მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
2010.05.27    ქეშ & ქერი უკვე საქართველოშია
2010.04.21    სანახევროდ გაკეთებული საქმე -- რაში დაიხარჯა დონორთა მილიონები?!
„დევნილები ძალიან კმაყოფილები არიან. ახლა, ბინების მათთვის საუთრებაში გადაცემა დავიწყეთ,“ - ეს კომენტარი დევნილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა, ფოთში, მთავრობის გასვლითი სხდომის დასრულებისას გააკეთა. მინისტრმა ფოთში ორი დღე დაჰყო. სუბელიანმა რამდენიმე ობიექტი მოინახულა, სადაც დევნილთა განსახლების სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. მცდელობის მიუხედავად, განსხვავებით ცენტრალური ტელევიზიებისაგან, ჩვენი გაზეთისათვის მინისტრმა ზემოთქმულის გარდა, კომენტარი აღარ გააკეთა.
2010.03.04    დევნილები სტატუსის გარეშე -"ჰაერის მოქალაქეები" დახმარებას ითხოვენ
კარბაუსკარების 5-სულიანი ოჯახი აფხაზეთიდან უკვე 16 წელია დევნილია, მაგრამ დღემდე დევნილებისთვის განკუთვნილი ფულადი დახმარება არ მიუღიათ. ამ ხნის განმავლობაში ოჯახს არც სხვა სახის დახმარება მიუღია, რასაც ჩვეულებრივ დევნილები იღებდნენ. ამ ხნის განმავლობაში კარბაუსკარებმა ვერ მოახერხეს, რომ მათთვის სახელმწიფოს დევნილის სტატუსი მიენიჭებინა. დღეს ეს ოჯახი ზუგდიდში, ჭითაწყარის დასახლებაში, უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
2009.12.30    "თავისუფალი სიტყვის” ანგარიში მკითხველს
"თავისუფალმა სიტყვამ” განვლილი ერთი წელი და მუშაობის შედეგები 2009 წლის გაზეთების არქივის გადახედვით შეაფასა. საგაზეთო პუბლიკაციების მიხედვით, გასული წელი საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა ჩვენი ჟურნალისტებისთვის. ამ ხნის განმავლობაში იყო როგორც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშემშლელი ფაქტები, ისე მუქარისა და პროვოკაციის მცდელობები. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ბოიკოტის რეჟიმში გვიწევდა მუშაობა, "თავისუფალმა სიტყვამ” არაერთი ჟურნალისტური გამოძიება, მოკვლევა და საბიუჯეტო მონიტორინგი განახორციელა. იყო ექსკლუზიური ინტერვიუები, ვწერდით პოლიტიკურად და ეკონომიკურად აქტუალური თემების დეტალებზე.
2009.12.30    ბარიერი ენერგოკომპანიასა და მოსახლეობას შორის
რედაქციაში რამდენიმე მოქალაქემ ენერგოკომპანიასთან დაკავშირებით ერთი და იმავე პრეტენზიით მოგვმართა და გვთხოვა დაგვეზუსტებინა ე. წ. დეპოზიტების ბედი. საქმე ეხება მოსახლეობის მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ვადაგადაცილებული გადასახადის შემთხვევაში დაკისრებულ წინმსწრებ გადასახადს, რაზეც მაშინ მოსახლეობას განემარტა, რომ წლის ბოლომდე აღნიშნული თანხა ჩაეთვლებოდათ გადახდილად.
2009.12.21    რა მიზნით მიდიოდნენ პოლონეთიდან სტრასბურგისაკენ არალეგალი ემიგრანტები?
როგორც ჩანს, წინა ნომრებში პოლონეთის ლტოლვილთა ბანაკებში ქართველ ემიგრანტთა მოზღვავებასა და იქედან ევროპის სხვადასხვა ქალაქებში გადასვლის ფაქტებზე შემთხვევით არ გავამახვილე ყურადღება. ახალი ნომრის გამოსვლამდე პოლონეთიდან შემაშფოთებელი ინფორმაცია მივიღეთ.
2009.12.04    "ამ მთავრობამ სიკვდილი მომანატრა"
ხელისუფლებამ იძულებით გადაადგილებული პირები ორად დაყო - 1993 წლის და 2008 წლის დევნილები. მოქმედი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული ჯერ იმ დევნილებზე ზრუნვაა, რომლებიც მათი ხელისუფლების ჟამს გახდნენ დევნილები. სახლ-კარი 16 წელია ლეილა კაკუბავას ოჯახმა დაკარგა. ისინი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ. ლეილა კაკუბავამ `თავისუფალ სიტყვას` დახმარებისათვის მიმართა.
