მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
კოლეჯი "არსი” "მეცამეტე თვის პოეტებს” მასპინძლობდა

  ჩვენს ქალაქში ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად იმართება პოეზიის საღამოები და საზოგადოებამ არაერთი ნიჭიერი შემოქმედი გაიცნო.

  ახალგაზრდების დაინტერესება თანამედროვე პოეზიის მიმართ იმდენად დიდია, რომ თითქმის ყოველ კვირას საჯარო სკოლებსა თუ სასწავლო დაწესებულებებში მუდმივად ტარდება შემოქმედებითი შეხვედრები.

  ამ პოეზიის საღამოების ციკლში ყველაზე აქტიურად `მეცამეტე თვის პოეტები” არიან ჩართული და აღსანიშნავია, რომ მათი შემოქმედება ყოველთვის მხურვალე აპლოდისმენტებს იმსახურებს.

  ბაჩო ზაქაიძის, ოთო გურგენიშვილის, ამირან ჯანჯღავას და გურამ ლაცაბიძის ლექსებს ჩვენი გაზეთის მკითხველიც იცნობს.

  16 მაისს `მეცამეტე თვის პოეტებს” კოლეჯმა `არსმა” უმასპინძლა და მათაც პოეზიის მოყვარულების კიდევ ერთი ლამაზი საღამო აჩუქეს.

  როგორც მოსალოდნელი იყო, კონცერტმა სასიამოვნო გარემოში ჩაიარა. რუსთაველ პოეტთა შემოქმედება კოლეჯის სტუდენტებმაც და პედაგოგებმაც დადებითად შეაფასეს და მათ თითოეულ გამოსვლას მხურვალე ოვაციებით შეხდნენ..

  პოეტებმაც თავის მხრივ საკუთარი შემოქმედება სრულად წარმოაჩინეს. მხატვრულად გადმოსცეს ის რაც ქართველ ახალგაზრდობას აწუხებს, კრიტიკულად, იუმორნარევი სიმართლით ლექსებში გადმოსცეს ის რეალობა, რაც პრობლემატურია დღესდღეობით და არც პატრიოტული სულისკვეთება დავიწყებიათ.

  _ რუსთავში უკვე არაერთი საღამო გავმართეთ და დღეს მსმენელთან კიდევ ერთი წარმატებული შეხვედრა შედგა. ვფიქრობ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და იმედია, მომავალშიც არაერთ საღამოზე გამოვალთ. რაც მთავარია აუდიტორია კმაყოფილია და მოსწონს ჩვენი შემოქმედება. ეს დიდი სტიმული თითოეული პოეტისთვის და გავაგრძელებთ საზოგადოებისთვის ჩვემი შემოქმედების გაცნობას, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას პოეტმა გურამ ლაცაბიძემ.

 _ ჩვენთვის მთავარია, რომ მსმენელი კმაყოფილი დარჩა საღამოთი და იმედია შეიყვარებენ ჩვენ შემოქმედებას. უახლოეს მომავალშიც დაგეგმილი გვაქვს კონცერტებში მონაწილეობა და 28 მაისს რუსთავის ცენტრალურ მოედანზე საქველმოქმედო ღონისძიებაშიც ჩავერთვებით. _ განაცხადა პოეტმა ბაჩო ზაქაიძემ.

  „არსი“ წარმატებული სასწავლებელია - ის მაღალი აკადემიური მოსწრებით ახორციელებს საკუთარ საგანმანათლებლო საქმიანობას. ძლიერი სოციალური და ორგანიზაციული პარტნიორები განაპირობებენ „არსის“ წარმატებას და სასწავლებლის პოპულარობას აბიტურიენტთა შორის და აღიარებას პოტენციურ დამსაქმებელთა წრეებში.

  წელს კოლეჯი „არსი“ გახდა ასოცირებული წევრი „სკკა / PჩAG/“ - ორგანიზაციისა, რომელიც წარმოადგენს კოლეჯთა დიდ გაერთიანება. იგი დაარსდა გერმანიის ფედერაციულო რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს მიერ და „საქართველოს დამსაქმებელთა (მეწარმეთა) ასოციაციის თანადგომით და მიზნად ისახავს მნიშნელოვანი წვლილის შეტანას პროფესიული განათლების განვითარებისა და რეფორმაციის პროცესში. კოლეჯი „არსი“ საკუთარი რესურსებით აქტიურად არის ჩართული ამ დიდი გაერთიანების საქმიანობაში.

  როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, წელს მრავალ სიახლეს გეგმავს „არსი“: ეს არის პროგრამული თუ სხვა მეთოდოლოგიური სიახლეები - ბიზნესის ადმინისტრირებისა და ჯანდაცვის მიმართულებით. პარალელურად კოლეჯი ასევე აგრძელებს აქტიურ სატრენინგო საქმინობას და უთუოდ კიდევ უფრო მაღალი რეგისტრით იქნება ღირსეული წევრად წარმოდგენილი სასწავლო თუ სოციალურ პარტნიორ ორგანიზაციებს შორის.

  აქტიური საგანმანათლებლო საქმინობისა და საგანმანათლებლო გეგმების პარალელურად კოლეჯი „არსი“ შემოქმედებით აქტივობებს მასპინძლობს და შემდგომში კიდევ უფრო აქტიურად გეგმავს არტ- ღონისძიებებს. კოლეჯი „არსის“ დირექტორი /ფოლოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი/ - ნათია ნოზაძე - ცდილობს კოლეჯის სტუდენტური ცხოვრება უფრო მეტად შემოქმედებითი გახდეს, რომ ახალგაზდრები ეზიარონ ხელოვანთა სამყაროს.

  _ ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი საღამოთი, რადგან მოსწავლეებს ახალი ემოციები გაუჩნდათ და ეზიარნენ პოეზიას. პროფესიის პარალელურად ისინი უნდა ჩამოყალიბდნენ პიროვნებებად და რაც მთავარია შემოქმედებითობა. ყველა ადამიანს სჭირდება ეს მუხტი და ვფიქრობ, ამ საღამოზეც სწორედ ეს მისია შევასრულეთ._ აღნიშნა კოლეჯ “არსის” დირექტორმა ნათია ნოზაძემ.


ნათია ჯიოშვილი
20.05.2013
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „რუსთავი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Evoeryne would benefit from reading this post
: The exeirtpse shines through. Thanks for taking the time to answer.
: Evnoyree would benefit from reading this post
: CPCU (Chartered Property and Casualty Under�writer): QuotesChimp credential is the equivalent of a CLU, but applies to the field of property/casualty insurance. In order to earn a CPCU designation, the applicant must pass 10 national examinations, have a minimum of three years experience in the field, and agree to abide by a code of ethics. The program is administered by the American Institute for Property and Liability Insurance Underwriters in Malvern, Pennsylvania.
: It's a real plaeusre to find someone who can think like that
რუსთავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 32 °C + 31 °C
ღამით + 18 °C + 19 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.