მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
"თუ პოლიციას მანქანა სჭირდება, სამინისტრომ უყიდოს და არა ფოთის ხელისუფლებამ!”


ადგილობრივი თვითმმართველობის უფლება _ ცენტრალური ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობითა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილებები, საქართველოს კანონმდებლობითაა აღიარებული და გარანტირებული. რეალურად, ადგილობრივი თვითმმართველობა დღემდე რჩება ქვეყნის მმართველობის ყველაზე სუსტ რგოლად. იმდენად სუსტად, რომ ადგილობრივ დონეზე დამოუკიდებლად ყველაზე უწყინარი საკითხის, მაგალითად, შენობის ფასადის ფერის შერჩევაც არ შეუძლია.
  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების უმეტესობა მმართველი პარტიის წევრია, ან მისდამი კეთილგანწყობილი ადამიანებისგან შედგება, ამიტომაც მიიჩნევენ ისინი ვალდებულად თავს, რომ გადაწყვეტილებები სამხარეო და ცენტრალური ხელისუფლების მითითებების მიხედვით მიიღონ. ამ უსიტყვო მორჩილება-შეთანხმებისაგან კი დაზარალებულნი მოქალაქეები რჩებიან. 
   
განსაკუთრებით მძიმე თემა თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტია. კანონი ბიუჯეტის დაგეგმვას ერთეულისა და მისი მოსახლეობის საჭიროებებისამებრ ითვალისწინებს, ჩვენს ფსევდოთვითმმართველობებში კი მთავარი ზემდგომთა მოთხოვნილებებია. 
  თუკი, მაგალითისთვის, თითქმის უუფლებო თვითმმართველობების საპირწონედ ქვეყანაში განუზომელი გავლენის მქონე სამართალდამცავ სტრუქტურებს (შსს და მისი სამხარეო სამმართველოები, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი, საპატრულო პოლიცია) ავიღებთ, თვალსაჩინო გახდება, როგორ იგეგმება და იხარჯება ადგილობრივი თვითმმართველობების საბიუჯეტო სახსრები.
  შს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს ფოთის განყოფილება, შს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ფოთის განყოფილება და შს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ფოთის განყოფილება ის უწყებებია, რომლებიც თვითმმართველი ქალაქ ფოთის ბიუჯეტიდან წლიდან წლამდე საკმაოდ "მსუყედ” ფინანსდება. წლების განმავლობაში ამ უწყებებზე იხარჯებოდა და იხარჯება ასობით ათასი ლარი, მაშინაც, როცა პრიორიტეტული სოციალური სფეროდან უამრავ პროგრამას დაფინანსების გარეშე ტოვებდნენ
  მაგალითად, 2009 წელს ქალაქის ბიუჯეტის დამტკიცებისას პრიორიტეტად ქალაქის ხელისუფლებამ სოციალური სფერო დაასახელა. ამის მიუხედავად, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებიდან ამოიღეს: ტუბერკულოზთან ბრძოლის ღონისძიებები, გინეკოლოგიურ დაავადებათა გამოკვლევა, პროფილაქტიკა და სტაციონარული მკურნალობა; ოსტეოგენეზის, ე.წ. შუშის ბავშვების, შეჭირვებულთა და პენსიონერთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა და სხვა _ ერთადერთი მიზეზით, ყველა ეს პროგრამა ფედერალურ დაფინანსებაზე იყო და დაფინანსება არ გაორებულიყო.  
  იმავე წელს, იმავე ბიუჯეტიდან 241 000 ლარით დააფინანსეს (192 ათასი ლარი მანქანების შესაძენად გაითვალისწინეს) სამართალდამცავი უწყებები, რომლებიც სამინისტროს დაქვემდებარებაშია და პარალელურად, სამინისტროდანაც ფინანსდებოდა. 2009 წელს ნაკისრი ვალდებულებების დასაფინანსებლად ადგილობრივმა თვითმმარველობამ ფინანსთა სამინისტროსგან ორჯერ აიღო უპროცენტო სესხი. თუმცა, ვალებში ჩაფლულიც დაუზარლად იხდიდა შსს ფოთის სამმართველოს ხელმძღვანელობის მიერ ელექტროენერგიის, საწვავის და სხვა ხარჯების დასაფარად წერილით მოთხოვნილ თანხებს. 