2009.12.04    ბაზარი - ფულის შოვნა დაუცველი ადამიანების ხარჯზე
ბაზარში ყოველდღიური მოთხოვნილების უამრავი პროდუქტი იყიდება. იქ მისულმა ადამიანმა თავი უნდა იგრძნოს, ერთი მხრივ, კომფორტულად მაღალი დონის მომსახურებით და მეორე მხრივ, დაცულად იმ თვალსაზრისით, რომ აქ შეძენილი პროდუქცია ხარისხიანი და მისი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო უნდა იყოს. შესაბამისად გარემო, სადაც ეს პროდუქტები იყიდება, უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ ჰიგიენურ მოთხოვნებს.
2009.12.04    ინციდენტი ზუგდიდში პრეზიდენტის ვიზიტისას
უკანონოდ მომექცნენ ამის თქმა მინდოდა მისთვის. არაერთხელ მივმართე წერილით ამის შესახებ პრეზიდენტს, მაგრამ არანაირი რეაგირება არ ყოფილა. პრეზიდენტთან განცხადება 5-ჯერ მაქვს შეტანილი, სამჯერ პირადად მაქვს წერილი გადაცემული, მაგრამ ყურადღებას არავინ არ მაქცევს, აი ამის თქმა მინდოდა პრეზიდენტისათვის. უნდა მეთქვა რაც ხდება მის ირგვლივ, მაგრამ ვინ მომისმინა?!
2009.12.04    დევნილების მდგომარეობა კვლავ გაურკვეველია
ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებული მოვლენების შედეგად მოსახლეობის გარკვეული ნაწილი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი ადგილები. ამჟამად, საქართველოში რეგისტრირებულია 225 ათასზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან. არსებული მონაცემებით, მათგან 45% ცხოვრობს კოლექტიურ ცენტრებში, ხოლო დანარჩენი 55% - ინდივიდუალურად...
2009.11.11    კორუფცია სკოლაში!
ახალი სასწავლო წლის დაწყებას ფოთის მეორე საჯარო სკოლა ახალი იერსახით შეხვდა, რამაც მშობლებში სიხარულისა და უკმაყოფილების გრძნობა ერთდროულად გამოიწვია. სიხარულის გრძნობა გაუმჯობესებული პირობების გამო, ხოლო უკმაყოფილება სკოლის სამეურვეო საბჭოს გადაწყეტილებით იყო განპირობებული _ მოსწავლეების მიერ ფულის შეგროვება.
2009.11.10    "მიკროდაფინანსება კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებისთვის" - სამეგრელოში წარმატებით მუშაობს
პროექტი "მიკროდაფინანსება კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებისთვის" სამეგრელო ზემო-სვანეთში, შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში მცხოვრები მცირე მეწარმეების, ქალებისა და იძულებით გადაადგილებული პირების საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა. პროექტს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში ევროკავშირი აფინანსებს.
2009.10.01    პატარა გვანცა - მუდმივი კარცერიდან
გვანცა ცინცაძე, რაც დაიბადა სულ დევნილია.არადა, მხოლოდ 4 წლისაა. მძიმ ეპირობებში ცხოვრების გამო ორჯერ ფილტვების ანთება გადაიტანა, წინ კიდევ ცივი ზამთარი ელოდება და სუსხი კიდევ ერთხელ გამოცდის მის ჯანმრთელობას.ფოთი არ არის დიდი ქალაქი, მაგრამ არც მერიის ფანჯრებიდან ცანს გვანცას სახლი. ამიტომ გვინდა მოგითხროთ დევნილებზე, რომლებსაც სამშობლომ 16-წლიანი ''კარცერი მიუსაჯა.
2009.09.16    კალინინგრადის სახელობის ხიდი ფოთში
ფოთს თორმეტი დაძმობილებული ქალაქი ჰყავს. ერთ-ერთია კალინინგრადი. თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი 2001 წლის დეკემბერში მოეწერა. ხელშეკრულების ვადა 5 წელია. იქვე მითითებულია, რომ "ვადა შეიძლება ავტომატურად გაგრძელდეს მომდევნო ხუთი წლით, თუ არც ერთი მხარე არ გააკეთებს განცხადებას მის შეწყვეტაზე." ასეთი რამ კი არ მომხდარა და 2006 წელს შეთანხმება გაგრძელდა 2010 წლამდე.
2009.09.16    დევნილთა განსახლების გეგმის ხარვეზები
იძულებით გადაადგილების შესახებ გაერო-ს 1998 წლის სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოების უპირველესი მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, შექმნან პირობები და უზრუნველყონ საშუალება, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს შესაძლებლობა მიეცეთ, დაბრუნდნენ საკუთარი ნებით, უსაფრთხოდ და ღირსეულად თავიანთ სახლებში, ან ნებაყოფლობით, ხელახლა განსახლდნენ ქვეყნის სხვა ნაწილში.
<<  123 >>
ზუგდიდი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 34 °C + 34 °C
ღამით + 22 °C + 22 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.