მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
დაგვიბრუნეთ ფეხბურთი!

”თავისუფალი სიტყვა." ფოთში ფეხბურთს ძალიან უჭირს. უსახსრობის თუ კიდევ სხვა მიზეზით, აქაურმა ფეხბურთმა პოპულარობა, სტადიონმა კი მაყურებელი დაკარგა. ქალაქის მერი ვანო საღინაძე გულშემატკივარს ჰპირდება, რომ უახლოეს ხანში, ინკოგნიტო ბიზნესმენის დახმარებით, ფოთს კვლავ ძლიერი საფეხბურთო კლუბი ეყოლება. თუმცა, წინ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია და ... ამ დროს პოლიტიკოსებს ყველაზე მეტად არ დაეჯერებათ.

საფეხბურთო გუნდი - "კოლხეთი 1913" წლების წინ ფოთის ნავსადგურის ბაზაზე შეიქმნა. მას 2006 წლამდე ნავსადგურის ადმინისტრაცია აფინანსებდა, მაგრამ სამი წლის წინ გუნდს დახმარება შეუწყდა და "კოლხეთი 1913", დაიშალა.

ქალაქის მერი, ივანე საღინაძე, რომელიც 2005 წელს საფეხბურთო კლუბის ”კოლხეთი 1913”- პრეზიდენტიც იყო, ამბობს, რომ 2005 წელს ქალაქის ბიუჯეტიდან და სარეზერვო ფონდიდან “კოლხეთი 1913” – ს 500 ათასი ლარი გამოუყო, რაც მხოლოდ ერთი საფეხბურთო სეზონისთვის კმაროდა და ამის შემდეგ გუნდს თანხა აღარ მიუღია. 2005 წელს საღინაძე კლუბის პრეზიდენტობიდან გადადგა და მისი ადგილი კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ ასანიძემ დაიკავა.

2006 წელს "კოლხეთი 1913" უმაღლესი ლიგიდან თანხის გადაუხდელობის გამო გაირიცხა. კლუბის პრეზიდენტი მერაბ ასანიძემ მაშინ ადგილობრივ ხელისუფლებას საყვედურობდა: - "ქალაქმა გუნდს დაპირებული 600 ათასი ლარის სანაცვლოდ, მხოლოდ 364 ათასი ლარი გადმოურიცხა. ჩვენ მთელ ქვეყანაში ყველაზე უღარიბესი გუნდი ვართ. არც ერთ ქალაქში კლუბი ბიუჯეტზე არ არის მიბმული, მაგრამ ფოთში ფულის კეთება ვინც იცის, მას ფული ფეხბურთში ჩასადებად არ ემეტება. ფოთელმა ბიზნესმენებმა კლუბისთვის 7 ათას ლარზე მეტი ვერ გაიმეტეს, მაშინ, როცა ნებისმიერი გუბერნატორი 100 000 ლარს კონცერტისთვის ერთ დღეში დაადებინებდა;” (“თავისუფალი სიტყვა,” #17-13.05.2006.)

ამჟამად ასანიძე ფიქრობს, რომ - "ფეხბურთს მთელ საქართველოში ძალიან დიდი პრობლემები აქვს, მათ შორის ფოთშიც. ფოთის ნავსადგური წლიურად კლუბს მილიონ 200 ათას ლარს აძლევდა, ფოთის ქალაქის ბიუჯეტმა მხოლოდ ერთხელ გადმოგვირიცხა 350 ათასი ლარი. ამასთან სუბსიდიის სახით ბიუჯეტიდან 40 ათას ლარს ყოველ ექვს თვეში ვიღებდით".

როგორც ასანიძე აცხადებს, 1,5 მილიონი, გუნდს არ ეყოფოდა, ვინაიდან კლუბში 550 კაცი იყო გაერთიანებული. მათ კი ხელფასები, კვება, მგზავრობის ხარჯები ესაჭიროებოდათ და თანხაც მხოლოდ ამ ხარჯებს თუ ფარავდა: - "ჩვენ ძალიან დიდი წარმატებები გვქონდა, ერთი კვირის შეკრებილი გუნდით, ბუმბერაზი კლუბები დავამარცხეთ".

