მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
სამეგრელოს გუბერნატორის მოადგილე გაათავისუფლეს


სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ახვლედიანი დაკავებული პოსტიდან გადააყენეს. გუბერნატორის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ახვლედიანმა განცხადება თვითონ დაწერა და მას სხვა სამსახურში გადასვლა სურდა. არადა, ალექსანდრე ახვლედიანი ენგურჰესში სპეციალურად მისთვის შექმნილ ახალ სამსახურში გადაიყვანეს. ახვლედიანი ჰესის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს. 
გუბერნატორ ზაზა გოროზიას მოსვლიდან ალექსანდრე ახვლედიანი გუბერნატორის მოადგილის პოსტს იკავებდა. ის ყოველთვის აქტიურობით გამოირჩეოდა და გუბერნატორის პოზიციას ხშირად ახმოვანებდა. ალექსანდრე ახვლედიანი რეგიონში მედიასთან ურთიერთობითაც გამოირჩეოდა, ის არასდროს ამბობდა უარს ინტერვიუებსა და კომენტარებზე. თუმცა, ახლა გუბერნატორის ყოფილი მოადგილე მედიასთან ურთიერთობაზე უარს ამბობს. ჩვენთან პირად საუბარში ალექსანდრე ახვლედიანი აცხადებს, რომ ის ყოველთვის გულწრფელად ემსახურებოდა თავის საქმეს და ახალ სამსახურშიც იმავეს გაკეთებას გეგმავს. თუმცა, თუ რა მოხდა გუბერნიაში და რატომ მოუხდა მას თანამდებობის დატოვება, ამაზე გუბერნატორის ყოფილი მოადგილე არ საუბრობს და ამბობს, რომ ეს საზოგადოებისთვის უინტერესოა. 
ახვლედიანი განთავისუფლებაზე თუ საუბარს გადაწყვეტს, `თავისუფალ სიტყვას" ექსკლუზიურ ინტერვიუს ჰპირდება.
გუბერნატორის მოადგილის განთავისუფლებაზე კომენტარს გუბერნატორის ადმინისტრაციაშიც არავინ აკეთებს.
ალექსანდრე ახვლედიანს გუბერნატორთან დაპირისპირება თავისი დეიდაშვილის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ალექსანდრე ქობალიას გამო არაერთხელ ჰქონია. ქობალიასა და გოროზიას დაპირისპირებაზე რეგიონში უკვე ღიად საუბრობენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ალექსანდრე ახვლედიანი სწორედ ამ დაპირისპირების მსხვერპლია.



პაატა ლაგვილავა
04.03.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”თავისუფალი სიტყვა”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Reading this makes my decisions esaier than taking candy from a baby.
: 20
: A smlpie and intelligent point, well made. Thanks!
: უკვე სახეზეა ის დაპირისპირება რაც კარგა ხანია მოსალოდნელი იყო...თუმცა ვფიქრობ, რომ ეს დაპირისპირება ზუგდიდსაც ავნებს ამიტომ ჯობია დროულად ”დაამთავრონ”.
ზუგდიდი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 25 °C + 26 °C
ღამით + 10 °C + 12 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.