მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
სააკაშვილის დაკავების გამო ფოთის საკრებულოს წევრი საავადმყოფოში გადაიყვანეს

კიევში საქართველოს მესამე პრეზიდენტის და უკრაინის ახალი ძალების მოძრაობის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის დაკავების გამო, ფოთის საკრებულოს დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დარეჯან ცხვიტარია ავად გახდა და საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა. როგორც ცხვიტარიამ სააგენტო „ლაივპრესს“ განუცხადა, ავადმყოფობის გამო საკრებულოს სხდომაზე დასწრება ვერ შეძლო.

„საკრებულოს სხდომის დაწყებამდე ტელევიზორში ვნახე უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დაკავების კადრები და ავად გავხდი. საავადმყოფოში გადამიყვანეს. კარდიოგრამა გადამიღეს, სამედიცინო დახმარება აღმომიჩინეს. ახლაც არ ვარ კარგად, მაგრამ სახლში ვიმყოფები“, - ციტირებს ცხვიტარიას კომენტარს „ლაივპრესი“.

უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, 5 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილი კიევში დანაშაულებრივი ჯგუფის ხელშეწყობისა და მისი საქმიანობის დაფარვის ბრალდებით დააკავეს.

რამდენიმესაათიანი ალყის შემდეგ,მხარდამჭერებმა სააკაშვილიუკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიკროავტობუსიდან გამოიყვანეს და გაათავისუფლეს. პროკურატურამ მას ახალი ბრალი დასდო პატიმრობიდან გაქცევაში და მის მიმართ ძებნა გამოაცხადა. სააკაშვილი უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანიზატორი და მონაწილეა.

სააკაშვილი მის დაკავებას პროვოკაციას უწოდებს და უკრაინის ხელისუფლებასა და სპეცსამსახურებს რუსეთის მთავრობასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს.

 

წყარო: reginfo.ge



09.12.2017
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ზუგდიდი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 13 °C + 16 °C
ღამით + 7 °C + 4 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.