მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ზუგდიდში მკვლელობის მოწმეები პოლიციამ დააშინა


17 აპრილს, ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში პოლიციის უმცროსი ინპექტორის იროდიონ (ირაკლი) შელიას ტაბელური იარაღიდან გასროლილმა ტყვიამ 60 წლის ნუგზარ მანია იმსხვერპლა. იროდიონ შელია ამჟამად დაკავებულია, მას ორთვიანი აღმკვეთი ღონისძიება აქვს შეფარდებული. მომხდარს ზუგდიდის რაიონული პროკურატურა იძიებს. საქმე საქართველოს სს კოდექსის 116-ე მუხლითაა აღძრული, რომელიც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს და თავისუფლების შეზღუდვას ვადით ხუთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე ითვალისწინებს. 

შემთხვევის ადგილიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო და "კურიერი P.შ." ზუგდიში მომხდარ ფაქტს შემდეგნაირად აღწერენ: _ "2010 წლის 17 აპრილის მოქალაქე თამაზ თოლორაიას ოჯახში გამოცხადებული იქნა პოლიცია ოჯახური კონფლიქტის დასარეგულირებლად. თამაზ თოლორაია და მისი შვილი გიორგი თოლორაია ერთმანეთს აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცყოფას და იყვნენ აგრესიულები. პოლიციის თანამშრომლებმა სცადეს სიტუაციის განმუხტვა, რა დროსაც მათ წინააღმდეგობა გაუწიეს გიორგი და თამაზ თოლორაიებმა და მათმა მეზობლებმა, პოლიციასთან შეხლა-შემოხლის დროს პოლიციის უმცროსი ინპექტორის იროდიონ შელიას ტაბელური იარაღიდან მოხდა გასროლა და სამწუხაროდ, გარდაიცვალა გიორგი თოლორაიას ერთ-ერთი მეზობელი, ნუგზარ მანია”. აღნიშნულ წყაროებზე დაყრდნობით, ჩვენი გაზეთის წინა ნომერში ეს ინფორმაცია გავრცელდა, თუმცა, მისი გადამოწმების შედეგად, აღმოჩნდა, რომ ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.  
როგორც საქმის დეტალებიდან ირკვევა, თოლორაიების სახლში კონფლიქტი არ ყოფილა და არც შსს მიერ აღწერილ გარემოებაში მოხვედრია ტყვია მოქალაქე ნუგზარ მანიას. რა მოხდა რეალურად 17 აპრილს, კომბინატის დასახლებაში?
  ინციდენტი სპეციალისტების ქუჩაზე, ცისანა ქირიას სახლის წინ მოხდა და მომხდარს ცისანა ქირიას ქალიშვილი, თამარ ქირია შეესწრო. თვითმხილველი მომხდარ ფაქტს ასე აღწერს: _`გავიგონეთ ხმაური. ხმაზე გავცვივდით, ვნახეთ, რომ ორი პოლიციელი ურტყამდა ბიჭს, რომელიც ეხვეწებოდა _ თავი დამანებეთ, რა გინდათ `უსლოვნი~ მაქვს და რად მინდა ახლა ზედმეტი პრობლემები, ან მამაჩემს დაურეკეთ ან ჩემს ადვოკატსო. ამ დროს გამოიარა საცოდავმა ნუგზარ მანიამ, რომელიც ნაცემ ბიჭს გამოექომაგა, _ რას უშვებით, მხეცები ხომ არ ხართ, რატომ ურტყამთო? როგორ გაბედე და ჩაგვერიეო და ამ კაცს ხელი ჰკრეს. მოვარდა ამ კაცის შვილი (ნუკრი მანია-ავტ.), რას უშვრებით მამაჩემსო?! შენ რა გინდაო და ნუგზარის ხელი გაარტყა ერთ-ერთმა პოლიციელმა. ამის მერე პოლიციელმა იარაღი ამოიღო და უაზროდ ეჭირა ხელში. მერე პირდაპირ გამოაცხადა: ახლა მოგკლავო და დაუმიზნა. ნუგზარი პირდაპირ ეცა, დაიყო ჩხუბი და ამ ჩხუბის დროს მოხდა გასროლა. კაცი ჩაიკეცა. მუცლის არეში ჰქონდა ტყვია მოხვედრილი. პოლიციელები ამის შემდეგ უცებ ჩაჯდნენ მანქანაში და მოწყდნენ აქაურობას. დაბრუნებასაც არ აპირებდნენ, მაგრამ ვიღაცა გამვლელმა უთხრა, კაცი მოკალით და ახლა მისი წაყვანაც არ გინდათ საავადმყოფოშიო? დაბრუნდნენ, ჩაასვენეს მანქანაში, თავისის შვილიც ჩაუჯდა და წავიდნენ. იარაღი რომ გამოიყენა ის პიროვნება, იყო ნასვამი... შეიძლება არამარტო ნასვამი.~ ეს კომენტარი თამარ ქირიამ პრესა.გე-ს მკვლელობის დღესვე მისცა, მაგრამ მეორე დღეს არც თამარ ქირია და არც სხვა მოწმეები არანაირ კომენტარს არ აკეთებენ და მედიასთან აგრესიულ დამოკიდებულებას ამჟღავნებდნენ. 
