მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
შალვა მამაცაშვილი წაუგებელ სერიას განაგრძობს

    

 

 

უნივერსალურ ორთაბრძოლებში მოასპარეზე შალვა მამაცაშვილმა მორიგ წარმატებას მიაღწია.

   რუსთაველმა სპორტსმენმა საერთაშორისო ტურნირზე საუკეთესო შედეგი აჩვენა და კვლავ ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.

   შეჯიბრს თბილისი მასპინძლობდა და მასში საქართველოს ნაკრების გარდა მონაწილეობას აზერბაიჯანის, ირანის, სომხეთისა და ავღანეთის წარმომადგენლები იღებდნენ.

   რაც შეეხება შალვას შედეგს, მან 60კგ. წონით კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო. აზერბაიჯანელ სპორტსმენს ხელის მტკივნეული ილეთით მოუგო და მორიგი გამარჯვება იზეიმა.

   ამჟამად იგი ზუგდიდში გასამართ სარეიტინგო ორთაბრძოლებისთვის ემზადება, სადაც კიდევ ორი შეხვედრას ჩაატარებს.

  _ შეჯიბრი ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. მეტოქე ძლიერი შემხვდა, მაგრამ მონდომებით და კარგი მომზადების წყალობით გავიმარჯვე. ვიმედოვნებ, მომავალშიც გავაგრძელებ წაუგებელ სერიას და ვასახელებ ჩემს ქვეყანას, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას შალვა მამაცაშვილმა.


ნათია ჯიოშვილი
01.08.2012
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „რუსთავი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Why does this have to be the ONLY riealble source? Oh well, gj!
: It's a pleasure to find someone who can identify the isesus so clearly
: Ecnomoies are in dire straits, but I can count on this!
: warmatebebs gisurveeeb
რუსთავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 24 °C + 24 °C
ღამით + 12 °C + 14 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.