მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ცოდნა წარმატების საწინდარია!

  ქვეყნის წინსვლა და განვითარება პირდაპირ არის დაკავშირებული მოქალაქეების განათლებაზე. საბედნიეროდ საქართველო სხვადასხვა ტიპის სასწავლო დაწესებულებების ნაკლებობას არ განიცდის კოლეჯებით დაწყებული და აკადემიებით დამთავრებული. თუმცა, ბევრ მათგანში სასწავლო პროგრამები და ხარისხი უკეთესის სურვილს ტოვებს.

   საგანმანათლებლო ცენტრი ,,ცოდნა” ერთ-ერთია იმ სასწავლებლებს შორის, რომლებიც საერთაშორისო დონის სასწავლო პროგრამებს ახორციელებს. ,,ცოდნა” აბიტურიენტებს ხარისხიან განათლებასთან ერთად, პრაქტიკული უნარ-ჩვევების დაუფლებასაც სთავაზობს, სხვადასხვა კომპანიებში სტაჯირების გავლით და დასაქმებაში ხელშეწყობითაც. ,,ცოდნა+პრაქტიკა+დასაქმება”—ასეთია ,,ცოდნის” მიერ გამოცდილი წარმატების ფორმულა.

  2004 წელს ირმა კახიძის მიერ დაარსებულმა სასწავლებელმა 7 წლის მანძილზე მოწინავე პოზიციები დაიმკვიდრა განათლების სფეროში. აქ წარმოდგენილი სპეციალობები ულტა-თანამედროვეა, რომლებიც მოსწავლეებს საბაზრო ეკონომიკის პირობებში თავის დამკვიდრებაში ეხმარება. სხვა სასწავლებლებისგან განსხვავებით ,,ცოდნა” მთელი ქვეყნის მასშტაბით მოღვაწეობს. მისი ცენტრები ყველა დიდ ქალაქშია გახსნილი, მათ შორის რუსთავშიც, რომელიც შედეგების მიხედვით საუკეთესო ფილიალად ითვლება.

 ,,ცოდნაში ხარისხიანი განათლების მიღება შეუძლია საშუალო განათლების მქონე ნებისმიერ მსურველს. კურსის დასრულების და ტესტირების შემდეგ კი გაიცემა ორენოვანი სახელმწიფო სერთიფიკატი” – აცხადებს რუსთავის ფილიალის ოფის მენეჯერი ია ლომიძე.

   აღნიშნულ ცენტრში 15 მასწავლებელი მუშაობს. აქ ყოველთვის სასწავლო და საქმიანი ატმოსფერო სუფევს. ,,ცოდნაში კარგი პირობები და სასიამოვნო სამუშაო გარემოა” – ამბობს მედია-ჟურნალისტიკის ლექტორი ნათია ჯიოშვილი.

   ,,ცოდნაში მიგებული ცოდნა ჩემი წარმატების საფუძველი გახდება”—გვპასუხობს სტუდენტი.

 ,,ცოდნის” ყველა სპეციალობაზე დიდი მოთხოვნაა. განსაკუთრებული პოპულარობით კი ფარმაცია, ბუღალტერია და საბანკო საქმე სარგებლობს. ,,ცოდნაც” გულმოდგინედ მუშაობს და თავისი მოღვაწეობით ღირსეული წვლილი შეაქვს ქვეყნის განათლების და შესაბამისად წინსვლის პროცესში. 


დავით თავართქილაძე
14.11.2011
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „რუსთავი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Justo, mucho mejor, las cueces, al congelata y ya las tienes praadrpeas para tomar cuando quieras (si hay que elegir, tira de pechuga de pollo y olvídate del pavo).Y el caldo, hasta el infinito y más allá, ya verás cómo el caldo mejora y mejora como un gran vino
: I'm impressed by your writing. Are you a professioanl or just very knowledgeable?
: 20
: 20
რუსთავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 32 °C + 31 °C
ღამით + 18 °C + 19 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.