მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
მიმართა თუ არა ოთარ გოგოხიამ ვახტანგ ყოლბაიას გადადგომის თხოვნით?
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამეგრელო–ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ოთარ გოგოხიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაიას გადადგომის თხოვნით მიმართა. საინფორმაციო სააგენტო smo news-მა გავრცელებულ ინფორმაციასთაბ დაკავშირებით კომენტარი სთხოვა  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაიას, რომელმაც განაცხადა, რომ ჯერჯერობით არანაირი განცხადება მას არ მიუღია და ამასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გააკეთებს. “ჯერ ჩემს სახელზე ოთარ გოგოხიას განცხადება გადადგომის შესახებ არ შემოსულა. შესაბამისად ამასთან დაკავშირებით კომენტარს ვერც გავაკეთებ”-აცხადებს ვახტანგ ყოლბაია. smo.ge ოთარ გოგოხიასაც დაუკავშირდა. მან არც უარყო და არც დაადასტურა აღნიშნული ინფორმაცია. “კომენტარს მოგვიანებით გავაკეთებ”-განაცხადა ოთარ გოგოხიამ.
წყარო: smo.ge
smo.ge
27.11.2015
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ზუგდიდი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 28 °C + 30 °C
ღამით + 16 °C + 17 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.