმძღვანელოთი ასწავლოს, რომელსაც თავად ჩათვლის საჭიროდ.

  სასკოლო სახელმძღვანელოს გრიფს (ანუ ერთგვარ ვიზას, რომელიც ნებართვას ნიშნავს) სამინისტრო ანიჭებს. ამის შემდეგ ამა თუ იმ საგნის მასწავლებელს შეუძლია, ესა თუ ის სახელმძღვანელო გამოიყენოს. სამინისტროში აცხადებენ, რომ სახელმძღვანელოები შეიცვლება როგორც შინაარსით, ასევე ფორმით და ისინი იმ ზომის არ იქნება, რომ მოსწავლეებს მათი ტარება გაუჭირდეთ.

 რომელ ექსპერტებთან აპირებს სამინისტრო თანამშრომლობას, ამას შაშკინის უწყებაში არ აკონკრეტებენ.

 მოქმედი წესის მიხედვით, სახელმძღვანელოებს ავტორები გამომცემლობებს აწვდიან. ამის შემდეგ გამომცემლობა სახელმძღვანელოს დამოუკიდებლად გამოსცემს და განსახილველად განათლების სამინისტროს წარუდგენს, ან გამომცემლობას სახელმძღვანელოს ნაწილი მიაქვს, შემდეგ სამინისტრო წერს რეცენზიას, მიაქვს საპილოტე სკოლაში და აკვირდება, როგორ მუშაობს იგი პრაქტიკაში. ამასობაში მეორე ნაწილი იწერება. ამ პროცესში ჩართულნი არიან როგორც სასწავლო გეგმის ექსპერტები, ისე სკოლის მასწავლებლები.

 მასწავლებლების, მშობლების, მოსწავლეების მოთხოვნისა და საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივის საფუძველზე განათლების სამინისტრო სასკოლო სახელმძღვანელოების ახალ ტექნიკურ და შინაარსობრივ სტანდარტებს დაამკვიდრებს. როგორც დიმიტრი შაშკინის უწყება აცხადებს, ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართული ექსპერტებიც.

 მინისტრის განცხადებით, 2011 სასწავლო წლისთვის შეიქმნება მეორადი სახელმძღვანელოების ბაზარიც, რაც მრავალ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახს სასკოლო წიგნის შეძენის პრობლემას მოუხსნის. გარდა ამისა, ეს პრაქტიკა სახელმძღვანელოების ფასის შემცირებასაც გამოიწვევს.

 ტექნიკური პარამეტრების გარდა დახვეწას სახელმძღვანელოების შინაარსობრივი მხარეც რომ საჭიროებს, ამას განათლების სამინისტროც აღიარებს.

 „მაგალითად, მასწავლებლებთან, მშობლებთან და მოსწავლეებთან მინისტრის არაერთი შეხვედრისას ცალსახად გამოიკვეთა საზოგადოების დაკვეთა სკოლებში „დედა ენის“ სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია სამინისტროს ოფიციალურ ვებ–გვერდზე.

 დიმიტრი შაშკინმა ისიც აღნიშნა, რომ სახელმძღვანელოების გრიფირების სპეციალისტები აქტიურად იმუშავებენ აღნიშნულ საკითხზე, რათა სამინისტროსგან შესაბამის უწყებებს გაეწიოს რეკომენდაცია სკოლებში „დედა ენის“ პირველწყაროს ადაპტირებული ვარიანტის დაბრუნებაზე. სამინისტროში ხაზგასმით საუბრობენ, რომ სახელმძღვანელოების გრიფირება გართულდება. თუმცა საბოლოოდ რა ტიპის სახელმძღვანელოები ექნებათ 2011 წელს მოსწავლეებს, ამ დროისათვის ეს ჯერ კიდევ უცნობია.

 რა შეიცვლება სასკოლო სახელმძღვანელოების შინაარსსა და ფორმაში?

 წიგნებისთვის ბარიერები დაწესდება

 როგორი იქნება სასკოლო სახელმძღვანელოები და რა ფორმით გამკაცრდა მათი გრიფირება? ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორი ნათია ჯოხაძე საუბრობს.

 – რატომ მივიდა სამინისტრო იმ დასკვნამდე, რომ სასკოლო სახელმძღვანელოები შესაცვლელია?

 – დღეს ძალიან ბევრი ალტერნატიული სახელმძღვანელოა. ეს სახელმძღვანელოები ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას, რომელიც პირველად 2005–2006 წლებში შემუშავდა. შემდეგ გამოვლინდა, რომ იგი გარკვეულ ცვლილებებს საჭიროებს. ეს იმ სახელმძღვანელოებმაც გამოავლინა, რომლებითაც ჩვენი შვილები სწავლობენ. ცვლილებების შეტანა ორი მიმართულებით მიგვაჩნია სავალდებულოდ: ერთია ტექნიკური მხარე და მეორეა ახალ სასწავლო გეგმაზე (რომელზედაც მუშაობენ) დაფუძნებული პროგრამულ–შინაარსობრივი ცვლილებები.

 – რა იგულისხმება წიგნის ტექნიკურ მხარეში?

