მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
საახალწლო საჩუქარი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს

    ახალი წლის დღეებში 32-ე ბაგა-ბაღში მცირე ჯგუფისგან შემდგარმა საქვემოქმედო ფონდმა GOGAGGG –ის წარმომადგენლებმა შეზღუდული შესაძლებლობის და ნერვული პათოლოგიის მქონე ბავშვებს ერთი ლამაზი საღამო აჩუქეს.

   ღონისძიებას 17 ბავშვი ესწრებოდა. მათ გამხიარულებაზე ჯამბაზი ზრუნავდა, რომელმაც არაერთი სახალისო თამაში შესთავაზა დამწრეებს. ბავშვებიც აქტიურად ჩაერთნენ ღონისძიებაში და საკუთარი ინიციატივით რამდენიმე ლექსიც წაიკითხეს და სიმღერები შეასრულეს.

    კონცერტში მონაწილეობას ფოლკლორული ანსამბლი იღებდა, რომლის ხელმძღვანელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი თამაზ გაბისონიაა.

    GOGAGGG –ის წარმომადგენლები ბავშვებს მტკბილეულითაც გაუმასპინძლდნენ. ხოლო საღამოს კულმინაცია თოვლის ბაბუას გამოჩენა იყო, რომელმაც თითოეულ მონაწილეს საჩუქარი გადასცა და ბედნიერი ახალი წელი უსურვა...

  გეტყვით იმასაც, რომ აღნიშნული ფონდის სპონსორი რუსთაველი გოგიტა გოგილაშვილია, რომელიც უკვე 16 წელია ამერიკაში მოღვაწეობს. იგი არაერთი საიტის ხელმძღვანელია და სწორედ ამ საიტებიდან შემოსული თანხით ცდილობს დაეხმაროს რუსთაველ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს. ამ ფონდის მიერ უკვე მეოთხე ღონისძიება გაიმართა.

  გასულ წელს GOGAGGG რამდენიმე ბავშვს მედიკამენტებით და თანხით დაეხმარა. ხოლო ლაშა რევიას და თაკო ჯიქურს საჩუქარი გაუკეთა და დაბადების დღე გადაუხადა.

  როგორც ფონდის წარმომადგენელმა თათია გოგილაშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მსგავსი ღონიძიებების ჩატარება მომავალშიც იგეგმება.

   _ პირველ რიგში მინდა, დღევანდელი ღონისძიებისთვის მადლობა გადავუხადო გოგიტა გოგილაშვილს. ვფიქრობ, ლამაზი შეხვედრა იყო.. ბავშვები გამხიარულდნენ. ჩვენი მიზანი იყო, მესიჯი გაგვეგზავნა რუსთაველებისთვის, რომ იყვნენ ქველმოქმედები, არამარტო დღესასწაულებზე. ვიმედოვნებ, კარგი ღონისძიება გამოვიდა და აუცილებლად გავაგრძელებთ მსგვარ აქციებს. დავეხმარებით ბავშვებს იმის მიხედვით, თუ რა სჭირდებათ. გოგიტამ კარგად იცის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მდგომარეობა და ცდილობს ყოველიდღე თუ არა, მნიშვნელოვანი თარიღები მაინც გაუხალისოს._ აღნიშნა თათია გოგილაშვილმა.

   _ 2011 წელს “ღია საზოგად

ოება- საქართველომ” გამოაცხადა კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მივიღე და გავიმარჯვე. სწორედ იქ აღებული გრანტით გაკეთდა ეს ცენტრი. აქ ბავშვები გობელენზე და თექაზე მუშაობას სწავლობენ. რაც მთავარია ძალიან მოსწონთ. სურვილი გვაქვს, კიდევ გააგძელოს ამ ცენტრმა მუშაობა, რადგან ჩვენს ქალაქში 18 წელს ზევით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებისთვის, არ არის ამის გარდა ისეთი დაწესებულება, სადაც ხელსაქმეს შეისწავლიან. დღევანდელი ღონისძიებისთვის კი უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა გოგიტას და თათიას, რომ ასეთ კეთილ საქმეს აკეთებენ... _ აღნიშნა ნერვული დაავადებების მქონე ბავშვების მშობელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ქეთინო დოკლიშვილმა.


ნათია ჯიოშვილი
13.01.2013
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „რუსთავი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: hell to pay: "I don't think blacks really care that they don't think like whites". Do you mean that (Aacriemn?) blacks mostly accept that they "don't think like whites"? What, none of them? In any way?
: Distribute to evaluations. You might have the responsibility allowing your underwriter to have you ever analyzed with doctor of its own picking, if Quotes Chimp are hurt. You could also be instructed to distribute to a dental evaluation under promise concerning the reality of true, referred to as a deposit.
: Check that off the about. things confused list comparehealthinsur.com health insurance coverage buy levitra cheap heliomeds.com cost levitra lowest insurance life bestlifeinsurpolicy.com protective insurance life of was I
: I told my grhdomntaer how you helped. She said, "bake them a cake!"
: That adrsdeess several of my concerns actually.
: Your posintg lays bare the truth
: Your story was really informtaive, thanks!
: გენაცვალეეეეეეეეეეეეეთ ძალიან მიყვარხართ ... თათია
: ღმერთმა მოგიმართოთ ხელი!
რუსთავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 16 °C + 17 °C
ღამით + 3 °C + 4 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.