  მოწმეების მსგავსად, კომენტარს არ აკეთებენ გარდაცვლილის ოჯახშიც. მისი უმცროსი ვაჟი ნუკრი მანია მკვლელობის უშუალო მოწმეა: `რასაც თქვენ გეტყვით დოკუმენტია და სასამართლოშიც ეგ უნდა ვთქვა. არ მაწყობს და გთხოვთ, დატოვოთ ჩემი სახლი, არანაირი აზრი არა აქვს რას ვიტყვით, ფაქტია, რომ მამაჩემი, ჩემს თვალწინ მოკლეს, ამ საქმესაც, როგორც თვითონ უნდათ ისე ჩაფარცხავენ. რა გიკვირთ, რომ ეს ასე იქნება? ამ ქვეყანაში სამართალს ვერ იპოვი. მეტის თქმას არ ვაპირებ," _ განგვიცხადა მოკლულის შვილმა. ნუკრი მანიას მსგავსად კომენტარზე უარს აცხადებენ სხვა ჭირისუფლებიც. მათი ერთ-ერთი მეზობელი ანონიმურობის გარანტიით საუბრობს იმაზე, რომ იმ ღამესვე ოჯახთან და მოწმეებთან მივიდა პოლიცია და მათ დაემუქრა: _ "არ გაბედოთ, რამე არ გაახმაუროთ, თორემ ყველას გყავთ შვილები და ყველაფერზე გაზღვევინებთო. მკვდარს არაფერი ეშველება და ჩვენ რომ ავლაპარაკდეთ, ჩვენს შვილებს ჩაუდებენ რამეს და მერე არკვიე სამართალი."

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში დასახელებული ოჯახური კონფლიქტი საერთოდ არ დასტურდება, უფრო მეტიც იმ დღეს სახლში არ იმყოფებოდა გიორგი თოლორაიას მამა, ვეფხვია თოლორაია: _ "იმ დღეს სახლში საერთოდ არ ვყოფილვარ, ორ ადგილას ვიყავი სამძიმარზე, ჩემი მეზობლებიც მანდ იყვნენ. ანდა რა მქონდა ჩემს შვილთან საჩხუბარი?! სახლში, რომ მოვედი დაღლილი ვიყავი და ჩამეძინა, გიორგი ბებიასთან იყო წასული. მეზობელმა გამაღვიძა: სროლის ხმა იყოო, რამდენადაც ვიცი, გიორგის უნდა იჭერდნენო. ჩვენ, რომ მივედით, ნუგზარ მანია საავადმყოფოში ყავდათ წაყვანილი. ჩემი შვილი კი მეზობლებს შეუყვანიათ ნაცემი და გასისხლიანებული."
