მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
"კეთილსოფელმა" ტურნე რუსთავიდან დაიწყო

  28 მაისს რუსთავის ცენტრალურ მოედანზე ახალგაზრდა ხელოვანთა გაერთიანებისა და ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.

  ღონისძიების ჩატარების იდეა ფონდ "კეთილსოფელს" ეკუთვნის, რომელმაც საქველმოქმედო საღამოების ტურნე სწორედ რუსთავიდან დაიწყო და უახლოეს მომავალში მთელი საქართველოს შემოვლას გეგმავს.

  მათი მიზანია კეთილსოფლის აშენება, სადაც მზრუნველობამოკლებული ბავშვები ხანდაზმულები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები იცხოვრებენ.

  ღონისძიებაში მონაწილეობას არაერთი ცნობილი მომღერალი და პოეტი იღებდა. მათ შორის გია ნიკოლაძე(ნიკოლშოუ), ჯგუფი ფრანი, ოთო ბერიშვილი, დები ზვიადაურები, დები გოგოჭურები, თბილი სი, გიორგი დათიაშვილი, ანსამბლი ბარძიმი, ანსამბლი ჰერულა და პოეტები _ მიშო ტყებუჩავა (მებაღე), ნიკა ნორიელი და თინათინ რეხვიაშვილი. თბილისელ ხელოვანებს მასპინძლობა გაუწიეს ჯგუფმა `რეგიონმა` და მეცამეტე თვის პოეტებმა.

   მონაწილეები კონცერტის დაწყებამდე მოხუცთა სახლ "ქსენონშიც" იმყოფებოდნენ და მის ბენეფიციარებს საკუთარი შემოქმედება გააცნეს.

     რაც შეეხება თავად ღონისძიებას, მოლოდინი გაამართლა. მონაწილეებმა ნამდვილი პოეზიისა და მუსიკის ზეიმი მოაწყვეს და მსმენელიც აიყოლიეს. მაყურებელი განსაკუთრებით ღონისძიების მიწურულს გააქტიურდა, როცა სცენაზე რუსთაველი პოეტები ავიდნენ, რასაც ნიკოლშოუს ცნობილი ჰიტები მოყვა ...

   ნიკა ნორიელი, პოეტი:

  _ კეთილსოფელი არის ცოცხალი პროექტი, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერს შეუძლია. მისი შექმნის იდეა დაებადა მიხეილ ტყებუჩავას და გია ნიკოლაძეს და შემდეგ შევუერთდი მეც.

  ჩვენი მიზანი არის, რომ ყველამ ერთად ავაშენოთ სოფელი რომელსაც დაერქმევა - კეთილსოფელი, სადაც ხანდაზმულები, მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და სხვანი - ყველანი ერთად ვიქნებით ერთი დიდი სიყვარულის ოჯახი... პირველი კონცერტი ჩატარდა ქალაქ რუსთავში და ახლა მივდივართ კახეთში, შემდეგ კი მთელ საქართველოს შემოვივლით. დღევანდელ კონცერტზე მაყურებელში ჩამოტარდა ყუთები და ის თანხა, რომელიც შეგროვდა შემდეგ გადაეცემათ ან მოხუცებულებს ან ბავშვებს.

  გაგა ჩიხლაძე, “ფრანის” სოლისტი:

  _ შეიძლება ბევრს ზღვაში წვეთად მოეჩვენოს ის რასაც ჩვენ ვაკეთებთ, თუმცა ვეცდებით კიდევ ერთი სოფელი შევმატოთ საქართველოს, რომელიც აუცილებლად იქნება კეთილი. იმედია, ღმერთი დაგვეხმარება. ტურნე გრძელდება და ყველა კონცერტში მივიღებ მონაწილეობას.

  მეცამეტე თვის პოეტები:

 _ ეს პროექტი კეთილი საქმის საკეთებლად არის შექმნილი და ჩვენც მეცამეტე თვის პოეტები ყოველთვის გვერდში დავუდგებით ნებისმიერ ხელოვანს, რომელიც ქველმოქმედებს ეწევა. კეთილსოფელი აუცილებლად უნდა გახდეს უფრო ფართომასშტაბური ღონისძიება, რადგან ეს ხალხი კარგ საქმეს აკეთებენ. მოხარულები ვართ, რომ ჩვენს მშობლიურ რუსთავში ამ პროექტის მასპინძლები ვიყავით და შესანიშნავი საღამო ვაჩუქეთ რუსთაველებს.


ნათია ჯიოშვილი
04.06.2013
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „რუსთავი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Thninikg like that shows an expert at work
: I read your post and wished I'd writetn it
რუსთავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 35 °C + 36 °C
ღამით + 22 °C + 22 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.