მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი: ”ვერ წარმოვიდგენდი, რომ რუსეთი, ეს უზარმაზარი სამხედრო მანქანა, იკადრებდა და მშვიდობიან ქალაქს დაბომბავდა”

თემურ წურწუმია, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი:

- შარშანდელი შემთხვევა იყო რუსეთის მხრიდან უსინდისო ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში. ეს იყო აგრესია, რომელიც უზარმაზარი სამხედრო პოტენციალის ქვეყანამ, ათასჯერ მცირე შესაძლელობების ქვეყანაზე განახორციელა. ჩვენ უზარმაზარი მსხვერპლი გავიღეთ და საქართველოს ხელისუფლების გამტყუნება იმაში, რომ მან მტერს საპასუხო დარტყმები მიაყენა, გაუგებარია. ხელისუფლების უმოქმედობის შემთხვევაში, ალბათ, წამოვიდოდა კრიტიკის მეორე ტალღა.

- გავრცელებული ინფორმაციით, დაბომბვის წინ, პორტში, გამოიძახეს დამატებითი ცვლა და  დაიჭირეს გარკვეული თადარიგი. ხელისუფლებამ რატომ არ მიიღო ზომები?

- რუსეთის მხრიდან დანარჩენ რეგიონებში მიმდინარე აგრესიული ქმედებების შემდეგ, ეს ალბათ, პორტის ადმინისტრაციის ბუნებრივი ზომები იყო. დაბომბვის დაწყება ჩემთვის თავზარდამცემი იყო. ვერ წარმოვიდგენდი, რომ რუსეთი, ეს უზარმაზარი სამხედრო მანქანა იკადრებდა და მშვიდობიან ქალაქს დაბომბავდა. მათ სულ სხვა ისტორიული ურთიერთობა აკავშირებდათ ჩვენთან, სხვასთან შეიძლებოდა ეკადრებინათ, მაგრამ საქართველოსთან - არა!

- რუსებს მეტიც უკადრებიათ. ჩვენმა ხელისუფლებამ რატომ დატოვა მოსახლეობა ტელევიზორისამარა. არ გაკეთებულა არც ერთი განცხადება, როგორ უნდა ემოქმედა ხალხს, ზოგი გარბოდა, ზოგი საკვებს იმარაგებდა, ელოდნენ ახალ თავდასხმასაც...

- ამერიკის პრეზიდენტის პოზიციას ვიტყვი, ჩვენ არ ვართ მეომარი და აგრესორი ქვეყანა. მთელი ჩვენი განვითარების ისტორია ადასტურებს, რომ საქართველო მუდამ თავდაცვით და ტერიტორიის დაცვით ბრძოლებში იყო, მაგრამ ამას სჭირდება მზადყოფნა. ამერიკა უნდა დაგვეხმაროს ჩვენ, რომ გავაძლიეროთ ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო პოზიციები ჩვენს არმიაში. ესაა ჩვენი პასუხი. დიდი გაბედული ნაბიჯია, რომ ჩვენ გვაქვს ევროატლანტიკური კურსი აღებული.

- გეკითხებით იმაზე, რომ არ არსებობს სამოქალაქო თავდაცვის სისტემა და ადამიანებმა არ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ.

- ამ მხრივ, ჩვენთვის ყველაზე კარგი მაგალითი, ისრაელის სახელმწიფოა, სადაც, საომარი მოქმედებების ათობით წელმა მოქალაქეებს გამოუმუშავა საომარ პირობებში არსებობისა და ცხოვრების წესი.

- ომისშემდგომ თუ მიმდინარეობს რაიმე მუშაობა ამ კუთხით?

- ამჟამად არის სამაშველო სამსახურები, რომლებიც ამისთვისაა მოწოდებული, მათ დებულებაშიც უწერიათ და უნდა ეწეოდნენ კიდეც ამ საქმიანობას.

- ინფორმაციის ნაკლებობა ხელს უწყობდა პანიკის დათესვას.

- თავიდან იყო პატარა პანიკური მომენტი. განსაკუთრებით, მაშინ, როცა ხელმეორედ შემობრუნდა თვითმფრინავები და გემებმა გახსნეს ცეცხლი. ამის შემდეგ, მე ვიტყოდი, რომ ქალაქში აბსოლუტურად ემორჩილებოდა მოვლენები კონტროლს. მაშინ იყო პანიკის გავრცელების მომენტები, დაცალეთ ქალაქი, გაიყვანეთ ბავშვები და ა.შ. ბინები იცლებოდა. მე კი სპეციალურად დავტოვე ჩემი ოჯახი და შვილები, იმის ნიშნად, რომ ქალაქი არ უნდა დაცლილიყო.
 
P.S.  ქალაქში დიდი ხნის ძებნის შემდეგაც ვერ მოვიძიეთ სამსახური, რომელიც დეპუტატის სიტყვებით რომ ვთქვათ, "სამოქალაქო თავდაცვის კუთხით მუშაობს და დებულებაშიც უწერიათ ეს". სამოქალაქო თავდაცვის უწყება, ქალაქში რამდენიმე წელია გაუქმებულია. 2006-2007 წლებში კი ადგილობრივ ბიუჯეტში უწყებისთვის 37 ათას ლარამდე იყო გათვალისწინებული. ქალაქში მხოლოდ სამაშველო სამსახური ფუნქციონირებს, ისიც"სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური," ანუ ძველი სახანძროა, რომელსაც მართალია, დაფინანსება გაუზარდეს (2009 წელს - 300 000 ათასი ლარი), მაგრამ რაიმე თავდაცვითი ფუნქციით არ აღუჭურვავთ და არც დებულებაში შესულა ცვლილება. როგორც აქ განმარტავენ, მათი სპეციალური გადამზადება არც ომის შემდეგ მომხდარა. ერთადერთი ოპერაცია, რომელშიც სამსახური ოკუპაციის დღეებში მონაწილეობდა, კატარღების აფეთქებისას გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა იყო.



ნინო თუნთია
10.08.2009
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”თავისუფალი სიტყვა”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Kndlewoge wants to be free, just like these articles!
: Articles like this rellay grease the shafts of knowledge.
: If not for your wriitng this topic could be very convoluted and oblique.
: 20
ზუგდიდი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 21 °C + 24 °C
ღამით + 10 °C + 11 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.