მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
მარნეულში კენკრის ახალი ბაღი გაშენდა
მარნეულში კენკრის ახალი ბაღი გაშენდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, ამხანაგობამ „ქართული კენკრა“, მარნეულის რაიონის სოფელ ახლომახმუდლოში ჟოლოს და მაყვლის ბაღი 7 ჰა-ზე გააშენა. „ქართული კენკრა“ პროგრამაში „დანერგე მომავალი“ 2017 წელს ჩაერთო და ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 53,305 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, აქედან, 35,805 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 17,500 ლარი - წვეთოვანი სისტემებისთვის. ამხანაგობა 3 ქალბატონის სტარტაპია, რომლებმაც გადაწყვიტეს საქმიანობა სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაეწყოთ და კენკრის ბაღი გააშენეს. ამხანაგობა გეგმავს სამომავლოდ გაშენებულ ბაღის ტერიტორიაზე ბიო მეურნეობის სტანდარტის აღებას. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავალი“ მენეჯერმა, ლევან დოლიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, „ქართული კენკრას“ ჟოლოსა და მაყვლის ბაღი დაათვალიერა. პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ხეხილის ახალი ბაღები 4,293 ჰექტარზეა გაშენებული. სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 22,271,868 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან, ქვემო-ქართლის რეგიონში ხეხილის ბაღები 672 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.



12.02.2018
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

რუსთავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 28 °C + 28 °C
ღამით + 16 °C + 17 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.