მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ურთის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ურთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ლეფეტერეს უბანში ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულდა. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ და გამგებლის მოადგილემ გიზო სართანიამ ახალი საავტომობილო ხიდი შეამოწმეს. მდინარე ჯუმზე 20 წელზე მეტია ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია. გარე სამყაროს მოწყვეტილი იყო უბნის მოსახლეობა ვინაიდან, შემოვლითი გზა ამ დასახლებაში არ არსებობდა.მდინარეზე ხიდის არარსებობის გამო ფუნქციონირება შეწყვეტილი ქონდა კირის მომპოვებელ კარიერსა და სამშენებლო ბლოკის დამამზადებელ საამქროს. ახალი საავტომობილო ხიდის სიგრძე მდინარე ჯუმზე 48 მეტრია. ხიდი ნაგებია მაღალი სიმძლავრის რკინის კონსტრუქციისგან რაც, მყარ საფუძველს წარმოადგენს ხიდზე მაღალი გამავლობის ავტომობილების გადაადგილებისას. მდინარეზე ხიდი რკინა–ბეტონის ხიმინჯებით განთავსდა, რაც სიმყარესა და მრავალწლიან სარეალიზაციო გარანტიას იძლევა. ახალი ხიდის მშენებლობა რეგიონალი განვითარების პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და მისი ჯამური ღირებულება 205 000 (ორასხუთი ათას) ლარს შეადგენს. ახალი ხიდის მშენებლობით სოფელ ურთის მოსახლეობა უსაფრთხოდ და კომფორტულად გაივლის ხიდეზე და ასევე გაუმჯობესდება მიმოსვლის პირობები სოფელში არსებულ კირისა და ბლოკის საამქოებს.
წყარო: smo.ge
smo.ge
28.11.2015
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ზუგდიდი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 22 °C + 21 °C
ღამით + 7 °C + 9 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.