მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
„რუსთავის" ოცდაორწლიანი ისტორია და 22ტიტული

  ორ ათეულ წელზე მეტია, რაც რუსთავში საკალათბურთო კლუბი ჩამოყალიბდა. ამ ხნის მანძილზე ბევრჯერ შეეცვალა სახელი, იყო არაერთი გამარჯვება და მუდამ ამაყობდა საკუთარი სკოლის აღზრდილი სპორტსმენების წარმატებით.

 "რუსთავის” გუნდს საქართველოში ჩატარებულ ყველა ეროვნულ ჩემპიონატში აქვს მონაწილეობა მიღებული და ტიტულების რაოდენობის მიხედვითაც ის ნომერ პირველია, რადგან 22წლის მანძილზე ამ კლუბმა 22 ჯილდოსა და ქომაგთა დიდი სიყვარულის მოპოვება შეძლო.

 იყო წარუმატებელი წლებიც, მაგრამ გუნდურობისა და ადგილობრივი სპორტსმენების ერთგულების წყალობით, ამ კლუბმა მოახერხა შეენარჩუნებინა გუნდი და ექცია რუსთავი `საკალათბურთო ქალაქად”.

  უფრო ვრცლად, “რუსთავის” ისტორიაზე, მის წარმატებებსა და მიმდინარე ჩემპიონატის შესახებ კლუბის ერთ-ერთ დამფუძვნებელი და გუნდის დირექტორი ამირან ხაჩიძე გვესაუბრება. გთავაზობთ მის ინტერვიუს:

  _ რუსთავში გუნდი მე და ოთარ ხმელიძემ 1991 წელს ჩამოვაყალიბეთ და მას შემდეგ ეროვნული ჩემპიონატის უცვლელი მონაწილე ვართ. რამდენჯერმე სახელწოდებაც შეგვეცვალა, მაგრამ ყოველთვის ჩვენი ქალაქის სახელით ვასპარეზობდით.

  წარმატებაც მალევე მოვიდა, ზედიზედ ორჯერ ბრინჯაოს პრიზიორები გავხდით, შემდეგ 1997–98, 1998–99, 1999–2000, 2005–06წ.წ ვერცხლისმედალოსნები ვიყავით, 2007 წლიდან 2010 წლამდე კი ზედიზედ ოთხჯერ მოვიპოვეთ ჩემპიონობა. ამის გარდა, 5-ჯერ გვაქვს მოგებული დუდუ დადიანის მემორიალის გათამაშება, 4-ჯერ ქორქია-საკანდელიძეს სახელობის ტურნირი და 2009 წელს საქართველოს თასის მფლობელებიც გავხდით.

   _ გუნდისთვის ყველაზე წარმატებულ პერიოდად, რომელს მიიჩნევთ?

   _ ყოველთვის შედეგი განსაზღვრავს წარმატებას. თუ ამ მხრივ ვიმსჯელებთ, ჩემპიონობის ოთხი წელი ნამდვილად წარმატებული იყო.

  თუმცა ემოციური თვალსაზრისით პირველი ფინალები 1998-99-2000წ.წ. უფრო დატვირთული იყო. ძალიან დიდი შანსი გვქონდა პირველ ადგილზე გავსულიყავით. ყველა თამაში ქულა-ქულა მიმდინარეობდა, საკმაოდ დიდი გულშემატკივართა არმია გვყავდა გვერდით, რომლებიც გასვლით თამაშებზეც დაგვყვებოდნენ, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მათ. იმ წლებში, რომ არა სხვადასხვა მომენტები და ხელისშემშლელი პირობები, ნამდვილად ჩემპიონები გავხდებოდით. თუმცა ეს წარსულია და აღარ გვინდა... მთლიანობაში თუ გადავხედავთ 22წლის შედეგებს, შეიძლება ითქვას, რომ ტიტულების რაოდენობის მიხედვით პირველი გუნდი ვართ საქართველოში.

  აღსანიშნავია, რომ არამარტო მე, ყველა დადებითად აფასებს ჩვენი გუნდის მონაწილეობას. იყო რამდენიმე წელი, როცა რეგიონების კლუბები ვერ ასპარეზონდნენ და რომ არა ჩვენ, თბილისის ჩემპიონატი იქნებოდა. ამას ეროვნული პირველობისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ქონდა.

  _ ასევე, რუსთავის საკალათბურთო გუნდს არაერთი წარმატებული კალათბურთელიც ჰყავს აღზრდილი...

 _ დიახ, პირველი ვინც საზღვარგარეთ იასპარეზა იყო ირაკლი ჯაფარიძე. 18წლის ასაკში წავიდა საბერძნეთში, რომელიც საკალათბურთო ქვეყნადაა მიჩნეული. საკმაოდ წარმატებული კარიერაც ჰქონდა და ჩემი აზრით კარგი კალათბურთი ითამაშა, რომ არა სამწუხარო ტრავმა. შემდეგ რამაზ გოგობერიშვილიც წავიდა საბერძნეთში. 1998წელს კი ვლადიმერ ბოისა მიიწვიეს საზღვარგარეთ. ის დღესაც მოქმედი სპორტსმენია. ასევე ჩვენი გუნდის მწვრთნელი მიხეილ ბერუაშვილი და სხვანი. მათ ყველამ ოთარ ხმელიძის ხელში გაიარეს. ჩვენი გუნდის მთავარი პლიუსი გუნდურობაა. ოჯახებითაც მეგობრობენ, დღეს უკვე მათი შვილები დადიან კალათბურთზე და ტრადიციები გრძელდება. რამაზ გოგობერიშვილის შვილი გიგი 16წლამდე ნაკრებშია, ოთარ ხმელიძის ბიჭი რუსთავის შემადგენლობაშია, მალხაზ არაბულის შვილებიც და ასე მეორდება გვარები.

 _ რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, საკმაოდ წარმატებით ასპარეზობთ... მიზანი კვლავ ჩემპიონობა?

 _ წლევანდელ გათამაშებაში 4გუნდს ერთნაირი ქულები გვაქვს და სატურნირო ცხრილის სათავეში ვართ. 10 შეხვედრიდან 8 მოვიგეთ და მხოლოდ 2 დავთმეთ. მეორე წრე თებერვალში განახლდება. მანამდე ქორქია-საკანდელიძეს სახელობის ტურნირი და საქართველოს თასი გველის.

  წელს 2 ამერიკელი ლეგიონერი გვყავს და შესაძლოა, მესამეც დაგვემატოს. შეკრული გუნდია და ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა ვართ. მიზანი ჩემპიონობაა რა თქმა უნდა. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გაირკვევა სხვა გუნდები, როგორ გაძლიერდებიან. მინიმუმ ნახევარფინალში გავალთ და იქ უკვე ვიბრძოლებთ...


ნათია ჯიოშვილი
13.01.2013
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „რუსთავი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Findnig this post has solved my problem
: One Other important factor of an automobile insurance QuotesChimp is the component that safeguards the significance of your car. This area of the deal is named wreck protection and its particular price is all about one third of the overall cash outlay for the plan.
: Thinking like that is really imivpssere
: Glad I've fnially found something I agree with!
: That's a smart way of thiknnig about it.
: gmadlobt tanadgomistvis..:)
: cven gvikvars cveni gundi gavertiandebit da ertad vugulshematkivrebs
: magaria nati dzalian axlaki tamashebis ganaxlebis tanave is gverdit viqnebit
რუსთავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 32 °C + 31 °C
ღამით + 18 °C + 19 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.