 – ვმუშაობთ იმაზე, თუ რა ტექნიკურ პარამეტრებს უნდა აკმაყოფილებდეს სახელმძღვანელო. ამაში ძალიან ბევრი საექსპერტო ჯგუფია ჩართული, მათ შორის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები. მიჩნეულია, რომ ბავშვმა უნდა ატაროს მისი წონის არა უმეტეს 10%–ის სიმძიმის ჩანთა. გასათვალისწინებელია ისიც, სახელმძღვანელოში რა ფორმის და ზომის შრიფტი უნდა იყოს სხვადასხვა კლასის მიხედვით. ამ პროცესში ფსიქოლოგებიც არიან ჩართულნი.

 – რაც შეეხება სახელმძღვანელოების შინაარსობრივ მხარეს, რა შეიცვლება ამ მხრივ?

 – სახელმძღვანელოების შინაარსობრივი მხარისთვის მუშავდება ეროვნული სასწავლო გეგმა, ასე ვთქვათ, მეორე რედაქციით. გადაიხედება საგნების საათობრივი ბადე, ასევე ყველა საგნის სტანდარტი, მათი შინაარსობრივი მხარე, დადგინდება ე.წ. ბირთვი პროგრამა, ანუ იქნება სავალდებულო პროგრამა შინაარსიდან 60% და დანარჩენი 40% იქნება აკადემიური თავისუფლების ფარგლებში ავტორისა და მასწავლებლისთვის. საბოლოო ჯამში სახელმძღვანელოს არჩევანს მასწავლებელი აკეთებს.

 – ახალი სახელმძღვანელოები სკოლებში სექტემბრიდან შევა?

 – სექტემბერში ისედაც შედის ის სახელმძღვანელოები, რომლებზეც კონკურსი გამოცხადებულია. შეიქმნა ახალი სასწავლო გეგმა ყველა კლასისთვის. ეს საჭიროებს ამ გეგმაზე დაფუძნებული ახალი სახელმძღვანელოების შექმნას და სკოლებში შეტანას. თუ შეიცვალა ეროვნული სასწავლო გეგმა, რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს სახელმძღვანელოების შეცვლას. ამიტომაც მუშაობს ამ პროცესში ჩვენი მეთოდური საბჭო – გაარკვიოს, შესაცვლელია თუ არა. ასევე ჩართულია 200–ზე მეტი პროფესიონალი.

 – მინისტრი აცხადებს, რომ სახელმძღვანელოების გრიფირების წესი შეიცვლება. როგორ?

 – სახელმძღვანელოების შეფასებისთვის სპეციალური ექსპერ-ტთა ჯგუფი შეიქმნება. წელს გვექნება ასევე ბარიერი, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული ქულების ვერ–დაგროვების შემთხვევაში (საუბარია კრიტერიუმების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაზე), სახელმძღვანელოს გრიფი არ მიენიჭება. გრიფირების კრიტერიუმები უკვე ცნობილია. მოხდა არსებული კრიტერიუმების მოდიფიცირება. მათში ძირითადია ის, რომ, მაგალითად, სახელმძღვანელო არავისთვის არ უნდა იყოს დისკრიმინაციული ხასიათის; მთავარი კრიტერიუმია ისიც, რომ სახელმძღვანელო უნდა ექვემდებარებოდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პროგრამას და ა.შ. თუ სახელმძღვანელო გადალახავს ბარიერს, მათ დავუშვებთ სკოლაში, თუ ვერ გადალახავს, ის აკრძალული იქნება და პირდაპირ მოიხსნება სკოლიდან.

 – გრიფირების წესის გამკაცრება ხომ არ ნიშნავს იმას, რომ დღეს უკვე არსებული სახელმძღვანელოების უმეტესობა სექტემბრიდან სკოლებში აღარ შევა?

 – რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ეს მიმდინარე კონკურსს ეხება. საუბარია იმ სახელმძღვანელოებზე, რომელსაც გრიფი საერთოდ არ ჰქონდა – ეროვნული სასწავლო ცენტრის მიერ არ იყო შეფასებული, მაგრამ ამ წიგნებით მაინც ასწავლიდნენ მოსწავლეებს.

 – სექტემბრიდან სკოლებში სამი ახალი საგანი შემოდის – ინფორმაციული ტექნოლოგიები, სამოქალაქო თავდაცვა და ფიზიკური განათლება და სპორტი. რას გვეტყოდით ამის შესახებ?

 – ამისთვის სამუშაო ჯგუფებია შექმნილი. არის საუწყებათშორისო გაფართოებული კომისია. ეს საგნები აუცილებლად პილოტირებული იქნება. როგორ შევიტანთ, რომელ კლასებში და რა დოზით, ამას საექსპერტო ჯგუფები გადაწყვეტენ.



01.03.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „რუსთავი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: It's about time smooene wrote about this.
: 20
: Dude, right on there botrehr.
: Very nice site!
: Hello! cckgceg interesting cckgceg site!
: Very nice site!
: Hello! dbbkdbd interesting dbbkdbd site!
: Very nice site!
: Hello! eedgdkf interesting eedgdkf site!
: Very nice site!
: Hello! gefdcek interesting gefdcek site!
: Hello! aecgake interesting aecgake site!
: Very nice site!
: Hello! gedacgd interesting gedacgd site!
: Very nice site!
: Hello! fcdkdeb interesting fcdkdeb site!
: Very nice site!
: Hello! dfeeada interesting dfeeada site!
: Very nice site!
: Hello! dfbabad interesting dfbabad site!
: Very nice site!
: Hello! dafcfka interesting dafcfka site!
რუსთავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 32 °C + 31 °C
ღამით + 18 °C + 19 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.