მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
სიქაშიპროფესიონალ მოდებატეთა კლუბი ჩამოყალიბდა

 საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის - "სიქას" ახალი პროგრამა - "პროფესიონალ მოდებატეთა კლუბი" დაიწყო.

პროგრამაში მონაწილეობის სურვილი 17-დან 25-წლამდე ლიდერობითა და დებატებით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა გამოთქვეს, კლუბის წევრი კი მხოლოდ 14 მათგანი გახდა.პროგრამა ახალგაზრდებისთვის ძირითადად დებატების ბრიტანული საპარლამენტო ფორმატის შესწავლას ითვალისწინებს, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია გავრცელებული და ძირითადად უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებში საგანმანათლებლო მიზნებისთვის გამოიყენება.პროგრამის დასრულების შემდეგ კლუბის ყველაზე აქტიურ და წარმატებულ წევრებს "სიქა"-ს მიერ დებატების ტრენერის კვალიფიკაცია მიენიჭებათ.

გიორგი თვალიაშვილი, კლუბის ტრენერ/კონსულტანტი: - დებატების დანიშნულებაა ახალგაზრდებმა ისწავლონ საკითხის განსახვავებული კუთხით დანახვა და კრიტიკული ანალიზი. დებატები ანვითრებს ისეთ უნარებს, როგორიცაა არგუმენტირებული მსჯელობა, სხვისი აზრის პატივისცემა, კრიტიკული აზროვნება, რაციონალური გადაწყვეტილების მიღება, მოსმენის კულტურა, კვლევის უნარი. პროფესიონალ მოდებატეთა კლუბის წევრებს ეძლევათ შანსი ზემოთ ჩამოთვლილ უნარებს დაეუფლონ, სხვადასხვა აქტივობებში ჩაერთონ და რაც მთავრია, წარმატებულ წევრები ამ სფეროშივე განაგრძობენ საქმიანობას.

პირველი შეხვედრა უკვე გაიმართა, კლუბის ტრენერი და წევრები ერთმანეთს გაეცვნენ, მუშაობის ძირითად მიმართულებაზე ისაუბრეს და ერთამანეთს კლუბთან დაკავშირებული მოლოდინები და სამომავლო სურვილებიც გაუმხილეს.

მარი სისვაძე, კლუბის წევრი: - დებატები ჩემთვის დროის საინტერესოდ და ნაყოფიერად გატარების ერთ-ერთი საშუალებაა, მიმაჩნია, რომ დებატების პროგრამა ანვითარებ ყველა იმ ძირითად უნარს რაც მომავალში კარიერულ ზრდაში დამეხმარება. სამწუხაროდ, ამ სფეროსთან გარკვეული პერიოდი არ მქონია კავშირი, მოხარული ვარ, შევიტყვე კლუბის შესახებ ინფორმაცია და არ გამოვტოვე შანსი, შევავსე აპლიკაცია და მოდებატეთა კლუბის ერთ-ერთი წევრიც გავხდი. პირველი დღის მერე მივხვდი, რომ საკმაოდ საინტერესო პროგრამა მელის, მეძლევა შესაძლებლობა საქმიანობა დებატების სფეროში გავაგრძელო და ჩემი ცოდნა, უნარ-ჩვევები სხვებსაც გავუზიარო.

პროგრამის პირველი ეტაპი 16 ოქტომბრიდან 29 იანვრის ჩათვლით, ყოველ კვირას, ორსაათიან აქტიურ ტრენინგს და კვირის განმავლობაში დამოუკიდებელ მუშაობას მოიცავს.სიქა-ს ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ ეს არ იქნება ერთადერთი კლუბი და პირველი ეტაპის დასრულების შემდგომ კლუბის წევრობა სხვა სტუდენტ-ახალგაზრდობასაც შეეძლებათ.


ანი ციცქიშვილი
01.11.2011
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „რუსთავი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: I atculaly found this more entertaining than James Joyce.
: 20
რუსთავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 35 °C + 36 °C
ღამით + 22 °C + 22 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.