2005-2006 წლებში კლუბ "კოლხეთი 1913"-ის მთავარი მწვრთვნელი, სოსო ფილიაც მიიჩნევს, რომ ძლიერი გუნდი ჰყავდა. მისი თქმით, გუნდი მეორე ადგილზე იყო, მაგრამ სამწუხაროდ, უსახსრობის გამო დაიშალა. ფილია დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი ხელისუფლება გუნდის დაფინანსებას არ შეწყვეტდა, მაგრამ ასეთი დირექტივა სამხარეო ადმინისტრაციიდან მიიღეს და კლუბიც უსახსროდ დარჩა: - "ეს ნიშნავს, რომ ფეხბურთი პოლიტიზირებულია, თუ ასე გაგრძელდა სპორტის ეს სახეობა საქართველოში ვერ განვითარდება".

ასანიძეს და ფილიას არ ეთანხმება "კოლხეთ 1913"-ის ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად ახალგაზრდულ გუნდ "კოლხეთის" მწვრთნელი, ზაზა ინიაშვილი: - "1,5 მილიონი ცოტა არ არის. არც გუნდის წარმატებაა მხოლოდ თანხაზე დამოკიდებული, მართალია გუნდის ბიუჯეტი მილიონი ლარი იყო, მაგრამ უმაღლეს ლიგაში ადგილი მაინც ვერ შეინარჩუნა."

ინიაშვილი გუნდის წარუმატებლობას არასწორ მენეჯმენტს აბრალებს: - "მართალია, "კოლხეთი 1913" საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში წარმატებით ასპარეზობდა, მაგრამ საერთაშორისო სარბიელზე ვერაფერს აღწევდა. უეფას თასზე ყველგან დიდი ანგარშით აგებდა".

საფეხბურთო კლუბ "კოლხეთი 1913"-ის ყოფილი ფეხბურთელი დავით მახარაძე ფიქრობს, რომ იმ პერიოდში, როცა კლუბი უსახსრობის გამო თამაშებიდან მოხსნეს, საქართველოს კვალობაზე ერთ-ერთ ძლიერ კოლექტივს წარმოადგენდა.

სპორტული სკოლის ბაზაზე ახალი გუნდი - "კოლხეთი" შეიქმნა. მის მთავარ მწვრთვნელს, ზაზა ინიაშვილს მიაჩნია, რომ პირველი ლიგის დონეზე საწუწუნო არაფერი აქვთ. სხვა საქმეა უმაღლესი ლიგა, სადაც მეტად გამოცდილი ფეხბურთელები და შესაბამისად, მეტი სახსრები სჭირდება. წელს ფოთის გუნდს ადგილობრივი ბიუჯეტი 200 ათასი ლარით აფინანსებს. - "სიტყვიერად დიდი ციფრია, მაგრამ ფეხბურთის გუნდისთვის მინიმალური თანხაა. ადგილობრივი ხელისუფლება ბოლო წელიწად ნახევარია გვეხმარება, აქამდე ბიზნესმენი თემურ ბარქაია გვაფინანსებდა". ბარქაია გუნდს დღესაც ნაწილობრივ აფინანსებს. მიუხედავად იმისა, რომ "კოლხეთს" ფინანსები `კოლხეთი 1913"-ზე ბევრად ნაკლები აქვს, მის მწვრთნელს იმედი აქვს, რომ მცირედი ბიუჯეტით და დიდი ენთუზიაზმით უმაღლეს ლიგაში გადასვლას შეძლებენ.

დღეისათვის სტადიონის ინფრასტრუქტურა მთლიანად მოშლილია. სტადიონმა ფუნქცია დაკარგა. სოსო ფილია ფიქრობს, რომ ის სტანდარტებს არ შეესაბამება და სტადიონი უმაღლესი ლიგის თამაშების გასამართად ლიცენზიას ვერ მიიღებს. ინიაშვილს მიაჩნია, რომ გუნდის გასაძლიერებლად ფეხბურთელს ელემენტარული პირობები მაინც უნდა შეუქმნან.

- "ის რომ დღეს ჩვენი სტადიონი უეფას შესაბამის სტანდარტებს არ ექვემდებარება, ჩვენც კარგად ვიცით. მწყობრიდანაა გამოსული სკამები, ელექტროტაბლო. ერთი სიტყვით, ინფრასტრუქტურა განადგურებულია, მაგრამ ეს უფლებას არ გვაძლევს ხელი ჩავიქნიოთ. პირიქით, ვფიქრობ, რომ ჩვენ მაქსიმალურს გავაკეთებთ და უმაღლეს ლიგაში გადავალთ", - აცხადებს "კოლხეთის" მწვრთნელი.

