მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ოთარ გოგოხია თანამდებობის დატოვებას არ აპირებს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამეგრელო–ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ოთარ გოგოხია სამსახურის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ მან საინფორმაციო სააგენტო smo news-ს რამდენიმე წუთის წინ განუცხადა. ოთარ გოგოხიას განმარტებით ის დაკავებულ სამსახურს არ დატოვებს მანამ, სანამ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გამოიიძიებს იმ ფაქტებს, რომელიც მის წინააღმდეგ მიზანმიმართულად იქნა შეთითხნილი. “სანამ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გამოიძიებს ჩემს წინააღმდეგ შეთითხნილ ბრალდებებს, თითქოს მე ოკუპირებული აფხაზეთიდან კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანას ვახორციელებდი და ზუგდიდის ე.წ. ბაზარში ვასაღებდი სამსახურის დატოვებას არ ვაპირებ. თუ შსს დადებს შესაბამის დასკვნას, რომ ეს მართლაც ასე ხდებოდა და მე ვიყავი და ვარ კონტრაბანდისტი, მაშინ სამსახურიდან გათავისუფლების ნაცვლად უნდა დამაკავონ. ამიტომაც მე ველოდები აღნიშნულიდან გამომდინარე შესაბამის გამოძიებას. თუ ეს არ დადასტურდება, მე ვითხოვ პასუხი აგონ იმ პირებმა, რომლებმაც ეს ბრალდება შეთითხნეს ჩემს წინააღმდეგ”-აცხადებს ოთარ გოგოხია. smo news-ის კითხვაზე, მან დაწერა თუ არა განცხადება დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ოთარ გოგოხიამ განაცხადა, რომ განცხადება საკუთარი ნების გარეშე დაწერა, თუმცა აღნიშნული განცხადება უკვე გამოითხოვა, რადგან თანამდებობიდან წასვლას აღარ აპირებს. smo news-მა საკუთარ წყაროებთან გაარკვია, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ ოთარ გოგოხიას კონფედენციალური შეხვედრა ჰქონდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან ვახტანგ ყოლბაიასთან. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ დაიძაბა ურთიერთობა გოგოხიასა და ყოლბაიას შორის. ვახტანგ ყოლბაიამ ოთარ გოგოხიას უპირობოდ მოსთხოვა დაეწერა განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ოთარ გოგოხია smo.ge-სთან აღნიშნულ ფაქტს არ ადასტურებს. თავად ვახტანგ ყოლბაია ოთარ გოგოხიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას გუშინაც “არ ფლობდა”. მან smo news-ს სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ განცხადება დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ჯერჯერობით ოთარ გოგოხიასგან არ მიუღია, თუმცა სამომავლოდ არაფერს გამორიცხავდა. smo news-ის წყაროს ცნობით ვახტანგ ყოლბაიას ოთარ გოგოხიას შემცვლელად საკუთარი კანდიდატურაც უკვე ჰყავდა, რომელიც სამეგრელოში მისი წარმომადგენელი მხოლოდ დროებით გახდებოდა. ყოლბაიას ფავორიტი ამჯერად ოთარ გოგოხიას მოადგილე გელა კილასონია გახდა. “გელა კილასონია ყოლბაიას მხოლოდ დროებით სჭირდებოდა, რადგან თუ გოგოხია დატოვებდა თანამდებობას, ის პირდაპირი წესით ვერ დანიშნავდა ვინმე სხვას, რადგან ეს გამოიწვევდა დევნილების უკმაყოფილებას. დევნილების უკმაყოფილება კი ვახტანგ ყოლბაიას ამ მომენტში სულაც არ აწყობს.”-აცხადებს smo news-ის წყარო.
წყარო: smo.ge
smo.ge
28.11.2015
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ზუგდიდი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 22 °C + 21 °C
ღამით + 7 °C + 9 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.