მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
არბაითერ -სამარიტერ- ბუნდი ბავშვებს საგანმანათლებლო ანიმაციას სთავაზობს
ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის (ECHO) ფინანსური მხარდაჭერით, ორგანიზაცია არბაითერ- სამარიტერ- ბუნდის ორგანიზებით სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის, მიწისძვრის თემაზე საგანმანათლებლო-გასართობი ანიმაცია მომზადდა. შემეცნებითი ტიპის ანიმაციის მთავარი მიზანია ბავშვებს 3 წლის ასაკიდან, მათთვის მარტივად აღსაქმელი ელემენტების გამოყენებით ასწავლოს და დაამახსოვროს, თუ როგორ მოიქცნენ სხვადასხვა ბუნებრივი მოვლენებისა და კატასტროფების დროს, რათა მინიმალურ დონემდე იყოს დაყვანილი რისკის ფაქტორი კატასტროფების დროს.
 

 
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალი პროდუქტის შეთავაზება პედაგოგებისა და ბავშვებისთვის. ახალი ანიმაციით, სახალისო მობილური თამაშებით, რომელიც ასევე მალე შეემატება ჩვენს ნამუშევრებს, ვცდილობთ მარტივად ავუხსნათ სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ის აუცილებელი წესები, რომელიც მნიშვნელოვანია გაითვალისწინონ ბავშვებმა და მოზარდებმა მიწისძვრის და სხვა ბუნებრივი მოვლენის დროს. ანიმაციური ფილმი მოკლე ფორმატისაა და იგი არამარტო სახალისო, არამედ საგანმანათლებლო ხასიათისაცაა. გვჯერა პატარები მალე შეიყვარებენ ჩვენს მთავარ გმირებს და ბევრს ისწავლიან მათთან ერთად." - განაცხადა პროექტის კოორდინატორმა თეონა ჯულუხაძემ.
ანიმაციური ფილმების პირველი ნაწილი „მიწისძვრა", პროექტის ,,ჩვენ მზად ვართ! კატასტროფის რისკის შემცირება საქართველოს საბავშვო ბაღებში" ფარგლებში მომზადდა. იგი არასამთავრობო ორგანიზაცია ASB-საქართველოს ნოვატორული მიდგომაა: მობილური თამაშებითა და სახალისო ანიმაციით მიაწოდოს ინფორმაცია კატასტროფების რისკების შემცირების თაობაზე, როგორც პედაგოგებს ისე ბავშვებს, ხოლო პედაგოგებმა გამოიყენონ მასალა სწავლების დროს. სექტემბრის ბოლოდან ახალი ანიმაცია "მიწისძვრა" ფართოდ მიეწოდება პროექტში ჩართულ საბავშვო ბაღებს. ოქტომბრის თვეში კი სრულიად ახალი სტილის, 3 D ფორმატის ანიმაციის პრეზენტაცია იგეგმება, სადაც უკვე 4 სხვადასხვა ბუნებრივი კატასტროფა იქნება გაერთიანებული და იგი განკუთვნილი იქნება ყველა ბავშვისთვის, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონთათვის.
პროექტი „უსაფრთხოება იწყება ბაღიდან" ხორციელდა „ჩვენ მზად ვართ! კატასტროფის რისკის შემცირება საქართველოს საბავშვო ბაღებში" პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია გაიზარდოს სკოლამდელი ასაკის ბავშვების, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისა და მათი აღმზრდელების დაცულობა და ინფორმირებულობა. პროგრამას ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის (ECHO) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს გერმანული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB).

 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდს: www.asb.ge და გაეცანით ახალ ანიმაციას მიწისძვრის შესახებ: http://asb.ge/ge/page/miciszvra-animacia?%3E 
სოც. მედია:https://www.youtube.com/watch?v=iYmBUF9suJE

 



24.09.2015
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ზუგდიდი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 25 °C + 30 °C
ღამით + 17 °C + 16 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.