მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ბიუჯეტი "უმნიშვნელოდ სრულდება”



  
"უმნიშვნელო შესრულება” _ ასე აფასებენ ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურში 2010 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულებას. ეს მდგომარეობა, ციფრებით ასე გამოისახება: დაგეგმილი 2 მლნ-ის ნაცვლად, 17 მარტის მდგომარეობით, ბიუჯეტის შემოსავალი მხოლოდ 700 000 ლარია, ანუ მიმდინარე წლის არც ერთი თვის ბიუჯეტი არ შესრულდა. 
  ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურში დეფიციტზე საუბრისაგან, ჯერჯერობით, თავს იკავებენ, რადგან იმედოვნებენ, რომ პირველი კვარტლის გეგმა, რომელიც 3,5 მლნ ლარია, მცირედი დანაკლისით, მაგრამ მაინც შესრულდება. 
საინტერესოა, რა თანხებით დაიფარება ადგილობრივი თვითმმართველობის ნაკისრი ვალდებულებები: სახელფასო დავალიანება, მიმდინარე სამუშაოები და გადაუდებელი სოციალური პროგრამები? ქალაქის მერი ვანო საღინაძე ჟურნალისტებთან შეხვედრისას ოპტიმისტურად იყო განწყობილი: `საბიუჯეტო კრიზისზე საუბარი მხოლოდ ჩასაფრებულის პოზიციიდან მაყურებლების საქმეა. ჩვენ გვაქვს ცენტრალური ხელისუფლებისგან გამოყოფილი გამოთანაბრებითი ტრანსფერი, დაახლოებით ნახევარ-მილიონიანი, საიდანაც ხდება ყველა ჩვენი ვალდებულების დაფინანსება. ამიტომ ნუ ვიტყვით, რომ საბიუჯეტო კრიზისია. წელს დანაკლისი გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე გასულ წელს. მიმდინარე თვის ბოლოს შემოგვიტანს `რაკია” მილიონ შვიდასი ათასს, აეროპორტის საფასურს. 15 მაისიდან ქონების გადასახადი წამოვა. 15 ივლისიდან თევზის გადასახადი _ მილიონ სამასი ათასი შემოგვივა. პირველ კვარტალს პრობლემების გარეშე შევასრულებთ.”
  შეგახსენებთ, რომ გასულ წელს შექმნილი კრიზისის დასაძლევად ქალაქის ხელისუფალთ ორჯერ დასჭირდათ ფინანსთა სამინისტროსაგან უპროცენტო სესხის აღება. ექსპერტები ამას ფოთელი თვითმმართველების მიერ ბიუჯეტის ოპტიმისტური დაგეგმვით და არსებული სახსრების არამიზნობრივად ხარჯვით ხსნიდნენ. წელს ფოთის დამტკიცებული ბიუჯეტი 16 687 300 ლარია (გამოთა-ნაბრებითი ტრანსფერის ჩათვლით). 4.378.7მლნ.-ლარიანი ტრანსფერიდან ადგილობრივ თვითმმართველობას 1 100 000 ლ. უკვე ათვისებული აქვს. წინ კი, მთელი ცხრა თვეა.




ნინო თუნთია
31.03.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”თავისუფალი სიტყვა”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: I cannot speak for the author of this post, but as the owner of this website, I can say this without question: just because you do not like something does not mean that someone who does is daring, uncaring, a nyiamohanmpc, or a maniac. You aren’t wrong for not wanting a poly relationship, but that doesn’t mean others are wrong for wanting it. Also, for the record, polyamory isn’t the same as group sex or threesomes or swinging, which is probably what you’re watching, reading in erotica, etc. Some poly couples NEVER take part in threesome or other group sex experiences.
: Kudos! What a neat way of tihnking about it.
: 20
: Whoa, whoa, get out the way with that good informtiaon.
ზუგდიდი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 12 °C + 12 °C
ღამით + 7 °C + 6 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.