  საპატრულო პოლიციისა და პოლიციის სამმართველოს შენობების რემონტი, ეზოებისა და მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა, მერიის კაპიტალური ხარჯებიდან ავტომობილების შეძენა, საწვავის, სატელეფონო საუბრების, სხვადასხვა კომუნალური გადასახადებისა და ოფისის ხარჯების ანაზღაურება _ ბოლო სამი წლის განმავლობაში ფოთის ბიუჯეტიდან ამ ყველაფერზე მილიონ ლარზე მეტია დახარჯული
  2010 წელს ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვისას პრიორიტეტი ისევ ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს მიენიჭა. თუმცა, ბიუჯეტიდან სხვადასხვა დროს ამოღებული სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები ბიუჯეტს მიღმა დარჩა. აი, სამართალდამცავებს დასაჩივლელი არაფერი ექნებათ: 187 500 ლარი _ პოლიციის ფოთის სამმართველოს, 30 000 ლარი _ კუდ-ს და 20 000 ლარი _ საპატრულო პოლიციას, ჯამში 240 000 ლარამდე მიიღებენ. ამას დაემატება, რა თქმა უნდა, ავტომობილები. როგორც მერიის საფინანსო და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურში განმარტეს, ამისთვის მერიის ადმინისტრაციის კაპიტალური ხარჯებიდან, დაახლოებით, 110 000 ლარი დაიხარჯება. როგორც სამსახურის უფროსი ვასილ თოდუა აცხადებს, ეს დაფინანსება ფედერალური ხელისუფლების განკარგულებით ხორციელდება. 
 ვასილ თოდუა, მერიის საფინანსო და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსი: `არსებობს ცენტრალური ხელისუფლების განკარგულება, რომლის მიხედვითაც თვითმმართველობას, რომელსაც აქვს ჭარბი შემოსავლები და ტრანსფერული ქალაქი არ არის, შეუძლია დააფინანსოს ფედერალური უწყებები ადგილზე. ახლა, როცა ტრანსფერზეა დამოკიდებული ქალაქი და გვაქვს პრობლემა ჩვენივე უფლებამოსილებების დაფინანსებაში, შეიძლებოდა სამართალდამცავების დაფინანსება უფრო ნაკლებიც ყოფილიყო, მაგრამ როცა ზემდგომის განკარგულება არსებობს, უნდა შესრულდეს.”
  ცენტრალური ხელისუფლების დაქვემდებარებაში არსებული უწყებების დაფინანსებაში პრობლემას ვერ ხედავს ქალაქის მერი, ვანო საღინაძე: "გაიხსენეთ ქალაქის კრიმინოგენული ვითარება სულ რაღაც სამი-ოთხი წლის წინ და მიხვდებით, იმსახურებს თუ არა ეს უწყებები ქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსებას. იმისათვის, რომ ქალაქში იყოს სიმშვიდე, ჩვენი წვლილი შეგვაქვს, ეს სალაპარაკო არც უნდა იყოს.” 
  საპირისპიროს აცხადებენ ექსპერტები. ოთარ კონჯარიას განმარტებით, 2009 წლის მაისში ცენტრალური ხელისუფლების მიერ ორგანულ კანონში ნებაყოფლობითი უფლებამოსილების ფარგლებში ჩაიწერა, რომ თვითმმართველობას შეუძლია ნებაყოფლობის ფარგლებში დააფინანსოს ცენტრალური ხელისუფლების ისეთი უფლებამოსილებები, რაც ხელს შეუწყობს მათ ფუნქციონირებას ადგილზე, ანუ კანონის ფარგლებში მოაქცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან ცენტრის უფლებამოსილებების დაფინანსების არაკანონიერება.