რატომ სცემდნენ გიორგის და რა უნდოდათ მისგან პოლიციელებს, ამ კითხვაზე თოლორაია გვპასუხობს: _"გიორგი 20 დღის წინ, საპროცესო შეთანხმებით გამოუშვეს ციხიდან. `პლანის" გამო იყო დაჭერილი. ახლაც შინაპატიმრობა აქვს. მეტადონის პროგრამაში არის ჩართული, ტაძარში სიარული დაიწყო და ამ დღეებში ცოლის მოყვანასაც აპირებდა. პოლიცია კი არ ეშვებოდა, ყოველ ფეხის ნაბიჯზე დასდევდა. ბოლო დროს, სახლს რემონტი გავუკეთეთ, ახალი ჩამოსული ვარ რუსეთიდან და ჰგონიათ მილიონები მაქვს, ალბათ, ისევ გიორგის დაჭერა და ფულის შეწერა უნდათ. გიორგი იმ დღეს ბებიას სახლიდან ბრუნდებოდა, გზაში მანქანით პოლიციის თანამშრომელი, გოგა ფარცვანია ადევნებია, მანქანა გაუჩერებია და მანქანაში ჩაჯდომა მოუთხოვია. გიორგი არ ჩამჯდარა: თუ რაიმე გინდათ, დამიბარეთ და ჩემს ადვოკატთან ერთად მივალო. ფარცვანია უკან გაბრუნებულა და იროდიონ შელია განყოფილებიდან წამოუყვანია და გიორგის ისევ დადევნებიან. ამ დროს, ჩემი შვილი უკვე ქუჩის თავში, ქირიების სახლთან იყო და თავის სამ მეგობართან ერთად, შინ ბრუნდებოდა. პოლიციელებს ისევ მანქანაში ჩაჯდომა მოუთხოვიათ, გიორგის უთქვამს, არ გენდობითო. ამ დროს მანქანიდან გადმოსულან და გიორგის ცემა დაუწყიათ. როგორც გიორგის მეგობრებმა მითხრეს, დავინახეთ შპრიცს უდებდნენო. სწორედ მაგ დროს გამოუვლია ნუგზარისაც და ჩემს შვილს გამოქომაგებია. პოლიციელს უთქვამს, შენ ვინ გეკითხებაო და შეუგინებია. ამ დროს ნუგზარის მისი შვილი გამოსარჩლებია. შელიას კი ამოუღია იარაღი და რაც მოხდა, ყველამ ვიცით. უკვე ყველა დაშინებული ჰყავთ, ჩემი შვილის მეგობრებიც ვერ ამბობენ ვერაფერს, მაგრამ მათი მესმის, მათაც დაიჭერენ და რა ქნან?!~ 
გიორგი თოლორაიასთან საუბარიც ვცადეთ, მაგრამ ის ფსიქოლოგიურად მძიმე მდგომარეობაშია, კონტაქტზე არ გამოდის. _`ვიცი, რომ გიორგის დაიჭერენ, გუშინ ერთ-ერთ პოლიციელს უთქვამს: მაინც დაგიჭერთ, შენი საქმე წასულიაო. ყოველ წუთს ველოდები მის დაკავებას ან სახლში დაგვიდებენ რაიმეს, ან მას ჩაუდებენ. ცხოვრება დამინგრიეს... სახლის გაყიდვას და საქართველოდან წასვლას ვაპირებთ. აქ სამართალს ვერ ვიპოვი, ვის მივმართო დახმარებისთვის, არ ვიცი. რომელი კრიმინალი ჩემი შვილი იყო? გამოეძახებინათ და თვითონ მივიდოდა ადვოკატთან ერთად, ყოველ კვირა მაინც დადის ხელმოსაწერად,~ _ აცხადებს ვეფხვია თოლორაია.
17 აპრილს, რომ თოლორაიების სახლში კონფლიქტი არ ყოფილა ადასტურებს, ვეფხვია თოლორაიას გვერდით მცხოვრები, გულნაზ სართანია - `არც იმ დღეს და არც არასდროს ვეფხვიას და გიორგის სახლში კონფლიქტზე არაფერი მსმენია. გვერდით მეზობელი ვარ და რამე რომ ყოფილიყო, არ გავიგებდი? აქ არც პოლიცია მოსულა, და არც მსგავსი რამე ყოფილა. როცა ტელევიზიით გავიგეთ თოლორაიებთან კონფლიქტი მოხდა, მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს და ამ დროს მოხდა მანიას მკვლელობაო, გავოგნდით. საიდან შეთხზეს ეს ისტორია? საშინელებაა, როცა კაცი მოკლეს და ახლა რაღაცეებს იგონებენ თავის გასამართლებლად.~ გულნაზ სართანიას მსგავსად, შსს და რუსთავი-2-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ოჯახური კონფლიქტის შესახებ, თოლორაიების სხვა მეზობლებიც უარყოფენ. 
