მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
შალვა მამაცაშვილი და ლევან კირთაძე გამარჯვებების სერიას განაგრძობენ

   28 ოქტომბერს ბაქოში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე MMA-ში ქვემო ქართლის წარმომადგენლებმა შალვა მამაცაშვილმა და ლევან კირთაძემ საუკეთესოდ იასპარეზეს და წარმატებულ სერიას განაგრძობენ.

   ტურნირში ქართველ სპორტსმენებთან ერთად, ირანელი, თურქი და აზერბაიჯანელი ფალავნებიც მონაწილეობდნენ.

    60 კგ.წონით კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო რუსთაველმა შალვა მამაცაშვილმა, რომელმაც მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს პირველივე რაუნდში ხელის მტკივნეული ილეთით მოუგო და ოქროს მედალი მოიპოვა.

    66კგ.წონით კატეგორიაში კი საუკეთესო ლევან კირთაძე იყო. მან აზერბაიჯანელი სპორტსმენი 4რაუნდიანი მძიმე ბრძოლის შემდეგ მახჩობელა ილეთით დაამარცხა და სამშობლოში გამარჯვებული დაბრუნდა.

    რუსთაველი სპორტსმენების ასპარეზობით კმაყოფილია მწვრთნელი ბესიკ ასლამაზიშვილი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამჟამად შალვა და ლევანი მოსამზადებელ პერიოდს გადიან თურქეთში გამგზავრებამდე. მათ ერთ თვეში ქამარზე ბრძოლა ელით.

   _ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს შეხვედრა. სერიოზული მოწინააღმდეგე მყავდა და ცოტა დაძაბული ვიყავი ბრძოლის წინ, მაგრამ მონდომებით და კარგი მომზადებით პირველივე რაუნდში მტკივნეული ილეთით გავიმარჯვე. სულ მალე კი ქამარზე ბრძოლა მომიწევს და ვიმედოვნებ, წარმატებას მივაღწევ, _ აღნიშნა შალვა მამაცაშვილმა. 


ნათია ჯიოშვილი
17.11.2012
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „რუსთავი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Well I guess I don't have to spend the weenked figuring this one out!
: Keep it conmig, writers, this is good stuff.
რუსთავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 32 °C + 31 °C
ღამით + 18 °C + 19 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.