მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ფესტივალი “ერთი ცის ქვეშ“ საერთაშორისო მასშტაბის გახდა

      მრავალეთნიკური მუსიკალური ფესტივალი “ერთი ცის ქვეშ “ მეოთხედ გაიმართება. დმანისის, წალკისა და მარნეულის შემდეგ, მას ამჯერად ბოლნისი უმასპინძლებს.

      ღონისძიებაზე ტრადიციულად ქვემო ქართლის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. თუმცა წელს სიახლეა, კონცერტში ქართლ-კახეთიდან, სამცხე-ჯავახეთიდან და თბილისიდანაც წარსდგებიან შემსრულებლები.

      აღსანიშნავია, რომ ფესტივალი საერთაშორისო მასშტაბის გახდა და მასში მონაწილეობის სურვილი აზერბაიჯანში და სასომხეთში მოღვაწე მუსიკოსებმაც გამოთქვეს.

    

 მნიშვნელოვანია ისიც, რომ გარდა ბოლნისისა, რომელიც მხარის რწმუნებულის პატრონაჟით ტარდება, ამ ღონისძიებას თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიც უმაპინძლებს და იგი რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მხარდაჭერით გაიმართება.

     ფესტივალზე 22 საკონცერტო ნომერი გაჟღერდება და მსემენელის წინაშე 200-მდე მუსიკოს-შემსრულებელი წარსდგება.

   რაც შეეხება რეპერტუარს, ის ამჯერადაც მრავალფეროვანი იქნება. ფოლკლორი, კლასიკა, სხვადასხვა პერიოდში მოღვაწე კომპოზიტორთა ნაწარმოებების დიდი პალიტრა და ქორეოგრაფიული ნომრები _ ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, იმ საინტერესო პროგრამისა, რომელიც 12 მაისა და 2ივნისს ფესტივალის სტუმრებს ელოდებათ.

     მანანა ალფაიძე, კომპოზიტორი, ფესტივალი “ერთი ცის ქვეშ“ დამფუძვნებელი და ავტორი:

   _ ამ ფესტივალის ჩატარების იდეა ჯერ კიდევ მაშინ გამიჩნდა, როდესაც ქვემო ქართლში კომპოზიტორთა კავშირის რეგიონალური განყოფილება გაიხსნა და მის ხელმძღვანელად დამნიშნეს. მოხარული ვარ, რომ ამხელა გამოხმაურება მოყვა და წელს უკვე მეოთხედ იმართება. რაც მთავარია პროექტი, არამარტო ქართველებსა და ეთნიკურ უმცირესობებს შორის მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, არამედ ამ ღონისძიების მასპინძელ ქალაქებში წესრიგდება ინფრასტრუქტურაც. მაგალითად, გასულ წლებში სპეციალურად ამ კონცერტისთვის როიალი და სცენის გასალამაზებლად ფარდებიც კი შეიძინეს.

    ფესტივალისთვის მზარება თებერვლიდან დავიწყეთ და მისი პროგრამა უკვე შედგენილია. მონაწილეებს ოფიციალური წერილებიც დაეგზავნათ და ამჟამად საშემსრულებლო ხარისხზე ვმუშაობთ.

   გეტყვით იმასაც, რომ როგორც გასულ წლებში წარმომადგენლობითი სტუმრები ახლაც გვეყოლება. ვფიქრობ, საინტერესო ღონისძიება შედგება და მსმენელის იმედებს გავამართლებთ.

 პ.ს. ფესტივალი “ერთი ცის ქვეშ” ბოლნისში 12 მაისს, ხოლო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 2ივნისს გაიმართება


ნათია ჯიოშვილი
19.03.2012
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „რუსთავი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: This information is off the hiozol!
: Yup, that'll do it. You have my appreciiaton.
რუსთავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 32 °C + 31 °C
ღამით + 18 °C + 19 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.