მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ნიკა ყაულაშვილი თასის მფლობელი გახდა

  21 აპრილს ბიატლში თბილისის ღია ჩემპიონატი ჩატარდა, რომელსაც „გლდანის საცურაო აუზმა“ და „გლდანის“ პარკმა უმასპინძლეს.

  აღნიშნული ტურნირი თანამედროვე ხუთჭიდის ფედერაციის ეგიდით გაიმართა, რომელშიც გოგონათა და ვაჟთა სამი ასაკობრივი ჯგუფი ასპარეზობდა.

  შეჯიბრი ორ სპორტულ დისციპლინაში ჩატარდა - ცურვასა და სირბილში. მონაწილეობის მსურველებმა წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე მოიპოვეს ჩემპიონატში ასპარეზობის უფლება. საუკეთესოს ტიტულისთვის ერთმანეთს თბილისის, საჩხერეს და რუსთავის 94-მდე წარმომადგენლი ეჯიბრებოდა. თითოეულ მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატებიც გადაეცათ.

  რაც შეეხებათ გამარჯვებულებს, ორ სპორტულ დისციპლინაში მიღებული შედეგების მიხედვით საპრიზო ადგილის მფლობელები ყველა გუნდიდან ცალ-ცალკე შეირჩა.

  საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  ვაჟები (2000-02 ასაკობრივი ჯგუფი):

  1. ბახუტაშვილი გიორგი (რუსთავის აუზი) – გაცურვის დრო - 1:08,90 წუთი, გარბენი - 2:04 წუთი;

  2. ბახტურიძე ლევანი (საჩხერეს აუზი) - გაცურვის დრო - 1:08,71წუთი, გარბენი - 2:09 წუთი;

  3. კერვალიშვილი რატი (თბილისი, აუზი „ტონუსი“) - გაცურვის დრო - 1:09,90 წუთი, გარბენი - 2:11 წუთი.

  გოგონები (2000-02 ასაკობრივი ჯგუფი):

  1. მუმლაძე მერი (თბილისი, აუზი „ტონუსი“) - გაცურვის დრო - 1:09,03 წუთი, გარბენი - 2:07 წუთი;

  2. გოგინაშვილი რუსუდანი (რუსთავის აუზი) - გაცურვის დრო - 1:08,98 წუთი, გარბენი - 2:15 წუთი;

  3. მაჭავარიანი ნათია (საჩხერეს აუზი) - გაცურვის დრო - 1:21,35 წუთი, გარბენი - 2:35 წუთი.

  ვაჟები (1998-99 ასაკობრივი ჯგუფი):

  1. ვაშაკიძე აკაკი (რუსთავის აუზი) – გაცურვის დრო - 00:56,97 წუთი, გარბენი - 3:42 წუთი;

  2. ჭარბაძე ირაკლი (თბილისი, აუზი „ტონუსი“) - გაცურვის დრო - 1:02,10 წუთი, გარბენი - 3:44 წუთი;

  3. ბოკერია დავითი (თბილისი, აუზი „ტონუსი“) - გაცურვის დრო - 1:03,36 წუთი, გარბენი - 4:01 წუთი.

  გოგონები (1998-99 ასაკობრივი ჯგუფი):

  1. ბოსტაშვილი თეონა (რუსთავის აუზი) - გაცურვის დრო - 1:10,72 წუთი, გარბენი - 4:36 წუთი;

  2. წერეთელი მარიამი (თბილისი, აუზი „ტონუსი“) - გაცურვის დრო - 1:12,76 წუთი, გარბენი - 4:48 წუთი;

  3. ზუბიაშვილი მარიამი (საჩხერეს აუზი) - გაცურვის დრო - 1:13,86 წუთი, გარბენი - 4:53 წუთი.

  ვაჟები (1996-97 ასაკობრივი ჯგუფი):

  1. ყაულაშვილი ნიკა (რუსთავის აუზი) – გაცურვის დრო - 00:57,89 წუთი, გარბენი - 3:41 წუთი;

  2. გიორგაძე დიტო (თბილისი, აუზი „ოლიმპიკი“) - გაცურვის დრო - 1:00,28 წუთი, გარბენი - 3:44 წუთი;

  3. ხიზანიშვილი ვასილი (თბილისი, აუზი „ტონუსი“) - გაცურვის დრო - 1:01,15 წუთი, გარბენი - 3:44,1 წუთი.

  გოგონები (1996-97 ასაკობრივი ჯგუფი):

  1. უნდილაშვილი ელენე (თბილისი, აუზი „დიღომი“) - გაცურვის დრო - 1:09,61 წუთი, გარბენი - 4:38 წუთი;

  2. ბელოვა ოქსანა (რუსთავის აუზი) - გაცურვის დრო - 1:13,97 წუთი, გარბენი - 4:51 წუთი;

  3. ცომაია ქეთი (თბილისი, აუზი „ნეპტუნი“) - გაცურვის დრო - 1:25,46 წუთი, გარბენი - 6:06 წუთი.

 

 აღსანიშნავია, რომ ტურნირის ფარგლებში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, თენგიზ ახალშენიშვილის სახელობის თასიც გათამაშდა, რომლის მფლობელები, უფროსი ასაკობრივი ჯგუფის პირველადგილოსანები ელენე უნდილაშვილი და რუსთაველი ნიკა ყაულაშვილი გახდნენ.

  მნიშვნელოვანია, რომ კონკურსანტთა უმრავლესობისთვის ასეთი ტიპის შეჯიბრში მონაწილეობის პირველი გამოცდილება იყო. სირბილში სტარტი მათ განდიკაპის მეთოდით აიღეს. განდიკაპი - საერთაშორისო სისტემაა, რომელიც ცურვის შედეგების გადაანგარიშებით ადგენს სირბილის სტარტის დროს. 1000 ქულიანი - მაქსიმალური შედეგი ცურვაში - 1,15,0 წუთია, წამის მეათედების განსხვავება ქულების რაოდენობას ცვლის, დროის გაუმჯობესების, ან მეტი დროს დახარჯვის მიხედვით მონაწილეს შესაბამისად - ემატება, ან აკლდება სტარტის აღების დრო. სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით, მონაწილე, სირბილით ამთავრებს ასპარეზობას და ვინც პირველი გადაკვეთს ფინიშის ხაზს გამარჯვებულიც ხდება.

 

 


ნათია ჯიოშვილი
22.04.2013
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „რუსთავი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Thanks for spending time on the computer (wrnitig) so others don't have to.
რუსთავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 32 °C + 31 °C
ღამით + 18 °C + 19 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.