მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
2010.05.03    ზუგდიდში მკვლელობის მოწმეები პოლიციამ დააშინა
17 აპრილს, ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში პოლიციის უმცროსი ინპექტორის იროდიონ (ირაკლი) შელიას ტაბელური იარაღიდან გასროლილმა ტყვიამ 60 წლის ნუგზარ მანია იმსხვერპლა. იროდიონ შელია ამჟამად დაკავებულია, მას ორთვიანი აღმკვეთი ღონისძიება აქვს შეფარდებული. მომხდარს ზუგდიდის რაიონული პროკურატურა იძიებს. საქმე საქართველოს სს კოდექსის 116-ე მუხლითაა აღძრული, რომელიც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს და თავისუფლების შეზღუდვას ვადით ხუთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე ითვალისწინებს.
2009.12.22    თემურ ფაჩულია თაღლითობისთვის დააკავეს
თსუ ფოთის ფილიალის ყოფილი რექტორი, წინა მოწვევის საკრებულოს წევრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, თეიმურაზ ფაჩულია, რომელიც ბოლო პერიოდში ქვეყანაში გამართულ საპროტესტო აქციებში იღებდა მონაწილეობას და პოლიტიკურ განცახდებებსაც საკმაოდ ღიად აკეთებდა, სამართალდამცავებმა თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. ფაჩულიას წინააღმდეგ სარჩელი, ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსის, ბიზნესმენის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი კახა ლატარიას მეუღლემ მარინე ლატარიამ შეიტანა.
2009.09.16    ფოთის წყალკანალის ყოფილი უფროსი საპროცესო გარიგებას ითხოვს
შპს “ფოთის წყალკანალის” ყოფილი დირექტორის, ვლადიმერ მსხილაძის სასამართლო პროცესზე მისი ახლობლები და ყოფილი თანამშრომლები სხდომათა დარბაზში შესაღწევად რიგში იდგნენ. პროცესი ორი საათის დაგვიანებით დაიწო და 10წთ-ში დასრულდა.
2009.09.16    საეჭვოდ დაცული ჟურნალისტის უფლება
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 11 სექტემბერს ხმაურით დამთავრდა მიმდინარე წლის 11 მარტს დაკავებულ ვლადიმერ ვახანიას სასამართლო პროცესი, რომელსაც სს კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლა) და სს კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (იარაღის უკანონო შეძენა ან შენახვა) 4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. რამდენიმე დღით ადრე კი, პოლიციამ ვახანიას მეზობელი, ჯამბულ ჩიქოვანი დააკავა, რომელმაც, სამართალდამცავთა მტკიცებით, ჩვენება შეცვალა.
2009.07.30    კონფლიქტის ზონა - აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი არ ჩაუკეტავთ
ნაციონალური ტელეარხებისა და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლის ინფორმაციები ერთმანეთს არ ემთხვევა. ბოლო დღეების განმავლობაში ქართული ტელევიზიების საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვის და კონტროლის გამკაცრების შესახებ.
2009.07.30    ფოთელი მაღალჩინოსანი პოლიციელის შვილი ყაჩაღობისთვის დააკავეს
რატომ ასაიდუმლოებს პოლიცია ახალაიას დაკავების ფაქტს? 17 წლის გიორგი ახალაია, რომელიც შსს ფოთის საქალაქო სამმართველოს, მალთაყვის უბნის ქვეგანყოფილების პოლიციის უფროსის, ამბროს ახალაიას შვილია, სენაკის პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით დააკავა.
2009.07.30    დაკავებულის დედა ღამეებს ციხის კარებთან ათევს
ლილი კალანდია - "თუ რაიმე დამემართება, ყველამ იცოდეს, რომ ეს სამხარეო პოლიციის თანამშრომლის ჩადენილი იქნება." 12 ივლისს, გამთენიისას, ზუგდიდის მკვიდრი ბაადურ შენგელია, საკუთარ სახლში სამართალდამცავებმა დააკავეს. ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, მოსამართლე ნატო აკობიამ ბრალდებულს...
2009.07.29    ფარმაციის ბნელი მხარე, ანუ ფარმა-მაფია ქართულად
საქართველოს მოსახლეობამ არ იცის რა წამლებს სვამს. ფარული გარიგებისა და კორუფციის ნიშნები ქართულ ფარმაცევტულ ბიზნესში. ოლიგოპოლიური ფარმაცევტული ბაზარი საქართველოში, მოქალაქის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯის 48% წამლებზე
2009.07.14    აფხაზეთში ადგილობრივები ქართული პირადობის მოწმობითაც გადადიან
აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან სამი ძირითადი (რუხი, განმუხური, ფახულანი) და რამდენიმე შემოვლითი გასასვლელია. ამ დროისათვის, ყველა მათგანი გახსნილია და ზუგდიდიდან გალის რაიონის სოფლებისაკენ ავტობუსებიც კი გადადიან. ე.წ. საზღვრის გამაგრების სამუშაოები...
2009.07.14    მსხილაძის დაკავების რეალური მიზეზები
9 ივლისს, სამხარეო პროკურატურამ შპს „ფოთის წყალკანალის" უფროსი, ვლადიმერ მსხილაძე და შპს „ქემაილის" დირექტორი, გიორგი მოდებაძე დააკავა. მათ პროკურატურა სახელმწიფო თანხების არამიზნობრივად გამოყენებასა და მითვისება-გაფლანგვას ედავება...
2009.06.29    სადაზღვევო კომპანია "ირაო” ნაკისრ ვალდებულებას ვერ ასრულებს
თვითმმართველი ქალაქ ფოთის ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და დევნილთა სამსახურმა "სოციალურად დაუცველი მოქალაქეების სამედიცინო პროგრამის" განხორციელებისთვის ტენდერი მიმდინარე წლის 19 მარტს გამოაცხადა, რომელშიც რამდენიმე სადაზღვევო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, ხოლო თვითმმართველობამ ფასთა კვოტირების...
ზუგდიდი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 12 °C + 12 °C
ღამით + 7 °C + 6 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.