მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
2009.12.30    ფოთის `კოლხეთის” ახალი მწვრთნელიც გოროზიამ შეარჩია
საფეხბურთო გუნდი `ფოთის კოლხეთი” 2006 წელს საფეხბურთო სკოლების კონტინგენტისგან ჩამოყალიბდა. გუნდის მთავარი მწვრთნელი ზაზა ინიაშვილი იყო, დახმარებას უწევდნენ ნუგზარ მთვარაძე და დათო მახარაძე, მეკარეებთან მუშაობდა მამუკა გვასალია. როგორც ცნობილი გახდა, გუნდს ახალი წლიდან ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ “ბაიას” მწვრთნელი ბესო შეროზია უხელმძღვანელებს. ხელშეკრულება კლუბ `კოლხეთის" ხელმძღვანელობასა და შეროზიას შორის უახლოეს მომავალში გაფორმდება. კონკრეტულად როდის შეუდგება საქმიანობას ახალი მწვრთნელი, ამის შესახებ ინფორმაციას არც კლუბში, არც თვითმმართველობაში და არც სპორტის სამსახურში არ ფლობენ.
2009.12.04    ფოთელი მსოფლიო ჩემპიონი
18 წლის იაგო სორდია თურქეთში გამართულ კარატის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილის მფლობელი გახდა და 2009 წლის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, იგი მედლითა და დიპლომით დააჯილდოვეს. თურქეთში ბოდო ფედერაციის მიერ ჩატარებული ჩემპიონატი, სადაც კარატეს ყველა სახეობა ერთადაა არეული, 8-9-10 ოქტომბერს ჩატარდა და მასში 15 ქვეყნის სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას.
2009.10.06    დაგვიბრუნეთ ფეხბურთი!
ფოთში ფეხბურთს ძალიან უჭირს. უსახსრობის თუ კიდევ სხვა მიზეზით, აქაურმა ფეხბურთმა პოპულარობა, სტადიონმა კი მაყურებელი დაკარგა.ქალაქის მერი ვანო საღინაძე გულშემატკივარს ჰპირდება, რომ უახლოეს ხანში, ინკოგნიტო ბიზნესმენის დახმარებით, ფოთს კვლავ ძლიერი საფეხბურთო კლუბი ეყოლება. თუმცა, წინ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია და ... ამ დროს პოლიტიკოსებს ყველაზე მეტად არ დაეჯერებათ.
ზუგდიდი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 12 °C + 12 °C
ღამით + 7 °C + 6 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.