- "ვფიქრობ, როდესაც გუნდს ამოდენა დაფინანსება ჰქონდა, მაშინ უნდა ეზრუნათ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. დღეს ეს ახალგაზრდებს წინ წაადგებოდათ'', - მიაჩნია დათო მახარაძეს.

ქალაქის მერმა საიდუმლოდ გვითხრა, რომ გამოჩნდა ბიზნესმენი, რომელიც ”კოლხეთს"დააფინანსებს, თუმცა ეს პირი ჯერჯერობით ინკოგნიტოდ დარჩენას ამჯობინებს. რამდენად რეალურია ამ ახალი პროექტის განხორციელება საფეხბურთო წრეებში, ჯერ უცნობია. არავინ იცის, საღინაძის მიერ დასახელებული სპონსორი რეალურად არსებობს თუ არა? შესაძლოა, ესეც მორიგი წინასაარჩევნო დაპირება იყოს. საღინაძე ფოთელებს ჰპირდებოდა, რომ ბერძნებმა გრეიფუტის ტერიტორია იყიდეს და იქაურობას ააშენებენო, რაც მართალი არ აღმოჩნდა. ასევე არავის უნახავს მის მიერ დაპირებული ამუშავებული ქარხანა.

რატომ არ ჰყავს დღეს ფოთს უმაღლეს ლიგაში საფეხბურთო გუნდი? – ამ კითხვით რიგით ფოთელ გულშემატკივრებს მივმართეთ.
გიორგი ლაგვილავა 30 წლის - ”პრობლემა მხოლოდ დაფინანსება არ არის, “კოლხეთზე” ბევრად უფრო ღარიბი კლუბებიც აღწევენ დღეს წარმატებას".

ირაკლი გიგიბერია, 45 წლის - ”კლუბები უნდა გადავიდნენ კერძო მფლობელობაში და უკვე მეპატრონის პრესტიჟი იქნება კლუბის და ფეხბურთის განვითარებაზე ზრუნვა და პირველობისკენ სწრაფვა. ოღონდ ისევ ”თამაშების გაყიდვა" დაიწყეს არაფერი გამოვა. მარტო ფეხბურთელი ვერაფერს გახდება. მენეჯმენტი და სტიმული - ესაა პრობლემა. კლუბს სტადიონი, მწვრთნელი, ეკიპირება სჭირდება და რა თქმა უნდა, ფეხბურთელებთან ფსიქოლოგიური და ფიზიკური მუშაობაა საჭირო. მსოფლიოს კლუბები სანამ თამაშს დაიწყებენ უზარმაზარ დროსა და თანხებს ხარჯავენ ფეხბურთელზე. ჩვენთან კი მგონი ამ მხრივ არაფერი ხდება და ბიჭები მხოლოდ ენთუზიაზმით თამაშობენ."

თენგიზ კუჭავა 55 წლის - "რატომ არ ჰყავს ფოთს კარგი საფეხბურთო გუნდი ყველამ კარგად იცის, ყველაფერი საბოლოოდ მაინც ფინანსებს უკავშირდება. აუცილებელია საბავშვო ფეხბურთი განვითარდეს, რომ შემდეგ ძლიერი გუნდი შეიქმნას. აქ კი ბავშვებს არა აქვს ელემენტარული პირობები. წვიმის დროს სათამაშოდ ხელოვნურსაფარიანი მინდორიც არ აქვთ. ასე თუ გაგრძელდა, ფოთში ფეხბურთი აღარ იარსებებს". 


ნონა გვილავა
06.10.2009
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”თავისუფალი სიტყვა”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: I lireatlly jumped out of my chair and danced after reading this!
: A little rationality lifts the quality of the detabe here. Thanks for contributing!
: This is just the perfect awnser for all of us
: 20
: Very nice site!
: Hello! fffdfcf interesting fffdfcf site!
: DCrkxw
: Very nice site!
: Hello! dgkcafc interesting dgkcafc site!
: Very nice site!
: Hello! dbedaee interesting dbedaee site!
: Very nice site!
: Hello! fddgbbk interesting fddgbbk site!
ზუგდიდი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 12 °C + 12 °C
ღამით + 7 °C + 6 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.