რა შემთხვევაში აქვს იარაღის გამოყენების უფლება პოლიციელს და იყო თუ არა კონკრეტულ ვითარებაში იარაღის გამოყენება კანონით განსაზღვრული, ამის გარკვევას იურისტ გოჩა ხეცურიანთან შევეცადეთ: _`პოლიციელს იარაღის გამოყენების უფლება აქვს რამდენიმე შემთხვევაში, როცა თავს ესხმიან, ან როდესაც კანონსაწინააღმდეგო დარღვევასთან გვაქვს საქმე, ან თუ პიროვნება უწევს წინააღმდეგობას, არ ემორჩილება და საფრთხეს უქმნის პოლიციელის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. მაგრამ გამოყენებამდე უნდა მოხდეს მოწინააღმდეგის გაფრთხილება, რომ აპირებს იარაღის გამოყენებას, ან გამაფრთხილებელი გასროლა ჰაერში.~
კონკრეტულ შემთხვევაში მოწმე თამარ ქირია ამბობს, რომ `პოლიციელმა იარაღი ამოიღო და უაზროდ ეჭირა ხელში. მერე პირდაპირ გამოაცხადა ახლა მოგკლავო... 
აქ ნათლად ჩანს, რომ ჩხუბამდე პოლიციელმა იროდიონ შელიამ, მოქალაქე ნუგზარ მანიას უთხრა, რომ მოკლავდა. 
_`თუ შელიამ მოქალაქე მანიას უთხრა მოგკლავო, საქმე გვაქვს არა სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობასთან, არამედ განზრახ მკვლელობასთან, რადგან მას უკვე წინასწარ ჰქონდა განზრახული მკვლელობა და უთხრა კიდეც მოგკლავო. ამ შემთხვევაში, შელიას განზრახული ჰქონდა, თუ მასთან მანია მივიდოდა ან წაიწევდა, მოკლავდა. პოლიციელმა კი, არ უნდა უთხრას მოგკლავო, არამედ გააფრთხილოს, თუ წინააღმდეგობას გაუწევს გამოიყენებს იარაღს, თავის დასაცავად, მაგრამ არავითარ შემთხვევაში _`მოგკლავ!" თუნდაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობა გაეწია მოქალაქე მანიას, მას გაფრთხილების გარეშე არ ჰქონდა უფლება ესროლა. თუ მანია გაიწია პოლიციელისკენ, ან ეჩხუბებოდა მას, ამ შემთხვევაშიც აუცილებლად უნდა გაეფრთხილებინა. როდესაც პოლიციელს წინასწარ განზრახული ჰქონდა მკვლელობა, საქმე უნდა აღიძრას 109-ე მუხლით, რომელიც განზრახ მკვლელობას ეხება და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას," - ამბობს გოჩა ხეცურიანი.
იროდიონ შელიას ადვოკატთან გასაუბრება ვერ მოვახერხეთ, რადგან ის და თავად შელიას ოჯახიც მედიასთან ურთიერთობაზე უარს აცხადებს. 

ჰქონდა თუ არა პოლიციის თანამშრომელს, ამ კონკრეტულ სიტუაციაში იარაღის გამოყენების უფლება? მართლაც ჰქონდა თუ არა პოლიციელს მოქალაქის მკვლელობა წინასწარ განზრახული? რა საშიშროებას წარმოადგენდა მისთვის ნუგზარ მანია და რატომ დადგა საერთოდ იარაღის გამოყენების აუცილებლობა? _ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, ალბათ, გამოძიებას მოუწევს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კი, რომელიც ფაქტის დასამალად, დანაშაულის სიმძიმის დასაფარად თუ სასჯელის შესამსუბუქებლად გავრცელდა, მხოლოდ თვითმხილველები თუ დაუპირისპირდებიან. 
რა მოხდა რეალურად შემთხვევის ადგილზე, ამაზე პასუხს, შიშის დაძლევის შემთხვევაში, სავარაუდოდ, თვითმხილველები გასცემენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეტენზია იმის შესახებ, რომ სამართალს ვერ პოულობენ, პრეტენზიად დარჩება, რადგან სამართლის მისაღწევად, დაზარალებული ოჯახის მხრიდან, სულ ცოტა, ერთი ნაბიჯი მაინც უნდა გადაიდგას და სიმართლე მაინც ითქვას.






პაატა ლაგვილავა
03.05.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”თავისუფალი სიტყვა”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Ppl like you get all the briasn. I just get to say thanks for he answer.
: Quotes Chimp will deal with the issue of the price of insurance in more detail throughout the site.
: It's imperative that make comparehealthinsur.com florida health insurance point. this cheap levitra pills heliomeds.com levitra order no exam life insurance bestlifeinsurpolicy.com term life insurance quotes people exact more
: That's really thinikng of the highest order
: Wow! Great to find a post konkcing my socks off!
: Until I found this I thohugt I'd have to spend the day inside.
: 20
: 20
ზუგდიდი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 25 °C + 26 °C
ღამით + 10 °C + 12 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.