მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
“ხარებმა” 2012წლის სეზონი მოგებით დაიწყო

  საქართველოს მორაგბეთა საგაზაფხულო, გარდამავალ ტურნირში ასპარეზობა რუსთავის ”ხარებმა” გამარჯვებით დაიწყო.

   გათამაშების პირველ ტურში ზაზა ხუციშვილის შეგირდები “ჯიქებს” დაუპირისპირდნენ და მეტოქე 2ქულიანი სხვაობით დაამარცხეს.

   შეხვედრა შევარდენის სტადიონზე გაიმართა. მატჩში ანგარიში თბილისურმა კლუბმა საჯარიმოთი გახსნა. თუმცა “ხარებმა” მალევე გაათანაბრეს, რასაც გიორგი ბებიაშვილის შესანიშნავი ლელოც მოყვა და რუსთაველები დაწინაურდნენ.

   ეს უპირატესობა მათ მეორე ტაიმშიც შეინარჩუნეს და რომ არა ბოლო წუთებზე “ჯიქების” მონდომება საკმაოდ სოლიდური სხვაობითაც იმარჯვებდნენ. მაგრამ საბოლოოდ 13:11 დაფიქსირდა და “ხარებმაც” სეზონში სტარტი წარმატებით აიღეს.

  რაც შეეხება ტურნირის მეორე რაუნდის თამაშს, რუსთაველ მორაგბეებს ამჯერად ძლიერ და გამოცდილ ქუთაისის კლუბთან მოუწია შეხვედრა.

  მატჩი “ხარების” იერიშით დაიწყო და ვაჟა ხუციშვილის სწორად შესრულებული საჯარომის სწყალობით რუსთაველებმა პირველი სამი ქულაც მოიპოვეს. მაგრამ “აია” ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლა და პირველ ტაიმში სტუმრებმა ორი ლელოს გატანაც შესძლეს.

  შეხვედრის მეორე ნახევარიც ქუთაისელების უპირატესობით წარიმართა. თუმცა 63-ე წუთზე მასპინძლებმა საპასუხო ლელოს დადება მოახერხეს. ხელით კარგი კომბინაცია გაითამაშეს და ირაკლი მურადაშვილმაც წარმატებით დააგვირგვინა. მატჩის ბოლოს კი კვლავ “აია”-მ იმარჯვა და პრემიალური ქულაც მოიპოვა.(32:13)

    შეგახსენებთ, რომ მესამე რაუნდის მატჩები 21-22 აპრილს გაიმართება და “ხარები” “თიბისის”-ს დაუპირისპირდება.


ნათია ჯიოშვილი
17.04.2012
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „რუსთავი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Your post captures the issue pefrectly!
: That's cleared my thoghuts. Thanks for contributing.
: It's really great that ppeloe are sharing this information.
: Hey, that's the gretaset! So with ll this brain power AWHFY?
: A minute saved is a minute eraned, and this saved hours!
: That's a brilliant answer to an intereistng question
: You write so honestly about this. Thanks for srhaing!
რუსთავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 24 °C + 24 °C
ღამით + 12 °C + 14 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.