მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
“ხალიბს” სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლის წოდება მიენიჭა

 საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითმა კავშირმა ანსამბლ “ხალიბს” სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლის წოდება მიანიჭა.

  აღნიშნული გადაწყვეტილება კავშირმა გამგეობის წევრებთან შეთანხმების საფუძველზე მიიღო. ეს სტატუსი რუსთავში მოღვაწე ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლმა მრავალწლიანი წარმატებული მოღვაწეობის შედეგად მოიპოვა.

  “ხალიბის” ხელმძღვანელებს და მოცეკვავეებს სახალხო ანსამბლის წოდების დამადასტურებელი მოწმობა რუსთავის თეატრში საზეიმო ვითარებაში გადაეცა.

  მნიშვნელოვანია, რომ ანსამბლმა “ხალიბმა” 58 წლიანი წარმატებული მოღვაწეობის მანძილზე სახალხო ანსამბლის წოდება უკვე მეორედ მიიღო. პირველად აღნიშნული სტატუსი 1990 წელს მიენიჭა, მაშინ ანსამბლს ტარიელ ქუსიკაშვილი და ავთო ძნელაძე ხელმძღვანელობდნენ.

  წელს კი საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის გადაწყვეტილებით უკვე სანიმუშო ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის წოდება `ხალიბმა” გოდერძი მანჯაფარაშვილის და ჯული ბადაგაძის ხელმძღვანელობის დროს მიიღო.

  შეგახსენებთ, რომ სახალხო წოდებას ანსამბლი იმ შემთხვევაში იღებს თუ ის საკუთარ ქალაქში სტაბილურად მოღვაწობს. განსაკუთრებული ყურადღება კი ანსამბლის შემოქმედებით მხარეს ექცევა, თუ რამდენად მრავალფეროვანი რეპერტუარი აქვს, ერთ ერთი კრიტერიუმი დამსახურებებიც იყო.

  როგორც ცნობილია, “ხალიბს” მრავალწლიანი ისტორიის მანძილზე არაერთი წარმატებისთვის მიუღწევია. ანსამბლი 1991 წლიდან აქტიურად იღებს მონაწილეობას როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ სხვადასხვა კონკურს_ ფესტივალებში. მშობლიურ ქალაქში კი ყოველთვის საპრიზო ადგილებით ბრუნდებობდნენ.

 

გოდერძი მანჯაფარაშვილი ქორეოგრაფიულ ანსამბლ ‘’ ხალიბის’’ სამხატვრო ხელმძღვანელი, ქორეოგრაფი:

  _ `ხალიბი” ერთი თვის წინ წარადგინეს სახალხო ანსამბლის წოდებაზე. წარდგენის დროს ითვალისწინებდნენ ანსამბლის სტაჟს და მის სტაბილურ მოღვაწეობას. ყურადღება მიექცა ასევე ანსამბლის მონაწილეობას საერთაშორისო და ადგილობრივ კონკურს ფესტივალებში. სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით წარგვადგინა საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითმა კავშირმა სანიმუშო საბავშვო სახალხო ანსამბლის წოდებაზე, რის შემდეგაც შესაბამისმა კომისიამ განიხილა ანსამბლის მონაცემები და მოგვენიჭა სახალხო ანსამბლის სტატუსი. ეს წოდება ჩვენი შემოქმედების დაფასებაა, რომელიც ამ წლების განმავლობაში სტაბილური და თავდაუზოგავი შრომის შედეგად მოვიპოვეთ. ამ სტატუსის ტარება ანსამბლისთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ეს წოდება ჩვენ უკვე საშუალებას გვაძლევს მივიღოთ მონაწილეობა მსოფლიო ფესტივალებში ისე რომ აღარ დაგვჭირდეს არანაირი შემოწმება.

  თეონა დემეტრაშვილი, "ხალიბის” მოცეკვავე :

 _ ძალიან გახარებულები ვართ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს წოდება. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი თავდაუზოგავი შრომის ფასად მოვიპოვეთ. ვულოცავ, თითოეულ ჩვენ ანსამბლის წევრს ამ წარმატებას.

  აღსანიშნავია ისიც, რომ ანსამბლი ამჟამად საზაფხულო ტურნესთვის ემზადება. “ხალიბის” მოცეკვავეები თურქეთში კერძოდ კი ქემერში კულტურულ პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას. შემოდგომაზე კი ანსამბლი რუსთავში სოლო კონცერტს გამართავს.


ნათია ჯიოშვილი
11.06.2013
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „რუსთავი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: I could read a book about this without finding such real-world apecsarhpo!
რუსთავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 16 °C + 17 °C
ღამით + 3 °C + 4 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.