 ოთარ კონჯარია, ექსპერტი საბიუჯეტო საკითხებში: "ამ ცვლილებების გათვალისწინებით, სამართლებრივი თვალსაზრისით, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, არ არის კანონდარღვევა. თუმცა, როცა ადგილობრივი თვითმმართველობა საკუთარი ბიუჯეტიდან თანხებს ხარჯავს ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილებაზე – ეს თავის მხრივ საკმაოდ ცუდი ფაქტია. ფაქტობრივად, ადგილობრივი თვითმმართველობა დამოკიდებული ხდება ცენტრალურ ხელისუფლებაზე, ანუ, რასაც ცენტრალური ხელისუფლება იტყვის, რომ ეს უნდა დაფინანსდეს, თვითმმართველობა იძულებულია დაემორჩილოს. ეს პირდაპირ არღვევს ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებას, გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოს და ფუნქციას უკარგავს თვითმმართველობას, რომლის არსიც დამოუკიდებლობაა.
 რაც შეეხება მერიის კაპიტალური ხარჯებიდან ავტომობილების შეძენას. ერთი მხრივ, ავტომობილი ძირითადი საშუალებაა და სწორედ კაპიტალური ხარჯებიდან უნდა მოხდეს მისი შეძენა. მეორე მხრივ, თუკი მერია საკუთარი ხარჯებიდან შეიძენს ავტომობილს, თავადვე უნდა ისარგებლოს ამ შენაძენით, მაგრამ, თუ მას არ სჭირდება და ყიდულობს იმისათვის, რომ სარგებლობაში გადასცეს სხვას, ეს, სულ მცირე, არამიზნობრივი ხარჯია. 
  თუკი გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას (ფოთის) უჭირს სახსრების მობილიზება, ბიუჯეტს ვერ ასრულებს და ექსკლუზიური უფლებამოსილებების დაფინანსებასაც ძნელად ახერხებს და ამ დროს მანქანებს ყიდულობს სხვისთვის – ეს დარღვევაა. თუ პოლიციას მანქანა სჭირდება, ის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა უყიდოს და არა ფოთის ხელისუფლებამ. 
  ყველაფერი ეს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის ცენტრალური ხელისუფლების მცდელობა, მუდმივად თავისი გავლენის ქვეშ ჰყავდეს ადგილობრივი ხელისუფლება. შედეგად, თვითმმართველობა თავის ფუნქციურ არსს კარგავს.”
 


ნინო თუნთია
31.03.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”თავისუფალი სიტყვა”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Security conscious. By how prepared you're to consider action to lessen your own risk charges are determined by some insurance QuotesChimp. It will help you both, because reduced hazard contributes to fewer promises and fewer statements ensures that the lifestyle is less &#3 4;eventful.&#3 4; for instance, inc providing householder's policy contract regularly prize nonsmokers having a modest economies in the premium since statistic show that non smokers have less chance of enduring a fireplace than smokers do. Less statements also needs to imply lower rates.
: Heck yeah bay-bee life insurance providers bestlifeinsurpolicy.com minnesota life quote heliomeds.com generic levitra them keep buy health insurance comparehealthinsur.com cheapest health insurance plans for families in maryland coming!
: Haha, shouldn't you be charging for that kind of kneolwdge?!
: 20
: perespam.txt;4;6
: perespam.txt;4;6
: და რატომ არის ასე თავგამოდებული ფოთის თვითმართველობა ?? მარტო კეთილ ნებაზე, თუ შიშის ფაქტორია. იქნებ გამორჩენა აქვთ რამე ??
ზუგდიდი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 25 °C + 26 °C
ღამით + 10 °C + 12 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.